ჩარლზ ჯორჯ გორდონი (ინგლ. Charles George Gordon; დ. 28 იანვარი, 1833 — გ. 26 იანვარი, 1885) — ბრიტანელი სამხედრო მოღვაწე.
ბიოგრაფია
მონაწილეობდა ყირიმის ომში, კერძოდ სევასტოპოლის აღებაში. 1860 წელს მონაწილეობდა ოპიუმის მეორე ომში. 1863–1864 წლებში ხელმძღვანელობდა არმიას, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ტაიპინელთა აჯანყების ჩახშობაში. 1874–1878 წლებში წელს იყო სუდანის პროვინცია ეკვატორიის გუბერნატორი. 1877–1879 და 1884–1885 წლებში იყო სუდანის გუბერნატორი. მონაწილეობდა მაჰდისტების აჯანყების ჩახშობაში. დაიღუპა ბრძოლაში, მოკლეს მაჰდისტებმა ქალაქ ხარტუმის იერიშის დროს.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო