ბრდაზორი (2014 წლამდე — ბურდაძორი[2]) — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის მარნეულის მუნიციპალიტეტში, ხოჯორნის თემში.[1] მდებარეობს ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბურდაძორზე (დებედის აუზი). ზღვის დონიდან 760 მ სიმაღლეზე. ქალაქ მარნეულიდან დაშორებულია 45 კილომეტრით, სადახლოდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 6 კილომეტრით.
ბურდაძორში ნაპოვნია V-VI სს. ქვის სტელა, რომელზედაც წმინდანთა ცხოვრების ამსახველი რელიეფური სიუჟეტები, რელიეფური ორნამენტი და ჯვარია გამოსახული.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 38 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
58 |
25 |
33
|
2014[1] |
38 |
19 |
19
|
ლიტერატურა
სქოლიო