კატალანური ვიკიპედია (კატ.Viquipèdia en català) — ვიკიპედიის განყოფილება კატალანურ ენაზე. დაფუძნდა 2001 წლის16 მარტს. თავისუფალი ღია ინტერნეტ ენციკლოპედია. 2009 წლისსექტემბერში კატალანურ ვიკიპედიაში არსებობდა 200 ათასი სტატია. 2012 წლისმაისის მდგომარეობით მოიცავს 374 ათასს სტატიას. კატალანური ვიკიპედია ქრონოლოგიურად ვიკიპედიის მესამე განყოფილებაა. იგი გერმანული ვიკიპედიის დაარსებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ შეიქმნა. 2001 წლის16 მარტს ვიკიპედიის დამფუძნებელმა ჯიმი უეილზმა განაცხადა, რომ დაინტერესებულია შექმნას ვიკიპედია სხვა ენებზე, მათ შორის კატალანურ ენაზე.[1] პირველი ტესტები ჩაატარეს deutsche.wikipedia.com-ზე, ხოლო მოგვიანებით, სულ რამდენიმე წუთის შემდეგ შეიქმნა კატალანური ვიკიპედია დომენზე сatalan.wikipedia.com. პირველი რედაქტირება არაინგლისურენოვან ვიკიპედიაში შესრულდა კატალანურ განყოფილებაში 2001 წლის16 მარტს: 21:07 UTC. პირველი არაინგლისურენოვანი სტატია აგრეთვე კატალანურ ვიკიპედიში დაიწერა 2001 წლის17 მარტს, სტატია: Àbac — „აბაკი“.[2]
გარკვეული დროის შემდეგ დომენი შეიცვალა ca.wikipedia.com-ით, ხოლო შემდეგ ca.wikipedia.org-ით. კატალანურ ვიკიპედიაში პირველ ვიკიპედიელად მიიჩნევა მომხმარებელი: Cdani. აღსანიშნავია, რომ 2004 წლის მდგომარეობით კატალანურ ვიკიპედიაში მხოლოდ 10 ათასი სტატია არსებოდა. ერთი წლის შემდეგ სტატიების რაოდენობამ 20 ათასს მიაღწია. 2007 წელს აღრიცხული იყო 50 ათასი სტატია, 2008 წლისიანვრისთვის 100 ათასი სტატია. კატალანური ვიკიპედიაში დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობოდა სტატიების დამუშავება სიიდან ვიკიპედია:აუცილებელი სტატიები.
ამჟამად კატალანურ ვიკიპედიაში 27 ადმინისტრატორია, აქტიურ მომხარებელთა რიცხვი 1000 აჭარბებს.