ბანა

ბანას საკათედრო ტაძარი
ბანა — თურქეთი
ბანა
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°40′05″ ჩ. გ. 42°16′12″ ა. გ. / 40.66806° ჩ. გ. 42.27000° ა. გ. / 40.66806; 42.27000
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: თურქეთი თურქეთი
პროვინცია ერზრუმის პროვინცია
ადგილმდებარეობა შენკაია
ფუნქციური სტატუსი უმოქმედო
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ბანას საეპისკოპოსო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) კვირიკე ბანელი
თარიღდება VII ს.
დეტალები

ბანა (თურქ. Penek Kilisesi) — ძელი ჭეშმარიტის[1] (ანუ ძელი ცხოვლის, იგივე წმ. ჯვრის) სახელობის საკათედრო ტაძარი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში — ტაოში. ძეგლი მდებარეობს თურქეთში, ერზურუმის პროვინციის, შენქაიას ილჩეს, სოფელ ფენექში, მდინარე ფენექ-ჩაის მარჯვენა ნაპირზე.

ეტიმოლოგია

ფანაკის ჭეშმარიტ ქართულ სახელად უფრო ბანა ჩანს. „ქართლის ცხოვრებაში“ ყველგან ბანა გვაქვს [2] „...მოერთვის ჭოროხს მდინარე ბანა-ფანასკერტისა, გამომდინარე ყალნუ მთისა და მომდინარე აღმოსავლეთიდამ დასავლეთად. ...ამ წყალზედ, მთაში არს ბანა, აწ უწოდებენ ფანაქს“.[3] ამ პუნქტის სახელი უფო ძველად მარტივად ბანა კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ ბანაკი (შდრ. აგარაკი → აგარა, მუშაკი → მუშა).

ბანა ოლთისიდან 33, ხოლო არტაანიდან 79 ვერსის მანძილზეა. 1889 წელს ფანაკში ნაჩვენებია 43 კომლი, ხოლო „დავთრის“ დროის ფანაკში 36 კომლია (აქედან ორი კომლი მუსლიმია). ამ პერიოდში ფანაკს შეწერილი ქონია გადასახადი 30 000 ახჩის ოდენობით.[4]

ისტორია

VII საუკუნის შუა წლებში აქ ააშენეს დიდი ტაძარი. ადარნასე II-ის დროს (881-923) დაარსდა ბანის საეპისკოპოსო, ხოლო ტაძარი გადაკეთდა. XI საუკუნის ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე გვამცნობს, რომ ტაძარი აუგია დავით I კურაპალატის ძეს — ადარნესე II-ს, კვირიკე ბანელის ხელით, რომელიც ბანას პირველი ეპისკოპოსი გამხდარა. გარდაცვალების შემდეგ იქვე დაუკრძალავთ. ბანა ქართველ მეფეთა საზაფხულო სამყოფი და აგრეთვე მეფეთა განსასვენებელიც იყო. X-XI საუკუნეებში ბანაში მოღვაწე ზაქარია ბანელის თაოსნობით ბევრი ძვირფასი ხელნაწერი შეიქმნა. საისტორიო წყაროს მიხედვით, ტაძარი ძელი ცხოველის (ძელისა ჭეშმარიტისა) სახელობის იყო.[5]

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ბანელი ეპისკოპოსის ძალაუფლება ვრცელდებოდა ფანასკერტზე, ტაოზე, ოლთისზე და მათ მომიჯნავე ტერიტორიებზე.

ბანას დიდ ისტორიულ მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ აქ დაიწერა ჯვარი საქართველოს მეფე ბაგრატ IV-მ (1027-1072 წწ.) ბიზანტიის იმპერატორის რომანოზ III არგირუსის დაზე — ელენეზე. ეს ჯვრისწერა ასახულია ოშკის სამხრეთ მკლავის ფრესკაზე, სადაც ბანას გამოსახულება დღემდე შემორჩენილია. აქვე, XV საუკუნეში დაკრძალეს საქართველოს მეფე ვახტანგი და მისი მეუღლე სითიხათუნი.

1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის ქრონიკებიდან ირკვევა რომ: 1877 წლის 20 მაისს ოსმალებმა დატოვეს სოფელი პენეკი (რუს. Пеньяк — პენიაკი) და გამაგრდნენ ოლთისში დამატებითი ძალების მოლოდინში. 21 მაისს ოსმალებმა ოლთისიც დატოვეს. 22 მაისს რუსეთის არმიამ უბრძოლველად დაიკავა ოლთისიც და სოფელი პენეკიც[6].

