წერაქვი — სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: სიონი, ჯანხოში). მდებარეობს ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე შულავერის ხეობაში მარნეულიდან დაშორებულია 45 კილომეტრით, შულავრიდან — 21 კმ-ით.
წერაქვში ფუნქციონირებს მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი, სოფლის მახლობლად არის წერაქვის სამონასტრო კომპლექსი და შუა საუკუნეების ციხე მზიგული და ციხის დარბაზული ეკლესია.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 140 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
248 |
132 |
116
|
2014[1] |
140 |
67 |
73
|
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო