ციფრული ტელევიზია

ციფრული ტელემაუწყებლობის სტანდარტების სია
DVB სტანდარტები (ევროპა)
DVB-S (ციფრული თანამგზავრული ტელევიზია)
DVB-T (ციფრული ეთერული ტელევიზია)
DVB-C (ციფრული საკაბელო ტელევიზია)
DVB-H (მობილური ტელევიზია)
  • DVB-SH (თანამგზავრული/მობილური)
ATSC სტანდარტები (ჩრდილოეთი ამერიკა/კორეა)
ATSC (ციფრული)
ATSC-M/H (მობილური)
ISDB სტანდარტები (იაპონია/ლათინური ამერიკა)
ISDB-S (თანამგზავრული)
ISDB-T (ეთერული)
  • 1seg (მობილური)
ISDB-C (საკაბელო)
SBTVD/ISDB-Tb (ბრაზილია)
ციფრული ტელემაუწყებლობის ჩინური სტანდარტები
DMB-T/H (ეთერული/მობილური)
ADTB-T (ეთერული)
CMMB (მობილური)
DMB-T (ეთერული)
DMB სტანდარტები (კორეული მობილური ტელევიზია)
T-DMB (ეთერული)
S-DMB (თანამგზავრული)
MediaFLO
კოდეკი
ვიდეოკოდეკები
აუდიოკოდეკები
სიხშირეების დიაპაზონი

ციფრული ტელევიზიასატელევიზიო გამოსახულებისა და ხმის გადაცემის ტექნოლოგია ვიდეოსიგნალის და ხმოვანი სიგნალის ციფრული არხებით კოდირების გამოყენებით. თანამედროვე ციფრული ტელევიზიის საფუძველია მონაცემთა შეკუმშვის MPEG სტანდარტი.

განვითარების ისტორია

ციფრული ტელევიზიის განვითარების ისტორია პირობითად შეიძლება დავყოთ რამდენიმე ეტაპად, რომელთაგან თითოეული ხასიათდება სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებით, ექსპერიმენტული სისტემებით და მოწყობილობებით და შესაბამისი სტანდარტებით.

პირველი ეტაპი

ციფრული ტელევიზიის ისტორიის პირველი ეტაპი ხასითდება ტელესისტემების ცალკეულ ნაწილებში ციფრული ტექნიკის გამოყენებით, ამასთან ნარჩუნდებოდა კავშირის ანალოგური არხები. ამ ეტაპზე სტუდიური მოწყობილობები გადაიტანება ციფრულ სიგნალზე, რომლის დამუშავება და შენახვა ტელეცენტრის ფარგლებში ხდება ციფრული საშუალებებით. ტელეცენტრიდან გამოსვლისას სატელევიზიო სიგნალი გარდაიქმნება ანალოგურ ფორმაში და გადაიცემა ჩვეულებრივი კავშირის არხებით.

ეს ეტაპზე ხდება ასევე ტელემიმღებებში ციფრული ბლოკების შეტანა გამოსახულებისა და ხმის ხარისხის გასაზღდელად, ასევე ფუნქციონალური შესაძლებლობების გასაზრდელად. ასეთი ბლოკების მაგალითია ციფრული ფილტრები, მოწყობილობები სტრიქონგამოშვებითი გაშლიდან კვაზიპროგრესულზე გადასასვლელად, ველების სიხშირის გაზრდა 100 გჰც-მდე, ფუნქციების „სტოპ-კადრი“ და „კადრი კადრში“ რაელიზაცია და ა. შ.