ბანა ქართულ წყაროებში

პირველად ბანას XI საუკუნის პირველი ნახევრის მემატიანე სუმბატ დავითის ძე იხსენიებს. მოგვითხრობს რა სამხრეთ საქართველოში, სახელდობრ, ისტორიულ ტაოში, სადაც ბანა მდებარეობს (ახლა ეს მხარე თურქეთის საზღვრებშია), IX-X საუკუნეებში მომხდარი ამბების შესახებ, იგი ამბობს, რომ ადარნასემ, ქართველთა მეფის დავით ბაგრატიონი ძემ,

ვიკიციტატა
„აღაშენა ბანა ჴელითა კჳრიკე ბანელისათა, რომელი-იგი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანელ.[7]

მატიანე ქართლისაჲ"-დან ვგებულობთ თუ რაოდენი საეკლესიო და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონია ბანას მომდევნო საუკუნეებში - აქ აღნიშნულია, რომ ბანას დაწერეს ჯვარი 1030 წლის ახლო ხანებში მეფე ბაგრატ IV-მ და ბიზანტიელმა მეფისწულმა ელენემ.[8] ამასთანავე, სხვადასხვა დროს ეს კათედრალი ბაგრატიონთა სახლის განსასვენებელიც ყოფილა.[9]

ყველა ცნობას შუასაუკუნოვანი ქართული ხუროთმოძღვრების ამ ძეგლზე ერთგვარად აჯამებს XVIII საუკუნის შესანიშნავი ისტორიკოსი და გეოგრაფოსი ვახუშტი ბატონიშვილი. თავის შრომაში ის სწერს:

ვიკიციტატა
„ამას [ფანასკერტის] ზეით,... მთაში, არს ბანა, აწ უწოდებენ ფანაქს. აქა არს ეკლესია გუმბათიანი, დიდი შუენიერად ნაგები, კეთილ-შუენიერს ადგილს, აღაშენა მეფემან ადარნასემ, და დაფლულ არიან მეფენი. იჯდა ეპისკოპოზი...[10]

თუ ვის სახელზე იყო ბანას ტაძარი აგებული, დაფისირებულია 1511 წლის მინაწერში: "...დაიწერა ქ(ო)რ(ო)ნიკონსა ასოთხმოცდაცხრამეტსა, მ(ო)ნ(ა)სტერსა ძელისა ჭ(ეშმარი)ტის(ა)სა ბან[ა]ს. (ტიპიკონი A 647, 221v)".

ძეგლის აღწერა

ბანას ტაძარი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლია. დიდი ზომის მაღალ ტეტრაკონქს გარს ეკვრის თითქმის 40 მ დიამეტრის მრავალწახნაგა გარსშემოსავლელი. შუაში აღმართულია ცილინდრული გუმბათის ყელი. ტეტრაკონქის მკლავებს შორის განლაგებულია გუმბათქვეშა ბურჯები — პილონები, სადაც სამ იარუსად მოწყობილი სადგომებია (პატრონიკენი), ხოლო ოთხივე აფსიდის ქვემოთა ნაწილი, ჩვეულებრივი მთლიანი კედლის ნაცვლად, გამჭოლი თაღედით გარსშემოსავლელისაკენ იხსნება. შენობის მთელი სიმაღლე 30 მ აღემატება. ტაძრის ხუროთმოძღვრული დეტალები და მორთულობა ტექნიკური ოსტატობითა და მაღალმხატვრულობით გამოირჩევა. აფსიდებისა და პატრონიკეთა მალებში მოთავსებული მრგვალი სვეტები შემკულია ვოლუტებიანი სვეტისთავებით, ფასადის მთელ პერიმეტს მისდევს დეკორატიული თაღედი, თაღებს ზემოთ კი მცენარეული ჩუქურთმებია.

პირველი ცნობები ბანას ტაძრის საკუთრივ არქიტექტურული სახის შესახებ დაგვიტოვა გერმანელმა მოგზაურმა და ბოტანიკოსმა კარლ კოხმა. "ეს უეჭველად ყველაზე მშვენიერი და დიდებული რამაა, რაც კი მსგავსი რამ მინახავს ოდესმე მთელს აღმოსავლეთში, თუ რა თქმა უნდა კონსტანტინეპოლს არ ჩავთვლით..."[11] მან იგი 1843 წელს დაათვალიერა, როდესაც ძეგლი ჯერ კიდევ მთლიანად იყო შემონახული და გამოსცა მისი აღწერა და გეგმის ჩანახატი თურქეთსა და კავკასიაში თავის მოგზაურობაზე დაწერილ წიგნში[12].

