ჩეჩნური ვიკიპედია (ჩეჩ.Нохчийн Википеди) — ვიკიპედიის განყოფილება ჩეჩნურ ენაზე. შეიქმნა 2005 წლის 28 თებერვალს. ბაზირდება კირილიცაზე. 2013 წლის ბოლოს ბოტის მეშვეობით განხორციელდა 3-5 კილობაიტიანი ზომის ესკიზების მოსხმა დასახლებული პუნქტების შესახებ, რომლის შედეგადაც სტატიათა რაოდენობა გაიზარდა 5000-იდან 20 000-მდე. ჩეჩნური ვიკიპედიის სიღრმე 0,155-ს უტოლდება. უფრო ნაკლები სიღრმე მხოლოდ მინანგკაბაუ ვიკიპედიას აქვს. 2014 წლის 1 თებერვალს ჩეჩნურ ვიკიპედიაში ჩაირთო სტატიათა შემოწმების მექანიზმი. 2015 წლის 18 ივლისს ჩეჩნურმა ვიკიპედიამ მიაღწია სტატიათა 100 ათასიან ზღვარს. ჰყავს 2 ადმინისტრატორი.