შუახმელეთის მცენარეების სია

აქ მოცემულია იმ მცენარეების სია, რომლებიც აღწერილია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ლეგენდარიუმში.

ხეები

მელორნი

მელორნი — იგივე ლოთლორიენის ოქროს ხე. მელორნი იყო უდიდესი და ულამაზესი ხე. მას ჰქონდა გლუვი და ვერცხლისფერი ქერქი. შემოდგომაზე მისი ფოთლები ოქროსფრად იღებებოდნენ. მელორნის ფოთლები მთელი ზამთრის განმავლობაში ოქროსფრად ეფინებოდნენ ტოტებს, გაზაფხულზე კი მიწას ფარავდნენ ოქროს ხალიჩასავით. ამ ფოთლებს, ზედა მხარე მწვანე ჰქონდათ და ქვედა ვერცხლისფერი. გაზაფხულზე კვირტებიდან ლამაზი ოქროსფერი ყვავილები იფურჩქნებოდნენ.

მელორნი გაიზარდა უკვდავ მიწებზე, კუნძულ ტოლ-ერესეაზე. იგი ასევე ყვავობდა ბელერიანდის სამეფო გონდოლინშიც. უკვდავი მიწების ელფებმა ჩამოუტანეს საჩუქრად ნუმენორელებს მელორნის ნერგები, რომელნიც დარგეს შემდგომში ელდანას ყურის ნაპირებზე.

ნუმენორის მეექვსე მეფემ - ტარ-ალდარიონმა, მელორნის ხის ვერცხლისფერი კაკალი საჩუქრად უბოძა გილ-გალადს შუახმელეთიდან. მელორნმა ვერ გაიდგა ფესვები ლინდონში. გალადრიელმა (ლოთლორიენის დედოფალმა) ჩამოიტანა რამდენიმე კაკალი ლოთლორიენში და იქ დარგო. მისი სიყვარულისა და მზრუნველობისგან, ლორიენში უზარმაზარი ხეები გაიზარდნენ და აყვავდნენ. ამის შემდეგ ლოთლორიენს ეწოდა ოქროს ტყე.

ლოთლორიენის დედაქალაქი, კარას გალადონი გაშენდა უზარმაზარი მელორნის ხეების ტოტებზე. როდესაც საძმოს წევრები ესტუმრნენ ოქროს ქალაქს 3019 წელს, მათ ღამე გაატარეს მელორნის ხის ტოტზე გაკეთებულ ბინაში. პირველმა ვინც იგრძნო, რომ ხე ცოცხალია და მასში სიცოცხლე ჩქეფს, ეს იყო ფროდო ბეგინსი.

ლოთლორიენის ელფებმა საძმოს მელორნის ფოთოლში შეხვეული ლემბასი მისცეს საგზლად. გალადრიელმა სემი დაასაჩუქრა პატარა კოლოფით, რომელშიც ინახებოდა ნიადაგი მელორნის ხის კაკლის შემცველობით. ბეჭდის ომის შემდეგ, სამშობლოში ჩამოსულმა სემმა დარგო კაკალი წვეულებათა მინდორში, იქ, სადაც ადრე იდგა წვეულებათა ხე. მესამე ეპოქის 3020 წლის გაზაფხულზე, ამ ადგილას გაიზარდა ხე ვერცხლისფერი ქერქითა და გრძელი ფოთლებით. 6 აპრილისათვის გაიფურჩქნენ ოქროსფერი ყვავილებიც. წვეულებათა მინდორში დარგული მელორნი გაიზარდა და გახდა შუახმელეთის ხეთა შორის ულამაზესი. მის სანახავად ჩამოდიოდნენ სხვადასხვა მიწების ბინადრები ასეულ-ათასობით მილის გავლით.

მელორნი ნიშნავს ოქროს ხესმალ- ოქრო; ორნ – ხე, მრავლობითში მელორნი გამოითქმის როგორც მელირნ, თუმცა მელორნის ხეებიც ხშირად იხმარება, როგორც მრავლობითი. ქუენიურზე მელორნი იქნება მალინორნე და მრავლობითში მალინორნი. სინდარულზე კი მალთორნ.