კ. კოხის შემდეგ, 1879 წელს თავის დღიურში მოხსენიებული აქვს უკვე დანგრეული ბანა კავკასიელ მოღვაწეს ე. ვეიდენბრაუმს. 1881 წელს, წარწერების სამეცნიერო შესწავლის მიზნით ბანა მოინახულა დიმიტრი ბაქრაძემ. მანვე გამოაქვეყნა იმხანად უკვე დანგრეული ტაძრის მოკლე აღწერა[13].

ბანას ხუროთმოძღვრების კვლევის ახალი ეტაპი 1902 წელს დაიწყო, როდესაც ძეგლის შესწავლას შეუდგა გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი, არქიტექტორ ს. კლდიაშვილთან ერთად. ე. თაყაიშვილი მეორედ ბანას 1907 წელს ეწვია, ამჯერად არქიტექტორ ა. კალგინის თანხლებით. ორივე ექსპედიციის შედეგები 1909 წელს გამოქვეყნდა[14].

კ. კოხის აღწერა

1846 წლის კარლ კოხის აღწერით, ნაგებობა შედგებოდა ზღუდისა და თვით ეკლესიისაგან ოთხი სამლოცველოთი, რომლებიც კუთხეებზე იმდაგვარადაა მიშენებული, რომ სადგომი ეკლესიასა დაზღუდეს შორის სავალად მოხერხებულია, ხოლო ზევიდან კი გადახურულ წრისებრ გარშემოსავლელს წარმოადგენს. ეკლესიის ნავი გარშემოსავლელს უშუალოდ უკავშირდება უკანიდან გახსნილი ჯვრის მკლავების (Schenkel) მეშვეობით. ნავის კამარა სვეტებს ებჯინება. წრისებრი გარშემოსავლელის კედლები ზევითკენ გადასულია ვეებერტელა მკლავებზე დაყრდნობილ გუმბათში და, ამგვარად, უშუალოდ ეკლესიაშიც333. რათა ეს ყოველივე უფრო გასაგები გახდეს, მე აქვე ვათავსებ ამ უცნაური, ჩემთვის ჯერჯერობით უცნობი, სტილის გეგმას.

A. გარშემოსასვლელის სივრცე გარესამყაროს სამი - ჩრდილოეთის, დასავლეთისა და სამხრეთისაკენ ზუსტად ორიენტირებული კარით უკავშირდება. მეტი სიმტკიცისათვის, მეტადრე ზედა კამარისა, შიგნით დამატებულია 20 ნახევარსვეტი.

B. გარშემოსავლელი მხოლოდ აღმოსავლეთისკენაა დახურული, რადგან აქ საკურთხეველი იყო მოთავსებული. მაჰმადიანებმა ყველა გასასვლელი და სვეტებშორისი შუალედები ამოქოლეს, რის გამოც ვერაფრის დანახვა ვერ მოხერხდა.

C. უმნიშვნელო, გარედან შვერილი მინაშენი 9 ფუტის სიგრძისა და 3 ფუტის სიგანისაა. იდგა თუ არა აქ ტრაპეზი, მე არ ვიცი, მაგრამ მეეჭვება მდგარიყო, თუმცა წყობის შეფერილობა და ფორმა სხვათაგან არ განსხვავდება.

D. ჯვრის გუმბათი, სიმაღლით 70-80 ფუტი.

E. ოთხი, კამარებით გადახურული, უკანიდან გახსნილი მკლავი (Schenkel). ამ თავისუფალ სივრცეში რკალადაა დაყენებული ოთხი 12 ფუტის სიმაღლის სვეტი, რომელთაც იქ კედელი ეყრდნობა. მკლავში (Schenkel), რომლის მეოხებიტაც წმინდა-წმიდათაში შედიოდნენ, ექვსი სვეტია, მაგრამ, როგორც ზემოთ ითქვა, მაჰმადიანებმა ისინი კედლით შეაერტეს.