მეორე ეტაპი

ციფრული ტელევიზიის განვითრების მეორე ეტაპია ჰიბრიდული ანალოგურ-ციფრული ტელესისტემების შექმნა, რომელთა პარამეტრები განსხვავდება ჩვეულებრივ სატელევიზიო სტანდარტებში მეღებულთაგან. იკვეთება სატელევიზიო სტანდარტის ცვლილების ორი მთავარი მიმართულება: გადასვლა სიკაშკაშის და ფერთა სხვაობის სიგნალების თანადროული გადაცემიდან მათ მიმდევრობით გადაცემაზე და კადრში სტრიქონების და სტრიქონში გამოსახულების ელემენტების რაოდენობის გაზრდა. მეორე მიმართულების რეალიზაცია დაკავშირებულია ტელესიგნალების სპექტრის შეკუმშვის აუცილებლობასთან, კავშირის არხებით სიხშირეთა მისაღები ზოლით მათი გადაცემის უზრუნველსაყოფად.

ჰიბრიდული ტელესისტემების მაგალითები:

იაპონური მაღალი გარჩევადობის სატელევიზიო სისტემა MUSE დასავლეთ ევროპული MAC ოჯახის სისტემები

ამ სისტემების გადამცემ და მიმღებ ნაწილებში სიგნალები გადაიცემა ანალოგურ ფორმაში. MUSE და HD-MAC სისტემებს აქვთ ფორმატი 16:9, კადრში სტრიქონების რაოდენობაა 1125 და 1250, კადრების სიხშირე 30 და 25 გჰც შესაბამისად.

მესამე ეტაპი

განვითერების მესამე ეტაპია სრულიად ციფრული სატელევიზიო სისტემების შექმნა.

მას შემდეგ რაც ევროპასა და იოპონიაში გამოჩნდა მაღალი გარჩევადობის ანალოგურ-ციფრული სატელევიზიო სისტემები (MUSE და HD-MAC), შეერთებულ შტატებში 1987 წელს გამოცხადდა კონკურსი მაღალი გარჩევადობის სატელევიზიო სისტემის საუკეთესო პროექტზე, რომელიც დამტკიცდებოდა ეროვნულ სტანდარტად. პირველ წლებში კონკურსზე წარადგინეს რამდენიმე სხვადასხვა ანალოგური სისტემა. ზემოთ აღნიშნული ჰიბრიდული სატელევიზიო სისტემები, რომლებიც ითვალისწინებდნენ სიგნალის გადაცემას მხოლოდ თანამგზავრული არხებით, მალევე განხილვიდან მოიხსნა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ ამერიკის აშშ-ში მიწისზედა მაუწყებლობას ეწევა 1400-მდე კომპანია და ფართოდ არის განვითერებული საკაბელო მაუწყებლობა.

განიხილებოდა ასევე ანალოგური სისტემების პროექტები, რომლებიც ითვალისწინებდნენ ერთი სტანდარტული არხის მეშვეობით ორი იგნალის გადაცემას — ჩვეულებრივი ტელესიგნალის და დამატებითის, რომელიც შესაბამისი დეკოდერით უზრუნველყოფს გამოსახულების მიღებას სტრიქონების და სტრიქონებში ელემენტების განლაგების დიდი რაოდენობით.

მაგრამ უკვე 1990 წელს გამოჩნდა სრულიად ციფრული სატელევიზიო სისტემების პირველი შემოთავაზებები. ყოველწლიურად იზრდებოდა ასეთი პროექტების რაოდენობა და უმჯობესდებოდა მათი მახასიათებლები. 1993 ელს უკანასკნელი ანალოგური სისტემები საბოლოოდ მოიხსნა დღის წესრიგიდან, ხოლო ამავე წლის მაისში კომპანიების 4 ჯგუფი, რომლებსაც არსებიტად მსგავსი პროექტები ჰქონდათ წარდგენილი, გაერთიანდა და სამომავლოდ წარადგინეს ერთიანი პროექტი. ამ პროექტმა კონკურსში უპირობიო გამარჯვება მოიპოვა და იქცა ამერიკის შეერთებულ შტატებში სრულიად ციფრული სატელევიზიო სისტემის სტანდარტის საფუძვლად. პროექტი მაშინ ჯერ კიდევ დაუმტკიცებელ MPEG-2 სტანდარტს ემყარებოდა.

