მისაქციელი — სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ახალუბანი, ნატახტარი).[1] მდებარეობს მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე. ზღვის დონიდან 600 მეტრი, მცხეთიდან 15 კილომეტრი.
ეტიმოლოგია
სახელი სოფელს უნდა შერქმეოდა ბუნებრივი მდებარეობის გამო. ძალის-წილკნის გზა ამ ადგილზე უხვევდა, „მიუქცევდა“ არაგვის პირისაკენ, ან ნატახტარ-მცხეთისაკენ (ნ. ბერძენიშვილი).
ისტორია
მისაქციელი მოხსენიებულია 1392 წლის ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში. იგი სვეტიცხოვლის კუთვნილება იყო. XVIII და XIX საუკუნეების მიჯნაზე მეტად გაიზარდა დარიალ-არაგვის გზის მნიშვნელობა. მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე გამავალ გზაზე მისაქციელი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად იქცა. ბერი ეგნატაშვილის ცნობით ირანში წასვლის წინ გიორგი სააკაძე და ნუგზარ არაგვის ერისთავი მისაქციელში შეხვდნენ ერთმანეთს. 1788 წელს ერეკლე II-ის ვაჟმა ლევანმა მისაქციელთან სასტიკად დაამარცხა ლეკები.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2100 ადამიანი.[1]
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
2105[2]
|
2014 |
2100
|
მეურნეობა
მეურნეობის მთავარი დარგები ყოველთვის იყო მემინდვრეობა, მებაღეობა, მევენახეობა.
ლიტერატურა
სქოლიო