F. ოთხი სენაკი ან სამლოცველო, რომელთაც კარები გარშემოსავლელიდან აქვთ. მათიკედლები ძალზე თხელია და, ალბათ, ისინი ძირითადად ვეებერტელა გუმბათის საყრდენები იყვნენ. ყოველი შიდა ოთხკუთხა, კამარიტ გადახურული სადგომის გვერდებიდანთითოეული 8 ფუტს არ აღემატება. კუთხეები გარედან მომრგვალებულია, ნახევარსვეტების ფორმისა. კედლის შიგნით ძალიან ვიწრო კიბეს ავყევართ ქვედას თავზე მდებარე კიდევ უფრო პატარა სენაკისებურ სადგომში.

მხატვრობის ნაშთები მე ვერ შევნიშნე. წარწერები იყო, მაგრამ მაჰმადიანებმა ისინი ისე გააფუჭეს, რომ დაზუსტებით ვერაფერს ვარჩევდი. შიდა კედლების მოპირკეთება, პერანგი მუქი ნაცრისფერი ან ძალიან ჭუჭყიანია, ნაწილობრივ დაკარგული[15].

დ. ბაქრაძის აღწერა

1881 წელს ბანას მონახულების შემდეგ, დიმიტრი ბაქრაძე წერს:

ვიკიციტატა
„ფენაქ-ჩაის ხეობაში დიდრონი შესანიშნავი სტილის ნანგრევები ფენიაკის ანუ ქართული ბანას საკათედრო ტაძრისა სამ სართულად; ქვედა და ზედა სართულების კუთხეებში ორი განყოფილებისაგან შედგენილი სათავსოებია; ყოველ სართულს ირგვლივ გალერეა აქვს, მასიური სვეტების კაპიტელები კორინთული რიგის კვეთილობითაა შემკული. ბანას წარწერათაგან მცირეოდენი გადარჩა... ბანას გარშემო უძველესი სტილის გუმბათის მქონე ეკლესიათა მთელი ჯგუფია.“

აქვე უნდა აღინიშნოს ე. თაყაიშვილის მიერ გამოცემული დიმიტრი ბაქრაძის დღიურის ჩანაწერები რომლებიც გაკეთდა უშუალოდ ძეგლის მონახულებისას და რომლებიც თავად დ. ბაქრაძეს არ ჰქონდა გამოცემული:

ვიკიციტატა
„ეკლესია დამახინჯებულია ორი კოშკის მიდგმითა და ზედ ეკლესიის ტანზე დანაშენებით, რომელიც სათოფურებიან გალერეას ჰქმნის. ჩანს, თურქთა მოძალეობისას იგი ციხედ უქცევიათ და ალყისას თურქებმა ის იავარქმნეს. მან როგორც ჩანს, ძლიერ და ხანგრძლივ ცეცხლს გაუძლო. გუმბათი მთლიანად მონგრეულია, ძლიერ დაშავდა კედლებიც. თავად გუმბათის ირგვლივ მისი ფუძიდან თუ ეკლესიის კედლის დაბოლოვებიდან ზევით გადიოდა ძველი გალერეა, მაკავშირებელი ზედა ოთახებისა[16].“

ექვთიმე თაყაიშვილის მიერ ბანას მონახულების მიერ ის თავის დღიურებში წუხილით წერს: „საყვედური ეთქმის დ. ბაქრაძესაც კი, რომელიც ძალიან მოკლედ და სიტყვაძუნწად აღწერს ოლთისის ძეგლებს და არც დღიურში აქვს ბევრი რამ ნათქვამი მათ შესახებ. ხოლო იმ მხატვარს, ბ...ს, რომელიც ბაქრაძეს ხლებია თან, საოცრად უმწეო, პირდაპირ ბავშვური ნახაზები აქვს გაკეთებული: წრე და აქეთ-იქით ოთხი რაღაც...“

ე. თაყაიშვილის აღწერა

ექვთიმე თაყაიშვილმა ტაოში იმოგზაურა 1902 და 1907 წლებში, რომლის დროსაც მას თან ახლდა, როგორც არქიტექტორი, ასევე ფოტოგრაფი. სწორედ ექვთიმე თაყაიშვილის კვლევა არის ერთ-ერთი სრულფასოვანი, რომელიც აერთიანებს ყველა მანამდელ და მის პერიოდში ბანაზე და მსგავს ტაძრებზე დაგროვილ ცოდნას. ექვთიმე თაყაიშვილს დეტალურად აქვს აღწერილი ყველა ის არქიტექტურული ნიშან თვისება, რაც მის პერიოდში იყო შემორჩენილი.

პირველი, 1902 წლის ექსპედიციის დროს ექვთიმე თაყაიშვილს ახლდა:

პირველი ექსპედიციის დროს ბანას გადაუღეს 10 ფოტო. ასევე აიზომა ძეგლი და გაკეთდა არქიტექტურული გეგმა.