როდესაც ნათელი გახდსა, რომ მომავალი ციფრული ტელევიზიას ეკუთვნის, 1993 წელს ევროპაში, მიღებულ იქნა MPEG-2-ზე დაფუძნებული პროექტი DVB (Digital Video Broadcastingინგლ. ციფრული ვიდეო მაუწყებლობა). ამჟამად ციფრული სატელევიზიო სისტემები მრავალ ქვეყანაში სწრაფად ვითარდება. ამასთან, უპირველესად წყდება გადაცემული ჩვეულებრივი გაფართოების ტელევიზიის პროგრამების რაიოდენობის ზრდის ამოცანა, რადგან ეს სწრაფ ეკონომიკურ ეფექტს იძლევა. ზოგიერთ ქვეყანაში დასმულია საკითხი XXI საუკუნის დასაწყისში ანალოგური ტელემაუწყებლობის შეწყვეტასთან და ციფრულ ტელევიზიაზე სრული გადასვლის თაობაზე.

სტანდარტები

ციფრული ტელევიზიის საერთაშორისო სტანდარტები, უპირველეს ყოვლისა, მიიღება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) მიერ, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის სტანდარტიზაციის ეროვნულ კომიტეტებს. ამ ორგანიზაციის შემადგენლობაში ფორმირდება ჯგუფები, რომლებიც დაკავებულნი არიან ტექნიკის სხვადასხვა დარგების სტანდარტიზაციის პრობლემებით. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფია MPEG (Motion Picture Expert Group), რომელიც დაკავებულია ციფრული მაუწყებლობის სტანდარტების შემუშავებით.

სტანდარტიზაციაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი მეორე ორგანიზაციაა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანება (ITU). ორგანიზაცია უშვებს რეკომენდაციებს, რომლებიც შემდგომში შეიძლება გარდაიქმნას საერთაშორისო ან ეროვნულ სტანდარტად სტანდარტიზაციის ეროვნული ორგანოების გადაწყვეტილებით.

ამჟამად არსებობს შემდეგი ძირითადი სტანდარტები:

  • DVB — ციფრული ტელევიზიის ევროპული სტანდარტი
  • ATSC — ციფრული ტელევიზიის ამერიკული სტანდარტი
  • ISDB — ციფრული ტელევიზიის იაპონური სტანდარტი

გადაცემის ხერხები

  • ეთერული მიწისზედა ტელევიზია — DVB-T და DVB-T2
  • თანამგზავრული ტელევიზია
  • საკაბელო ტელევიზია

უპირატესობები და ნაკლოვანებები

უპირატესობები

ანალოგურ ტელევიზიასთან შედარებით:

  • გადაცემის ტრაქტების და სატელევიზიო სიგნალების ჩაწერის დაბრკოლებების მიმართ მდგრადობა.
  • გადამცემების სიმძლავრის შემცირება.
  • იმავე სიხშირულ დიაპაზონზე გადაცემული ტელეპროგრამების რაოდენობის არსებითი ზრდა.
  • ტელემიმღებებში გამოსახულების და ხმის ხარისხის ზრდა.
  • ტელესისტემების შექმნა გამოსახულების განლაგების ახალი სტანდარტებით (მაღალი გარჩევადობის ტელევიზია).
  • ინტერაქტიული ტელესისტემების შექმნა, რომელთა გამოყენებისას მაყურებელს აქვს გადაცემულ ტელეპროგრამაზე ზემოქმედების შესაძლებლობა (მაგალითად, ვიდეო მოთხოვნით).
  • ფუნქცია „გადაცემის დასაწყისში“.
  • ტელეგადაცემების არქივი და ტელეგადაცემების ჩაწერა
  • ტელესიგნალში სხვადასხვა დამატებითი ინფორმაციის გადაცემა.
  • ენის (ჩვეულებრივი ორზე მეტი) და სუბტიტრების არჩევა.
  • სტუდიური აპარატურის ფუნქციური შესაძლებლობების გაფართოება.

