ჯესიკა ელიზაბეტ სანჩესი (ინგლ.Jessica Elizabeth Sanchez; დ. 4 აგვისტო, 1995, ჩულა ვისტა, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. პოპულარობა მოიპოვა American Idol-ის მეთერთმეტე სეზონში მეორე ადგილზე გასვლის შემდეგ.
2005 წელს სანჩესმა იმღერა არეთა ფრანკლინის კომპოზიცია „Respect" სატელევიზიო შოუში Showtime at the Apollo.[1] მომდევნო წელს მონაწილეობა მიიღო America's Got Talent-ში, მაგრამ ფინალში ვერ გავიდა. 2009 წელს ჩაწერა რიანას კომპოზიციის, „Don't Stop the Music“-ის ქავერი iTunes-ისთვის. 2010 წელს ითანამშრომმლა ლეიბლთან Spin Move Records და ჩაწერა ეტა ჯეიმსის კომპოზიციის, „I'd Rather Go Blind"-ის ქავერი.[2] ამავე დროს გამოუშვა კოლაბორაციული ნამუშევარი ბრენდონ კეინთან ერთად „Just You and Me".
2011 წელს სანჩესმა მონაწილეობა მიიღო American Idol-ის მე-11 სეზონში და დაიკავა მეორე ადგილი.[3] American Idol-ის შემდეგ ხელი მოაწერა კონტრაქტს Interscope Records-თან. მალევე დაიწყო სხვადასხვა ფესტივალებსა თუ ღონისძიებებზე სიმღერა, მათ შორის გამოვიდა PBS-ის ეროვნული მემორიალის დღის კონცერტსა და დემოკრატიულ კონვენციის დღეზე.[4] ის ასევე მღეროდა საქველმოქმედო ღონისძიებებზე, როგორიცაა City of Hope Spirit of Life Awards Gala და Trevor Live.
2013 წელს ჯესიკა სანჩესმა გამოუშვა სადებიუტო ალბომი Me, You & the Music. 2013 წლის 22 მარტს გამოვიდა ალბომიდან მთავარი სინგლი „Tonight". ნამუშევარი 48-ე ადგილზე გავიდა ციფრული სიმღერების ჩარტში.[5]2013 წლის 1 აპრილს სანჩესმა თეთრ სახლში იმღერა კომპოზიცია „The Star-Spangled Banner". მუსიკოსის სადებიუტო ალბომი, Me, You & the Music, გამოვიდა 2013 წლის 30 აპრილს.[6] ნამუშევარი ბილბორდ 200-ში 26-ე ადგილზე გავიდა და გამოსვლიდან პირველივე კვირაში გაიყიდა 14000 ასლი. მალევე სანჩესი წამოვიდა Interscope Records-დან.[7]
2013 წლის აპრილში მუსიკოსი გამოჩნდა სატელევიზიო შოუში Glee. 2014 წელს ჯეიკ ზირუსა და ჯენიფერ ჰადსონთან ერთად იმღერა კომპოზიცია „Let It Go" Pinoy Relief Benefit-ის კონცერტზე.[8]2013 წლის 21 მაისს სანჩესმა შეასრულა პიტბულისა და კრისტინა აგილერას „Feel This Moment" ABC-ის კონკურსის, Dancing with the Stars-ის მეთექვსმეტე სეზონის ფინალში. მალევე იმღერა ირვინგ ბერლინის „God Bless America" მემორიალის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე შეერთებული შტატებისკაპიტოლიუმში, ვაშინგტონში.[9] სანჩესმა შეასრულა კომპოზიციები „Star-Spangled Banner" და „Lupang Hinirang" Manny Pacquiao vs. Brandon Ríos-ის მატჩზე 2013 წლის 23 ნოემბერს.[10] იმავე წელს გახდა American Idol-ის ჟიურის წევრი. ასევე სანჩესმა იმღერა რიანას „Pour It Up" Crustacean's Red Hour Jam Session-ზე ბევერლი-ჰილზში. 2015 წელს გამოუშვა სინგლი სახელწოდებით „This Love".[11] მალევე გამართა კონცერტი მანილაში „ჯესიკა სანჩესი: ახლო და პირადი ცხოვრება მანილაში". ასევე ითანამშრომლა კრისტიან ბაუტისტასთან და ჩაწერა კომპოზიცია „Two Forevers". ასევე გამოუშვა საშობაო EPChristmas with Jessica.[12]
2016 წელს მუსიკოსმა გამოუშვა დუეტები. ასევე გამოაქვეყნა ბიონსეს „1+1"-ისა და ჰოლზის „The Feeling"-ის ქავერები.[13] სანჩესმა გამოუშვა სინგლი „Call Me" 2016 წლის 10 მაისს. მან სიმღერა შეასრულა 2016 წლის 20 აპრილს Tubathon 2016-ზე ბერბანკში, კალიფორნია. 2016 წლის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კონვენციის დღეს გამოუშვა სინგლი „Stronger Together" ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერად.[14] კომპოზიცია საცეკვაო კლუბის სიმღერების ჩარტში მეოთხე ადგილზე გავიდა. 2019 წელს იმღერა პრინც ჰაჯი ალ-მუჰტადი ბილას დაბადების დღეზე.[15] მან ასევე გამოუშვა სინგლი სახელწოდებით Love You". მალევე გამოუშვა ლეროი სანჩესთან ერთად კოლაბორაციული ნამუშევარი „A Whole New World". მალევე გამოუშვა სინგლი „Angels". გარდა ამისა, ითანამშრომლა მეტ ბლოიდთან და ჩაწერა „Can You Feel the Love Tonight". COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ქსენოფობიისა და რასიზმის საპასუხოდ, მან გამოუშვა სინგლი „Us".[16]2022 წლის აგვისტოში სანჩესმა გამოუშვა სინგლი „Baddie".[17]