ახკერპი[2] — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის მარნეულის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ახქერფზე (მდინარე ბოლნისისწყლის შენაკადი). ზღვის დონიდან 1019 მეტრზე, მარნეულიდან დაშორებულია 60 კილომეტრით.
ისტორია
ახკერპის მიდამოებშია ჰუჯაბის სამონასტრო კომპლექსის გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც XIII საუკუნით თარიღდება. აქვეა ადრინდელი, შუა საუკუნეების სატრაპეზო, გალავანი და სხვა ნაგებობანი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 610 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
742 |
352 |
390
|
2014[1] |
610 |
286 |
324
|
ლიტერატურა
სქოლიო