ალექსი II (ტრაპიზონი)

ალექსი II დიდი კომნენოსი
Αλέξιος Β΄ Μέγας Κομνηνός
ტრაპიზონის მე-9 იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 1297
მმართ. დასასრული: 1330
წინამორბედი: იოანე II
მემკვიდრე: ანდრონიკე III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: აგვისტო, 1283
გარდ. თარიღი: 3 მაისი, 1330
მეუღლე: ჯიაჯაყ ჯაყელი
დინასტია: კომნენოსები
მამა: იოანე II
დედა: ევდოკია პალეოლოგი

ალექსი II დიდი კომნენოსი (ბერძ. Αλέξιος Β΄ Μέγας Κομνηνός; დ. აგვისტო, 1283 — გ. 3 მაისი, 1330) — ტრაპიზონის იმპერიის მეცხრე იმპერატორი 1297–1330 წწ. კომნენოსების დინასტიის წარმომადგენელი. იმპერატორ იოანე II-ისა და ევდოკია პალეოლოგის შვილი.

მმართველობა

ალექსი II-ის მმართველობა გამოირჩეოდა იმპერიაში კონსტანტინოპოლის გავლენის დაცემით და ტრაპიზონის სახელმწიფოებრივი კურსის აღებით თავის აღმოსავლეთ მეზობლებთან, განსაკუთრებით საქართველოს სამეფოსთან. 1300 წელს ალექსიმ ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე II-ის სურვილის საწინააღმდეგოდ, ცოლად შეირთო სამცხის ათაბაგ ბექა ჯაყელის ასული ჯიაჯაყ ჯაყელი. ამ ქორწინებიდან მათ შეეძინათ 4 ვაჟი და რამდენიმე ასული. 1302 წელს დალაშქრა თურქ-სელჩუკები, აიღო კერასუნტი.

1324 წელს ალექსიმ დაამთავრა ტრაპიზონის ციხის გალავნის შენება. 1330 წელს ალექსის გარდაცვალების შემდეგ იმპერატორი გახდა მისი უფროსი შვილი ანდრონიკე III, რომელიც სულ მალე მოკლეს. იმპერიაში მომავალი 20 წლის განმავლობაში არეულობა და სისხლიანი შინაომები მიმდინარეობდა, რომელიც განპირობებული იყო პრობიზანტიურ და პროქართულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებით.

ოჯახი

ლიტერატურა

  • ყაუხჩიშვილი, ს., ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. VII, თბილისი: მეცნიერება, 1967. — გვ. 81-88; 172-173.
  • The Oxford Dictionary of Byzantium, Vol. 1, NY-Oxford, 1991

რესურსები ინტერნეტში