ცალკეული მცენარეები

ვალინორის ორი ხე

ორი ხე — ტელპერიონი და ლაურელინი, ვერცხლის და ოქროს ხეები. ისინი ვალართა მიწაზე, უძველეს დროს შეიქმნა. მელკორისა და უნგოლიანტის მიერ განადგურების შემდეგ მათი უკანასკნელი ნარჩენები ვალარების მიერ გადაქცეული იქნა მთვარედ და მზედ.

წვეულების ხე

წვეულების ხე — ბეგ ენდის ხე, რომელთანაც ბილბო ბეგინსმა თავის გამოსამვიდობებელ წვეულებაზე (მისი და ფროდოს დაბადების დღეზე 3001 წლის 22 სექტემბერს) სიტყვით გამოვიდა და შემდეგ გაქრა.

ხე იდგა მაგიდის თავთან. მის ტოტებზე ლამაზად ჩამოკიდებულიყვნენ ფანრები და მთელ წვეულების ადგილს ანათებდნენ. ბილბო იდგა სკამზე და სტუმრებს სამადლობელოსთან ერთად ატყობინებდა მაზრიდან წასვლის შესახებ.

როდესაც სემუაიზ გემჯი დაბრუნდა დიდი ლაშქრობიდან, 3019 წლის ნოემბერში, წვეულების ხე დახვდა გადაჩეხილი. ჰობიტმა დარგო გალადრიელის ნაჩუქარი მელორნის კაკლები და 3020 წლის გაზაფხულზე ხე გაიზარდა და აყვავდა.

ეს იყო მელორნის ერთადერთი ხე, მთების დასავლეთითა და ზღვის აღმოსავლეთით, რომლის სანახავად ათასობით მილის გავლით ჩამოდიოდნენ სხვადასხვა მიწების მკვიდრნი.

თეთრი ხეები

კელებორნი

კელებორნი — კუნძულ ტოლ-ერესეას თეთრი ხე. იგი აღმოცენდა გალათილიონის თესლისგან, ხისგან რომელიც იდგა ტირიონში, უკვდავი მიწების დედაქალაქში. იგი შექმნა ვალა იავანამ ტირიონის ელფებისათვის, მსგავსად ვალინორის მანათობელი ხის - ტელპერიონისა.

კელებორნის ნერგი დარგეს ტოლ-ერესეას ცენტრში, ყურე ელდანას მახლობლად. როდესაც შეიქმნა ნუმენორი, მეორე ეპოქის დასაწყისში, ელფებმა უკვდავი მიწებიდან, ნუმენორელებს აჩუქეს კელებორნის ნერგი, რომლისგანაც შემდგომ გაიზარდა ნიმლოთი.

ნიმლოთი იყო სიმბოლო ორ რასას შორის ჩამოყალიბებული მეგობრობისა. ის იზრდებოდა მეფის კარზე, ეზოში, ნუმენორის ქალაქ არმენელოსში. ღამით ნიმლოთი ისხამდა ულამაზეს ყვავილებს, რომელთა სურნელი მთელი ღამის განმავლობაში მოსდებოდა ქალაქს; შემოდგომაზე ხე ისხამდა უგემრიელეს ხილის ნაყოფს. ნუმენორის ადრეულ პერიოდში ნიმლოთს უვლიდნენ და თაყვანს სცემდნენ. დროთა განმავლობაში ნუმენორელებისა და ელფების ურთიერთობა დაიძაბა და ამას მსხვერპლად მოჰყვა თეთრი ხეც. არ-გიმილზორის, ნუმენორის XXIII ხელმწიფის, მეფობის დროს, ყველასაგან მივიწყებული ნიმლოთმა დაიწყო ხმობა.

არ-გიმილზორის მემკვიდრემ, ტარ-პალანტირმა, მოინანია თავისი წინაპრის ცოდვები და გადაწყვიტა თავიდან დაერგო და აეყვავებინა თეთრი ხე. მან იწინასწარმეტყველა, რომ ნიმლოთის დაღუპვასთან ერთად ნუმენორის მეფეების ხაზსაც მოეღებოდა ბოლო.

არ-ფარაზონმა, ნუმენორის უკანასკნელმა ხელმწიფემ, საურონი დაატყვევა და ჩამოიყვანა ნუმენორში პატიმრად, თუმცა მალევე საურონმა გარყვნა იგი და თავის მხარეს გადმოიბირა. რადგანაც ნიმლოთი ვალარების შექმნილი, მანათობელი ხეების შთამომავალი იყო, საურონმა მოისურვა, რომ არ-ფარაზონს მოეჭრა იგი. ნუმენორის მეფეს ახსოვდა ტარ-პალანტირის წინასწარმეტყველება და ამიტომაც უკან დაიხია.