ბანას გეგმა. შედგენილი სიმონ კლდიაშვილის მიერ. 1902 წელი

მეორე, 1907 წლის ექსპედიციის დროს ექვთიმე თაყაიშვილს ახლდა:

მეორე ექსპედიციის დროს ბანას გადაუღეს, როგორც ფოტოები ასევე სტერეოფოტოებიც. ძეგლი კვლავ აიზომა და კალიგინმა გაკეთდა ბანას ახალი გეგმა.

ბანას გეგმა. შედგენილი ანატოლი კალიგინის მიერ. 1907 წელი

ვ. ცინცაძის რეკონსტრუქცია

ვახტანგ ცინცაძე მიეკუთვნება არქიტექტორთა იმ ნაწილს, რომლებმაც თავიანთი თვალით დანახული ბანას სრული რეკონსტრუქცია წარმოადგინეს. მისი გეგმები, ძეგლის ჭრილი და გადახურვა განსხვავდება ზემოთ მოყვანილი არქიტექტორთა ხედვებისაგან[17].

ფრესკები და წარწერები ბანაზე

ვიკიციტატა
„შიგნით ტაძარი მოხატული ყოფილა, ბათქაშისა და ფრესკების კვალი დაცულია საკურთხევლის აფსიდში, მეტადრე მეორე და მესამე სართულების ოთახების თაღებქვეშ, მაგრამ თავდაპირველად იგი მოსახატად არ იყო გათვალისწინებული. ამაში გვარწმუნებს, ჯერ ერთი, ნაირფერი ქვების მშვენიერი შეხამება, რომლებითაცაა შემკული აფსიდის სამმეოთხედიანი სვეტი. იატაკის დონიდან საჟენის სიმაღლეზე იწყება ფერადი ქვების სარტყლები და არშინის სიგრძეზე ქვემოთ ჩამოდის, ასეთი სარტყლები სულ ხუთია. პირველად მომწვანო-ნაცრისფერი ქვებია, შემდეგ ღია ჩალისფერი, შემდგომ მომწვანო, ჟღალი და კვლავ ჩალისფერი. ეს ნაირფერი ქვების შესანიშნავი ოსტატობით შერჩეული სარტყლები საუკეთესოდ ეფარდებიან ტაძრის მომაპირკეთებელი ქვების საერთო თბილ ტონალობას. ასეთი სამკაული, ფერმწერის ნახელავის სადარი, არ გაკეთდებოდა, თუ რომ ტაძარი მოსახატი ყოფილიყო; მეორეც, და ეს არის უმთავრესი, ნალესობის ქვეშპერანგის ქვებზე იძებნება დიდრონი ასომთავრული ასოებით დატანილი წარწერები, ჩაკვეთილი და შემდეგ სინგურით შემოვლებული. ერთი ასეთი წარწერის ფრაგმენტი გამოჩნდა ბათქაშის ჩამოშლის გამო მარჯვნივ, საკურთხევლის ზედა ნაწილში, მესამე სართულის სარკმლის ქვემოთ, სამმეოთხედიანი სვეტის სიახლოვეს. იგი ორსტრიქონიანია:

1. ႼႷႪႤ Ⴇ~Ⴄ 2. ႣႨႣႨ

შინაარსის მიხედვით შევსებული იგი სავარაუდოდ ასე შეიძლება წავიკითხოთ:

"[ქრისტე, შე]იწყალე თევდორე დიდი".

ასეთი წარწერა, როგორც ჩანს, მეორდებოდა ტაძრის შიდა პერანგის სხვა ქვებზედაც. ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთ კამარიდან ჩამოვარდნილ ქვაზე შემორჩენილია ასეთივე წარწერის ნაშთი. პირველი სტრიქონი თითქმის აღარ არის, მეორე მწკარი კი მთლიანად იკითხება: ႣႨႣႨ. ეს წარწერები, მათი ხასიათის მიხედვით თუ ვიმსჯელეთ, ძველია და ეტყობა, ტაძრის აღშენების თანადროული.