ნაკლოვანებები

სურათის გაყინვა ან დაშლა „კვადრატებად“ მიღებული სიგნალის არასაკმარისი დონისას, მონაცემები ან მიიღება 100%-იანი ხარისხით ან აღდგება, ან მიიღება ცუდად აღდგენის შესაძლებლობის გარეშე.

კოდირება (დეკოდირება) და ციფრული სიგნალის მიღება

კოდირება (დეკოდირება) და სატელევიზიო მულტიპლექსების მიღება

სატელევიზიო მულტიპლექსების ციფრული სიგნალი შეიძლება იყოს როგორც არადაშიფრული, ღია (უფასო) ასევე დაშიფრული, დახურული (ფასიანი) მირობითი წვდომის სისტემის გამოყენებით, სმარტ-ბარათების და CAM-მოდულების გამოყენებით. დაშიფრული, დახურული (ფასიანი) მულტიპლექსების (ტელეარხების) დეშიფრაციისა და მიღებისთვის საჭიროა სმარტ-ბარათი მოთავსდეს CAM-მოდულში, რომელიც თავსდება ტელევიზორის, რესივერის ან კომპიუტერის (ციფრული ტელევიზიის ჩაშენებული დეკოდერებით) CI-სლოტში.

კოდირება (დეკოდირება) და ინტერაქტიული სერვისების და მომსახურებების მიღება

ციფრული სიგნალის კოდირება პირობითი წვდომის სისტემის გამოყენებით გამოიყენება ყველა ინტერაქტიული სერვისების და მომსახურებებისთვის, მაგალითად, ვიდეო მოთხოვნით. ნტერაქტიული სიგნალების კოდირება აუცილებელია თითოეული მომხამრებლისთვის ინდივიდუალურად არჩეული ინტერაქტიული სერვისების და მომსახურებების გასაწევად, ასევე ციფრული მედიაკონტენტის დასაცავად. დეკოდირებისთვის და ინტერაქტიული სერვისების და მომსახურების მისაღებად საჭიროა ტელევიზორს, რესივერს ან კომპიუტერს (ჩაშენებული დეკოდერებით) ჰქონდეს ინტერაქტიული ინტერფეისი და CI-სლოტი CAM-მოდულის დასაყენებლად, რომელშიც თავსდება სმარტ-ბარათი დეკოდირებისა და ინტერაქტიული სერვისების და მომახურებების მისაღებად.

გავრცელება

ციფრული ტელემაუწყებლობის გავრცელება მსოფლიოში

საქართველო

საქართველოში 2015 წლიდან ანალოგურ მიწისზედა მაუწყებლობას ციფრული მაუწყებლობა ჩაანაცვლებს. ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის ბოლო ვადად 2015 წლის 17 ივნისი განისაზღვრა, თუმცა, ეკონომიკის სამინისტროს 16 ივნისის გადაწყვეტილებით ანალოგური სატელევიზიო სიგნალების სრული გათიშვის ვადა 1 ივლისამდე გადაიწია.

2015 წლის მარტიდან დაიწყო გარდამავალ ეტაპი ე.წ. ”Simulcast”-ის პერიოდი და 3 თვის განმავლობაში ანალოგური და ციფრული სამაუწყებლო სიგნალები პარალელურ რეჟიმში გავრცელდება. „Simulcast”-ის პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო სიგნალების გარდა გავრცელდება არსებული ყველა ღია საეთერო ეროვნული პროგრამა.

რეფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება, გამონაკლისს მხოლოდ საკაბელო, თანამგზავრული და ინტერნეტ-ტელევიზიების მომხმარებლები წარმოადგენენ.

ევროკავშირი

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთი 1998 წელს გახდა პირველი ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, რომლემაც შემოიღო ციფრული ტელევიზია.