ისილდურმა, ელენდილის უმცროსმა ვაჟიშვილმა მოიპარა ნიმლოთის ნაყოფი. თუმცა ძვირად დაუჯდა ეს საქციელი, რადგან სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი მცველის მიერ. როდესაც ნაყოფი დარგეს და ხემ აყვავება დაიწყო, ისილდური სრულიად გამოჯანმრთელდა.

არ-ფარაზონმა, მაინც მოჭრა თეთრი ხე და დაწვა საურონის მიერ აშენებულ ტაძარში, საკურთხეველზე გაჩაღებულ კოცონზე, არმენელოსში. ბოლისაგან წამოსული ღრუბელი ნუმენორის ცას კარგა ხანს ფარავდა და შვიდი დღის შემდეგ ნელ-ნელა გადაინაცვლა დასავლეთით უკვდავი მიწებისაკენ.

მეორე ეპოქის 3319 წელს არ-ფარაზონი თავს დაესხა უკვდავ მიწებს და ვალარებმა ნუმენორი გაანადგურეს. გადარჩნენმხოლოდ ერთგულნი, მათ შორის ისილდურიც, რომელმაც ჩამოიტანა ნიმლოთის ნერდგი შუახმელეთში და თავდაპირველად დარგო მინას ითილში. საურონმა შუახმელეთშიც შეაღწია, დაიპყრო მთვარის სასახლე და ხეც გაანადგურა. ისილდურმა ნიმლოთის ნაყოფი გადაარჩინა და დარგო იგი მინას ანორში. მას შემდეგ ნიმლოთი იწოდებოდა გონდორის თეთრ ხედ.

გონდორის თეთრი ხე

გონდორის თეთრი ხე — გონდორის სიმბოლო. გალათილიონის შთამომავალი, რომელის ნერგიც მეფე ისილდურმა ჩამოიტანა შუახმელეთში. მრავალი წლის შემდეგ, როდესაც გონდორს მეფეების ნაცვლად მოურავები მართავდნენ, თეთრი ხე დაჭკნა და განადგურდა. ასე იდგა ის მეფის ეზოში მანამ, სანამ არაგორნმა - მეფე ელესარმა არ იპოვა ახალგაზრდა ხე და მეფის კარზე, სასახლის ეზოში გადმოიტანა იგი. ამის შემდეგ თეთრი ხე არასოდეს დამჭკნარა.

თეთრი ხე გაიზარდა მინას ანორის (მოგვიანებით მას ეწოდა მინას ტირითი) ეზოში, ყველაზე ამაღლებულ ადგილას, შადრევანთან. ხეს ესხა გრძელი ფოთლები, ზედა ნაწილი შეფერილიყო მუქ მწვანედ, ქვედა კი ვერცხლისფრად. მასზე თეთრი ყვავილები ხარობდნენ. სამეფეო ღერბზე გამოსახული იყო თეთრი ხე შავ ფონზე, ზევიდან შვიდი ვარსკვლავითა და გვირგვინით - ელენდილის მემკვიდრეთა სიმბოლოებით.

1636 წელს გონდორს შავი ჭირი მოედო და უამრავი სიცოცხლე წაიღო თან, მათ შორის მეფე ტელემნარისაც. ხე კვლავ მოკვდა და რომ არა ტელემნარის ძმის შვილი, ტარონდორი, რომელმაც ხის დარჩენილი ცოცხალი ნაწილი გადარგო სამეფო ეზოში, ციტადელთან 1640 წელს. მეფეების ხაზი დასრულდა 2050 წელს; ამის შემდეგ ხე იშვიათად ისხავდა ნაყოფს და საბოლოო გახმა.

2872 წელს გონდორის მოურავი ბელექთორ II გარდაიცვალა; თეთრი ხეც დაჭკნა და ასე იდგა ის გონდორის ჭეშმარიტი მეფის დაბრუნებამდე, მეფის ეზოში, შადრევანთან.