შემორჩენილია ბაქრაძის მიერ გვერდის ოთახის სართულზე შენიშნული წარწერაც. იგი ჩაკვეთილი ასომთავრული ასოებით არის შესრულებული და ასე იკითხება:

Ⴕ~Ⴄ Ⴘ~Ⴄ Ⴂ~Ⴈ

"ქრისტე შეიწყალე გიორგი"

პალეოგრაფიული ნიშნებით ეს წარწერა ეკლესიის თანადროულად ვერ ჩაითვლება. იგი, ეტყობა, მოგვიანო ხანაშია გამოკვეთილი. ცალკეულ ქვებზე ზოგჯერ წააწყდებით ასომთავრულ ნიშნებს, უფრო ხშირად ვხვდებით Ⴞ~Ⴞ-ს[18].“

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • დოლიძე ვ., მენაბდე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 185.;
  • ამირანაშვილი შ., ქართულ ხელოვნების ისტორია, თბ., 1971;
  • რ. მეფისაშვილი, "ბანას ტაძარი", თბილისი 1989.

სქოლიო

  1. ტიპიკონი A 647, 1511 წ.
  2. „ქართლის ცხოვრება“, I, სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით, 1955. გვ. 318, 368, 385
  3. ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, თბილისი, 1941, გვ. 138
  4. ს. ჯიქია.გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. წიგნი III. გამოკვლევა. თბილისი, 1958, გვ. 561
  5. ტიპიკონი A 647, 1511 წ.
  6. Томкеев В. И., Климан Ф. Л., Волконский Н. А. Материалы для описания русско-турецкой войны 1877—1878 гг. на Кавказско-Малоазиатском театре: в 7 томах / Под ред. И. С. Чернявского. — СПб.: Тип. Морского Министерства, 1904. — Т. 1. — 268, 334-353 с.
  7. „ქართლის ცხოვრება“, I, სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით, 1955. გვ. 379
  8. „ქართლის ცხოვრება“, I, სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით, 1955. გვ. 295
  9. ე. თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში, პარიზი, 1938, გვ. 683.
  10. ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტ. IV; 1973, გვ. 683
  11. K. Koch, Reise im pontischen Gebirge und türkischen Armenien, II, Weimar, 1846, S. 243-248
  12. K. Koch, Reise im pontischen Gebirge und türkischen Armenien, II, Weimar, 1846. 243-245
  13. Д. Бакрадзе, Историко-этнографический очерк Карсской области. Известия КОИРГО VII, 1881, c. 200-201
  14. Е. Такаишвили, МАК, XII, с. 90-92
  15. თარგმანი - K. Koch, Reise im pontischen Gebirge und türkischen Armenien, II, Weimar, 1846
  16. Е. Такаишвили, МАК, XII, с. 93-95.
  17. რუსუდან მეფიასშვილი. ბანას ტაძარი. თბ. 1989
  18. Е. Такаишвили, МАК, XII, с. 108

Read other articles:

Raiffeisen Superliga 2007-08Datos generalesSede KosovoFecha 25 de agosto de 20071 de junio de 2008Edición IXOrganizador Federación de Fútbol de KosovoPalmarésPrimero PrishtinaSegundo VëllaznimiTercero BesaDatos estadísticosParticipantes 16 equiposPartidos 240Goles 715 (2.97 goles por partido) Intercambio de plazas Ascenso(s): IstoguFerizajUlpiana Descenso(s): Fushë Kosova Shqiponja KEK-uCronología Raiffeisen Superliga 2006-07 Raiffeisen Superliga 2007-08 Raiffeisen Superliga 2008-09 &...

 

Artikel ini perlu diwikifikasi agar memenuhi standar kualitas Wikipedia. Anda dapat memberikan bantuan berupa penambahan pranala dalam, atau dengan merapikan tata letak dari artikel ini. Untuk keterangan lebih lanjut, klik [tampil] di bagian kanan. Mengganti markah HTML dengan markah wiki bila dimungkinkan. Tambahkan pranala wiki. Bila dirasa perlu, buatlah pautan ke artikel wiki lainnya dengan cara menambahkan [[ dan ]] pada kata yang bersangkutan (lihat WP:LINK untuk keterangan lebih lanjut...

 

American film director This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) The topic of this article may not meet Wikipedia's notability guideline for biographies. Please help to demonstrate the notability of the topic by citing reliable secondary sources that are independent of the topic and provide significant coverage of it beyond a mere trivial mention. If notability cannot be shown, the ...

追晉陸軍二級上將趙家驤將軍个人资料出生1910年 大清河南省衛輝府汲縣逝世1958年8月23日(1958歲—08—23)(47—48歲) † 中華民國福建省金門縣国籍 中華民國政党 中國國民黨获奖 青天白日勳章(追贈)军事背景效忠 中華民國服役 國民革命軍 中華民國陸軍服役时间1924年-1958年军衔 二級上將 (追晉)部队四十七師指挥東北剿匪總司令部參謀長陸軍�...