ბალტიისპირეთი

ლატვიაში ლატვიის ტელე-რადიო სახელმწიფო ცენტრი (LVRTC) 2010 წლის 1 ივნისიდან ეთერულ მაუწყებლობას გადასცემს მხოლოდ ციფრულ MPEG-4 (DVB-T2) ფორმატში.ამჟამად ხელმისაწვდომია 47 ტელეარხი, მათ შორის 3 არის მაღალი გარჩევადობის.

ლიტვაში 2012 წლის 30 ოქტომბერს გაითიშა ანალოგური გადამცემები და მაუწყებლობა სრულად გადავიდა ციფრული MPEG-4 ფორმატზე. ამის შედეგად ლიტვის ტელემაყურებლების დაახლოებით 5% ტელეპროგრამებთან წვდომის გარეშე დარჩა, რადგან ზოგ მიდამოებში მიწისზედა ციფრული გადამცემების სიგნალი ვერ აღწევდა, პრობლემა მალევე გადაიჭრა.

2012 წლის 28 ოქტომბერს ლატვიასა და ინგლისში განხორციელდა სრული გადასვლა (ანალოგური სიგნალების გადამცემების გამორთვით) ციფრულ ეთერულ DVB-T2 ტელევიზიაზე.

ახლო აღმოსავლეთი

ისრაელში ციფრული ტელემაუწყებლობა MPEG-4 ფორმატში გაეშვა 2009 წლის 2 აგვისტოს სახელწოდებით „Digital Terrestrial Television (DTT)“. ამჟამად ხელმისაწვდომია 5 ციფრული არხი.

Read other articles:

CheilinusRentang fosil: 87–0 jtyl PreЄ Є O S D C P T J K Pg N Late Cretaceous to Present[1] Cheilinus abudjubbe Klasifikasi ilmiah Kerajaan: Animalia Filum: Chordata Kelas: Actinopterygii Ordo: Labriformes Famili: Labridae Genus: CheilinusLacépède, 1801 Spesies Cheilinus abudjubbe Rüppell, 1835 Cheilinus chlorourus (Bloch, 1791) Cheilinus fasciatus (Bloch, 1791) Cheilinus lunulatus (Forsskål, 1775) Cheilinus oxycephalus Bleeker, 1853 Cheilinus trilobatus Lacépède, 1801...

 

 

Laman ini adalah tentang unit militer. Untuk artikel tentang gerakan kaum muda, mohon lihat Kepanduan Pemuda Filipina. Kepanduan FilipinaLambang unit Kepanduan Filipina dari 1921-1947 adalah kepala carabao (kerbau air) yang melambangkan Filipina. Warna merah dan emas mewakili akar kolonial Spanyol di kepulauan tersebut.Aktif1901–1948Negara Amerika Serikat FilipinaAliansi Amerika Serikat(1901–1946) Pemerintahan Insular(1901–1935)  Persemakmuran Filipina(1935–1946) T...

 

 

Amanina Afiqah IbrahimAfiqah dalam ajang KAI Esport Exhibition Goes to Jogja pada 2019LahirAmanina Afiqah Ibrahim6 Januari 2006 (umur 18)JakartaPekerjaanAktrispenyanyimodelpenariTahun aktif2012—sekarangKarier musikGenrePopInstrumenVokalMantan anggotaJKT48 (2019–2021) Amanina Afiqah Ibrahim (lahir 6 Januari 2006) adalah aktris, penyanyi, model, dan penari Indonesia. Afiqah merupakan mantan anggota JKT48 generasi kedelapan sejak 27 April 2019, hingga kelulusannya pada 14 Maret 20...

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada September 2016. Yassin El-AzzouziInformasi pribadiNama lengkap Yassin El-AzzouziTanggal lahir 13 Januari 1983 (umur 41)Tempat lahir PrancisPosisi bermain PenyerangInformasi klubKlub saat ini SC BastiaNomor 6Karier senior*Tahun Tim Tampil (Gol)2008–2009 FC Mon...