არაგორნ II, ისილდურის მემკვიდრე, გონდორში დაბრუნდა 3019 წლის 15 მარტს. მან ააფრიალა, მისი მიჯნურის - არვენის მიერ გაკეთებული ემბლემა - შავ ფონზე გამოსახული თეთრი ხე, ზევიდან შვიდი ვარსკვლავითა და გვირგვინით. ბეჭდის ომის შემდეგ, არაგორნი ტახტზე ავიდა და გახდა გაერთიანებული სამეფოს არნორისა და გონდორის მეფე.

25 ივნისს არაგორნმა აიყვანა განდალფი მინდოლუინის მთაზე, სადაც აჩვენა ახალგაზრდა თეთრი ხე, რომელიც წამოზრდილიყო და სიმაღლით სამ ფუტს აღწევდა, ასაკით სავარაუდოდ 7 წლის იქნებოდა. მკვდარი და დამჭკნარი ნიმლოთი გადაიტანეს ”სიჩუმის ქუჩაზე”, სადაც იყვნენ დასვენებული გონდორის მეფეები და მოურავები, ხოლო ახალგაზრდა ხე გადარგეს მეფის ეზოში, შადრევანთან. თეთრი ხე გახდა გაერთიანებული სამეფოს, არნორისა და გონდორის სიმბოლო.

სიტყვა კელებორნი (Celeborn) ნიშნავს ”ვერცხლის ხეს”. ფუძე celeb - ”ვერცხლი” და orn -”ხეს”.

ნიმლოთს აგრეთვე უწოდებდნენ ”ნიმლოთ მშვენიერსა” და ”თეთრ ხეს”. სინდარულად ნიმლოთი ნიშნავს ”თეთრ ყვავილს” (Nimloth-ის ფუძე ”nim”- თეთრი და ”loth” - ყვავილი). ქუენიურზე მას ეწოდებოდა ”Ninquelótë”, ანუ ტელპერიონის წინაპარი.

თეთრ ხეს ასევე უწოდებდნენ სამეფო ეზოს ხეს.

სხვა ნაირსახეობები

ათელასი

ათელასს სამკურნალო თვისებები აქვს. მცენარეს გრძელი ფოთლები აქვს და მოტკბო-მომწარო სურნელი გააჩნია, რომელიც ავადმყოფზე ძლიერ გამაჯანსაღებელ ეფექტს ახდენს. იგი ხარობს ძირითადად ჩრდილოეთში და მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც დასავლეთის ხალხები დაიდებდნენ ბინას.

ათელასს იყენებდნენ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებადაც[1]. ეს მცენარე ხელს უშლიდა ნაზგულის შავი სუნთქვის გავრცელებას ადამიანზე და ამით მის განადგურებას. მას თავისი ნამდვილი ძალის გამომჟღავნება მხოლოდ მეფე ელენდილის ნამდვილი მემკვიდრის ხელში შეეძლო.

ათელასი შუახმელეთში ჩამოტანილია ნუმენორელების მიერ, მეორე ეპოქაში. მესამე ეპოქის დასასრულისთვის, ამ მცენარის თვისებების შესახებ ინფორმაციას ჩრდილოელ მოხეტიალეთა გარდა, არავინ ფლობდა. გონდორში, მაგალითად, მას მხოლოდ და მხოლოდ ჰაერში სურნელის გასაფანტად იყენებდნენ.

ასწლეულების შემდეგ, ელენდილის ერთადერთმა მემკვიდრემ, არაგორნ II-ემ, მინას ტირითში, გონდორის დედაქალაქში, სამკურნალო სახლში ათელასით განკურნა ის ხალხი, რომელთაც პელენორის მინდვრებზე, ნაზგულთა შავი სუნთქვა შეეხო. თავდაპირველად მან მიმართა ექიმ ქალს იორეთს თხოვნით, რომ მისთვის მოეტანა ბალახი სახელწოდებით „მეფის ბალახი“, როგორც უწოდებდნენ მას გონდორში. იორეთს კარგად ახსოვდა ლეგენდა ამ მცენარის შესახებ, თუმცა ბალახეულის ოსტატი ამტკიცებდა, რომ სინამდვილეში მას დიდი ძალა არ გააჩნდა. საბოლოოდ არაგორნმა ბევრი ადამიანი განკურნა, მათ შორის ფროდო ბეგინსის ერთგული მეგობარი და ბეჭდის საძმოს წევრი მერი ბრენდიბაკი; ეოვინი, როჰანის მეფის დისწული და ფარამირი, გონდორის მოურავის უმცროსი ვაჟიშვილი და ბორომირის, ბეჭდის საძმოს წევრის ძმა.