 

A1 Team PakistanFounded2005Seat holder(s)Adam KhanTeam principalArif HussainRace driver(s)Nur AliAdam KhanEnrico ToccaceloFirst race2005–06 Great BritainRounds entered29Championships0Sprint race victories0Feature race victories0Pole positions0Fastest laps0Total points12 A1 Team Pakistan was the representative team of Pakistan in the former A1 Grand Prix motor racing series. History 2005–06 season A1 Team Pakistan was launched in front of the Lahore Fort. Pakistan's President Pervez Mushar...

 

この項目には、一部のコンピュータや閲覧ソフトで表示できない文字が含まれています(詳細)。 数字の大字(だいじ)は、漢数字の一種。通常用いる単純な字形の漢数字(小字)の代わりに同じ音の別の漢字を用いるものである。 概要 壱万円日本銀行券(「壱」が大字) 弐千円日本銀行券(「弐」が大字) 漢数字には「一」「二」「三」と続く小字と、「壱」「�...

Augusto Federico di HannoverIl principe Augusto Federico di HannoverDuca di SussexStemma In carica27 novembre 1801 –21 aprile 1843 PredecessoreTitolo creato SuccessoreHenry TrattamentoSua Altezza Reale Altri titoliConte di InvernessBarone Arklow NascitaBuckingham Palace, Londra, 27 gennaio 1773 MorteKensington Palace, Londra, 21 aprile 1843 (70 anni) DinastiaHannover PadreGiorgio III di Gran Bretagna MadreCarlotta di Meclemburgo-Strelitz ConsorteLady Augusta MurrayCecilia Un...

 

2012 EP by the 1975FacedownEP by the 1975Released6 August 2012 (2012-08-06)Genre Art rock indie pop ambient pop Length14:13Label Dirty Hit Interscope Producer Jamie Ellis Ian Grimble The 1975 The 1975 chronology Facedown(2012) Sex(2012) Singles from Facedown The CityReleased: 9 August 2012 Facedown is the debut extended play (EP) by English band the 1975. It was released on 6 August 2012 by Dirty Hit and Interscope. The band produced the EP alongside Jamie Ellis and Ia...

 

Lihat pula: Terminal Kesamben Stasiun Kesamben P31 Tampak luar Stasiun Kesamben, 2020LokasiJalan Stasiun KesambenKesamben, Kesamben, Blitar, Jawa Timur 66191IndonesiaKoordinat8°8′57″S 112°21′50″E / 8.14917°S 112.36389°E / -8.14917; 112.36389Koordinat: 8°8′57″S 112°21′50″E / 8.14917°S 112.36389°E / -8.14917; 112.36389Ketinggian+193 mOperator Kereta Api IndonesiaDaerah Operasi VIII Surabaya KAI Commuter Letakkm 94+353 linta...

This article is an orphan, as no other articles link to it. Please introduce links to this page from related articles; try the Find link tool for suggestions. (May 2022) Kazan Law InstituteКазанский юридический институтEstablished1931LocationKazan,  RussiaLanguageRussian Kazan Law Institute (Russian: Казанский юридический институт) is a Higher education institution in Kazan, founded in 1931 to train lawyers. Reorganized in 1952 by j...

 

DorPoster rilis layar lebarSutradaraNagesh KukunoorProduserElahe HiptoolaDitulis olehNagesh KukunoorMir Ali Hussain (dialog)SkenarioNagesh KukunoorCeritaNagesh KukunoorPemeranAyesha TakiaGul PanagShreyas TalpadeGirish KarnadUttara BaokarPrateeksha LonkarPenata musikSalim–SulaimanSinematograferSudeep ChatterjeePenyuntingSanjib DattaDistributorSahara One Motion PicturesPercept Picture CompanyTanggal rilis 22 September 2006 (2006-09-22) Durasi147 menitNegaraIndiaBahasaHindiUrdu Dor ...

 

Ham and egg bunTypePastryRegion or stateHong Kong, Brazil, ChicagoMain ingredientsFlour, eggs, ham Ham and egg bunTraditional Chinese火腿雞蛋包Simplified Chinese火腿鸡蛋包Hanyu Pinyinhǔotǔi jīdàn bāoIPA[xwòtʰwò tɕítân páʊ]Jyutpingfo2teoi2 gai1daan6*2 baau1 Ham and egg bun is a type of Hong Kong pastry.[1] It is a bun or bread that contains a sheet of egg and ham.[2] It is commonly found in Hong Kong as well as...

