მაჰდისტების აჯანყება

მაჰდისტების აჯანყება

ბრძოლა ომდურმანისთვის
თარიღი 1881-1898
მდებარეობა სუდანი, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, უგანდა
შედეგი ბრიტანელ-ეგვიპტელთა გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
სუდანი გახდა ანგლო ეგვიპტური კონდომინიუმი.
მხარეები
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო ბრიტანეთის იმპერია

ბელგიის დროშა ბელგია
ეთიოპიის იმპერია(1885-1889)[1]

სუდანის დროშა სუდანი მაჰდი
მეთაურები
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო ჩარლზ ჯორჯ გორდონი დაიღუპა ბრძოლაში

გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო ჰერბერტ კიტჩენერი
ორესტე ბარატიერი
იოჰანეს IV დაიღუპა ბრძოლაში ჯუსეპე არიმონდი

მუჰამად აჰმადი
აბდ ალ-რაჰმან ალ-მაჰდი
რამდენიმე სხვა მრჩეველი, ამირები და ოფიცრები
დანაკარგები
~17,821 ~73,148+
მაჰდისტების აჯანყება ვიკისაწყობში

მაჰდისტების აჯანყება1881-1898 წწ. ინგლისელ კოლონიზართა, ოსმალეთ-ეგვიპტის ხელისუფალთა და ადგილობრივ ფეოდალთა წინააღმდეგ აჯანყება სუდანში. აჯანყებას სათავეში ჩაუდგა მაჰდი სუდანელი.

კონფლიქტის მიმდინარეობა

მუჰამად აჰმადი

მეამბოხეებმა 1883 წლის თებერვალში დაიკავეს კორდოფანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი – ელ-ობეიდი. იმავე წლის ნოემბერში გაანადგურეს ინგლისელი გენერლის ჰიქსის 10-ათასიანი არმია. 1885 წლის იანვარში აიღეს ქვეყნის ადმინისტრაციული ცენტრი – ხარტუმი. აჯანყების პროცესში შეიქმნა დამოუკიდებელი ფეოდალურ-თეოკრატიულ სახელმწიფო, რომელსაც მაჰდის გარდაცვალების შემდეგ, 1885 წლიდან სათავეში ჩაუდგა მაჰდის მემკვიდრე ხალიფა აბდ ალ-რაჰმან ალ-მაჰდი. მისი უახლოესი თანაშემწე იყო 4 ხალიფა, რომლებსაც ემორჩილებოდნენ პროვინციათა გამგებლები (ამირები). სახელმწიფოს შემოსავლის ძირითადი წყარო იყო მოსახლეობის მრავალი მძიმე გამოსაღებ-გადასახადი, სახელმწიფო მონოპოლიების (მონების გაყიდვა, სპილოს ძვლის ექსპორტი და ა.შ.) მოგება და სამხედრო ნადავლი. ხალიფა და სხვა თავკაცები შემოსავალს იღებდნენ ხაზინისგან, აგრეთვე თავიანთი მიწებიდანაც. ვითარდებოდა ვაჭრობა, ხელოსნობა, სკოლების და საგზაო მშენებლობა. მიწამოქმედთა და მეჯოგეთა ექსპლუატაციამ, სოციალურ წინააღმდეგობათა გამწვავებამ, ტომთა შორის შუღლმა დაასუსტა მაჰდისტების სახელმწიფო. 1896 წელს ინგლისელმა კოლონიზატორებმა მტაცებლური ომი წამოიწყეს მაჰდისტების სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც 1898 წელს სუდანზე მათი კოლონისტური ბატონობის აღდგენით დამთავრდა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. მხოლოდ 1885 წლიდან 1889 წლამდე