აზერბაიჯანული ვიკიპედია (აზერ.Azərbaycanca Vikipediya; آزربایجانجا ویکیپئدییا) — ვიკიპედიის განყოფილება აზერბაიჯანულ ენაზე (რედაქტირების ინტერფეისი და მთავარი გვერდი ასევე ხელმისაწვდომია სამხრეთ აზერბაიჯანული ტიტრებით). გაეშვა 2002 წელს.[1]2012 წლის 22 იანვრისთვის, სტატიების რაოდენობა 84 111 შეადგენდა (42-ე ადგილი), დარეგისტრირებული იყო 38 048 მომხმარებელი და ჰყავდა 9 ადმინისტრატორი.[2]
არსებობის პირველი ორი წლის თავზე სტატიების რაოდენობამ 3 000-ს მიაღწია.[3]
აზერბაიჯანულ ვიკიპედიაში მუდმივად იზრდება სტატიების რაოდენობა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამჟამად ბევრი სტატია ესკიზის ფორმისაა და შეიცავს ბევრ გრამატიკულ და სინტაქსურ შეცდომას.