|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არაშენდა.
|
არაშენდა[2] — სოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოს თემში.[1] მდებარეობს მდინარე თეზამის (არაგვის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 660 მეტრზე. მცხეთიდან დაშორებულია 17 კილომეტრით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 226 ადამიანი.[1]
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
203[3]
|
2014 |
226
|
ღირსშესანიშნაობები
სოფლის სამხრეთით, 1,5 კმ-ზე, დგას ღვთისმშობლის, სამხრეთ-დასავლით კი წმინდა გიორგის ეკლესიები. ორივე ეკლესია ერთნავიანია, ნაგებია რიყის ქვით და გვიანდელი საუკუნეებით თარიღდება. ძეგლები ძლიერ დაზიანებულია.
ლიტერატურა
სქოლიო