საგურამოს ქედი, კუხეთის მთა — საშუალო სიმაღლის განედური ქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს იალნოს ქედის დასავლეთ გაგრძელებას. უმაღლესი ადგილია მთა საგურამო (1392 მ). აგებულია ნეოგენური ნალექი ქანებით (კონგლომერატებით, ქვიშაქვებით, თიხებით). იალნოს ქედთან შეერთების ადგილზე გადაკვეთილია თბილის-თიანეთის საავტომობილო გზით. კალთებზე შერეული ფოთლოვანი ტყეებია (შემონახულია რელიქტური კოლხური ქვეტყის — ბაძგი, სურო, ბზა), თხემზე — მეორეული სუბალპური მდელოები. საგურამოს ქედზე დგას ზედაზნის მონასტერი.
ლიტერატურა