NGC 5676   مراقبة البيانات (حقبة حقبة) الكوكبة العواء[1] رمز الفهرس NGC 5676 (الفهرس العام الجديد)PGC 51978 (فهرس المجرات الرئيسية)UGC 9366 (فهرس أوبسالا العام)IRAS F14310+4940 (IRAS)2MASX J14324685+4927281 (Two Micron All-Sky Survey, Extended source catalogue)IRAS 14310+4940 (IRAS)MCG+08-26-043 (فهرس المجرات الموروفولوجي)7C 143101.39+494040.00 (Seventh Cambridg...

 

Hebreiska alfabetet. Hebreiska alfabetet har 22 bokstäver och används för att skriva hebreiska, jiddisch, judisk arabiska och övriga språk som används av den judiska gemenskapen. Ett kännetecken för det hebreiska alfabetet är att det skrivs från höger till vänster. Det lånades in från det feniciska alfabetet och var ett eget utvecklat skrivsystem omkring 800-talet f.Kr.[1][2] Det hebreiska skrivsystemet är en konsonantskrift eller abjad, det vill säga en skrift som bara använ...

 

Cet article est une ébauche concernant un chanteur norvégien et le Concours Eurovision de la chanson. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. Pour les articles homonymes, voir Kjelsberg. Sverre Kjelsberg Sverre Kjelsberg en 2009.Informations générales Naissance 18 octobre 1946Tromsø (Norvège) Décès 18 juin 2016 (à 69 ans)Tromsø (Norvège) Nationalité  Norvégien Activité principale ...

1936 Ross and Cromarty by-election ← 1935 10 February 1936 1945 →   Lab Candidate Malcolm MacDonald Hector McNeil Randolph Churchill Party National Labour Labour Unionist Popular vote 8,949 5,967 2,427 Percentage 49.5% 33.0% 13.4% Map showing the Ross and Cromarty Parliamentary constituency within Scotland. MP before election Sir Ian Macpherson National Liberal Subsequent MP Malcolm MacDonald National The 1936 Ross and Cromarty by-election was a parliamentary ...

 

Italian painter (1839–1889) For other artists, see Carlo Pellegrini (disambiguation). Carlo PellegriniBorn(1839-03-25)25 March 1839Capua, Kingdom of the Two SiciliesDied22 January 1889(1889-01-22) (aged 49)London, EnglandStylecaricature Carlo Pellegrini (25 March 1839 – 22 January 1889), who did much of his work under the pseudonym of Ape, was an Italian artist who served from 1869 to 1889 as a caricaturist for Vanity Fair magazine, a leading journal of London society. His work f...

 

يفتقر محتوى هذه المقالة إلى الاستشهاد بمصادر. فضلاً، ساهم في تطوير هذه المقالة من خلال إضافة مصادر موثوق بها. أي معلومات غير موثقة يمكن التشكيك بها وإزالتها. (فبراير 2019) ميلان-سان ريمو 1955 تفاصيل السباقسلسلة46. ميلان-سان ريمومنافسة1955 Challenge Desgrange-Colomboالتاريخ19 مارس 1955المسافات282 ...

Diocese of the Episcopal Church in the United States For the Church of England diocese, see Diocese of Rochester. For the American Catholic diocese, see Roman Catholic Diocese of Rochester. Diocese of RochesterDiœcesis RocestriensisLocationCountryUnited StatesTerritoryAllegany, Livingston, Monroe, Ontario, Schuyler, Steuben, Wayne, YatesEcclesiastical provinceProvince IIDeaneries5StatisticsParishes48 (2022)Members6,807 (2022)InformationDenominationEpiscopal ChurchEstablishedDecember 15, 1931...

 

Fainscomune Fains – Veduta LocalizzazioneStato Francia Regione Normandia Dipartimento Eure ArrondissementÉvreux CantonePacy-sur-Eure TerritorioCoordinate49°00′N 1°23′E49°00′N, 1°23′E (Fains) Altitudine40 e 126 m s.l.m. Superficie3,78 km² Abitanti436[1] (2009) Densità115,34 ab./km² Altre informazioniCod. postale27120 Fuso orarioUTC+1 Codice INSEE27231 CartografiaFains Modifica dati su Wikidata · Manuale Fains è un comune francese d...