 

 

College basketball postseason tournament 2021 National Invitation TournamentSeason2020–21Teams16Finals siteComerica CenterFrisco, TexasChampionsMemphis Tigers (2nd title)Runner-upMississippi State Bulldogs (1st title game)SemifinalistsLouisiana Tech Bulldogs (2nd semifinal)Colorado State Rams (2nd semifinal)Winning coachPenny Hardaway (1st title)MVPLanders Nolley II[1] (Memphis) National Invitation Tournaments «2020 2022» The 2021 National Invitation Tournament was a s...

 

 

Dominican baseball player Not to be confused with Luis Castillo (pitcher, born 1995). Baseball player Luis CastilloCastillo with the Cincinnati Reds in 2022Seattle Mariners – No. 58PitcherBorn: (1992-12-12) December 12, 1992 (age 31)Baní, Dominican RepublicBats: RightThrows: RightMLB debutJune 23, 2017, for the Cincinnati RedsMLB statistics (through April 8, 2024)Win–loss record62–67Earned run average3.59Strikeouts1,174 Teams Cincinnati Reds (2017–2022) Seattle Ma...

Abjad SafaJenis aksara Abjad BahasaArab KunoPeriodeAbad ke-1 SM hingga abad ke-4 MAksara terkaitSilsilahHieroglif MesirAbjad Proto-SinaiAbjad Semit SelatanAbjad SafaAksara kerabatAbjad Arabia Utara Kuno, Abjad Arabia Selatan Kuno, Aksara Ge'ez Artikel ini mengandung transkripsi fonetik dalam Alfabet Fonetik Internasional (IPA). Untuk bantuan dalam membaca simbol IPA, lihat Bantuan:IPA. Untuk penjelasan perbedaan [ ], / / dan ⟨ ⟩, Lihat IPA § Tan...

 

 

Angela LuceAngela Luce dalam Addio fratello crudele (1971).Lahir3 Desember 1938 (umur 85)Napoli, ItaliaNama lainAngela Luce SavinoPekerjaanPemeranPenyanyiTahun aktif1958-kini Angela Luce (lahir 3 Desember 1938) adalah seorang pemeran film dan penyanyi lagu Neapolitan asal Italia. Ia tampil dalam 80 film sejak 1958. Pranala luar Angela Luce di IMDb (dalam bahasa Inggris) (dalam bahasa Italia) Angela Luce filmography at Movieplayer.it Angela Luce song search. Archivio ...

 

 

Saint-Étienne-sur-Suippecomune Saint-Étienne-sur-Suippe – Veduta LocalizzazioneStato Francia RegioneGrand Est Dipartimento Marna ArrondissementReims CantoneBourgogne TerritorioCoordinate49°23′N 4°06′E / 49.383333°N 4.1°E49.383333; 4.1 (Saint-Étienne-sur-Suippe)Coordinate: 49°23′N 4°06′E / 49.383333°N 4.1°E49.383333; 4.1 (Saint-Étienne-sur-Suippe) Superficie7,66 km² Abitanti283[1] (2009) Densità36,95 ab./km² Al...

Ираклеониты — ученики гностика Ираклеона (II век). Упоминаются как особая секта Епифанием и Августином; при крещении и миропомазании они соблюдали обряд помазания елеем и при этом произносили воззвания на арамейском языке, которые должны были освободить душу от власт�...

 

 

この項目には、一部のコンピュータや閲覧ソフトで表示できない文字が含まれています(詳細)。 数字の大字(だいじ)は、漢数字の一種。通常用いる単純な字形の漢数字(小字)の代わりに同じ音の別の漢字を用いるものである。 概要 壱万円日本銀行券(「壱」が大字) 弐千円日本銀行券(「弐」が大字) 漢数字には「一」「二」「三」と続く小字と、「壱」「�...

 

 

Державний комітет телебачення і радіомовлення України (Держкомтелерадіо) Приміщення комітетуЗагальна інформаціяКраїна  УкраїнаДата створення 2003Керівне відомство Кабінет Міністрів УкраїниРічний бюджет 1 964 898 500 ₴[1]Голова Олег НаливайкоПідвідомчі ор...

This article may require cleanup to meet Wikipedia's quality standards. No cleanup reason has been specified. Please help improve this article if you can. (March 2011) (Learn how and when to remove this message) A Web query topic classification/categorization is a problem in information science. The task is to assign a Web search query to one or more predefined categories, based on its topics. The importance of query classification is underscored by many services provided by Web search. A dir...

 

 

Disambiguazione – Se stai cercando il politico omonimo, vedi Edward Douglass White Senior. Questa voce o sezione sull'argomento politici statunitensi non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Edward Douglass White 9º Presidente della Corte Suprema degli Stati UnitiDurata mandato19 dicembre 1...

 

 

تشيرنوغولوفكا    علم شعار   الإحداثيات 56°00′53″N 38°23′23″E / 56.014722222222°N 38.389722222222°E / 56.014722222222; 38.389722222222   تاريخ التأسيس 1710  تقسيم إداري  البلد روسيا[1][2]  خصائص جغرافية  المساحة 2.023 كيلومتر مربع  ارتفاع 150 متر  عدد السكان  عدد السك...

Anna Il'inična Čavčavadze Anna Il'inična Čavčavadze (Tiflis, 4 novembre 1891 – Berlino, 18 aprile 1941) è stata una stilista georgiana. Indice 1 Biografia 2 Matrimoni 2.1 Primo Matrimonio 2.2 Secondo Matrimonio 3 Morte 4 Note 5 Altri progetti Biografia Anna era la figlia del principe David Čavčavadze, e di sua moglie, Vera Vačnadze. Prese il nome dalla nonna, la principessa Anna Il'inična Gruzinskaja, nipote dello zar Giorgio XII[1]. Matrimoni Primo Matrimonio Sposò in p...

 

 

よねばやし ひろまさ米林 宏昌生年月日 (1973-07-10) 1973年7月10日(51歳)出生地 石川県石川郡野々市町(現・野々市市)職業 アニメーター、アニメ監督ジャンル 映画主な作品 『借りぐらしのアリエッティ』(監督)『めいとこねこバス』(演出アニメーター)『空想の空飛ぶ機械達』(作画監督)『ゲド戦記』(作画監督補)『思い出のマーニー』(監督・脚本)『メア...

 

 

الطريق إلى جماعة المسلمين غلاف الكتاب معلومات الكتاب المؤلف حسين بن محسن بن علي جابر البلد السعودية اللغة لغة عربية الناشر دار الوفاء للطباعة والنشر والتوزيع تاريخ النشر 1990 م - الطبعة الرابعة التقديم عدد الأجزاء 1 عدد الصفحات 338 القياس 17×24 المواقع ردمك 977-1420-40-0 تعديل مصدري -...

Questa voce sull'argomento calciatori italiani è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Fulvio FrancesconiFrancesconi alla Sampdoria, 1967 circaNazionalità Italia Altezza173 cm Peso75 kg Calcio RuoloCentrocampista CarrieraGiovanili 19??-19?? Russi Squadre di club1 1962-1963 Como8 (1)1963-1966 Roma61 (10)1966-1971 Sampdoria108 (33)1971-1973 Catania76 (20)1973-1976&#...

 

 

Questa voce sull'argomento calciatori italiani è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Gino DemiNazionalità Italia Calcio RuoloCentrocampista CarrieraSquadre di club1 1928-1929 Livorno4 (0)1929-1930 Carrarese? (?)1931-1932 Vigor Fucecchio? (?)1932-1933 Solvay Rosignano? (?)1933-1934 Montecatini? (?) 1 I due numeri indicano le presenze e le reti segnate, per le sol...