ათელასი გამოიყენა ლუთიენმა, (დორიათის ხელმწიფის, თინგოლის ქალიშვილი) როდესაც დასახიჩრებულ ბერენს კურნავდა ჭრილობებისგან („ბალადა ლეითიანზე“). არსებობს ვერსია, რომ მეფის ბალახი გაიზრდა ბელერიანდში და, სანამ ეს უკანასკნელი განადგურდებოდა, ნუმენორელებმა იგი შუახმელეთში დააბრუნეს, მეორე ეპოქაში.

ათელასს ქუენიურად Asëa Aranion ერქვა, ხოლო საერთო ენაზე - „მეფის ბალახი“ (Kingsfoil / Kingsleaf).

სინდარულს - Athelas-ს და ქუენიურ Asëa Aranion-ს საეჭვო ეტიმოლოგია აქვთ. Athelas-ის ბოლოსართი las ნიშნავს „ფოთოლს“ და სიტყვა aranion - „სამეფოსას“. ორივე სახელწოდების პირველ ელემენტს საერთო გააჩნიათ, თუმცა ორივეს მნიშვნელობა საეჭვოა. ფუძეა asëalassë, რაც ნიშნავს „ფოთოლს“; აქედან გამომდინარე, სახელწოდება Asëa Aranion უნდა აღნიშნავდეს „სამეფო ფოთოლს“. მაგრამ თუ სინდარული ფუძე athea-ც იგივე მნიშვნელობისაა, მაშინ Athelas-ის მნიშვნელობა გამოვა „ფოთლის ფოთოლი“.

ძველ ინგლისურში არის სიტყვა aethel, რაც ნიშნავს კეთილშობილს. სწორედ ეს იქცა მცენარის სახელწოდების შთაგონებად.

ელანორი

ელანორი — ყვავილი, რომელიც იზრდებოდა კუნძულ ტოლ-ერესეასა და ლოთლორიენში. ელანორი იყო ვარსკვლავისებური ფორმის, პატარა, ოქროს ყვავილი. მეორე ეპოქის 870წელს, ნუმენორში, ალდარიონსა და ერენდისს ქორწილზე ელფებმა უკვდავი მიწებიდან საჩუქრად ჩამოუტანეს ელანორი.

ელანორი გაიზარდა ლორიენის შუაგულში, კერინ-ამროთის ფერდობებზე. იგი იყო არაგორნისა და არვენის მიჯნურობის სიმბოლო.

სემ გემჯიმ თავის უფროსს შვილს დაარქვა ელანორი. ეს სახელი მას ფროდომ ურჩია, რადგანაც ჰობიტონში ჰობიტ-ქალიშვილებს ძირითადად ყვავილების სახელებს არქმევდნენ.

ელანორის თავსართი ელ ნიშნავს ვარსკვლავს და ანორ - მზეს, შესაბამისად გამოდის მზის-ვარსკვლავი.

საჩიბუხე მცენარე

საჩიბუხე მცენარის მოწევის კულტურა პირველად შემოიღეს ჰობიტებმა. მცენარეს დებდნენ ხის პატარა მრგვალ ლანგარში, რომელიც გრძელდებოდა ღეროთი, საიდანაც ისინი ისუნთქავდნენ ამ აალებული მცენარის ბოლს - ეს ჩვეულება გავრცელდა ჯუჯებში, ადამიანებსა და ჯადოსნებშიც კი. ცნობები ამ მცენარის შესახებ ძირითადად „მაზრის მცენარეთა ცნობარიდან“ არის მოპოვებული მერიადოკ ბრენდიბაკის მიერ. საჩიბუხე მცენარე მიეკუთვნება მცენარეთა სახის ჯგუფს სახელწოდებით ნიკოტიანა. იგი შუახმელეთში არსებულ არც ერთ სახეობის მცენარეს არ ენათესავება, რადგან ჩამოტანილია დასავლეთიდან ნუმენორელების მიერ, II ეპოქაში.

იგი უხვად იზრდებოდა გონდორში და, მიუხედავად მისი სპეციფიკური სურნელისა, ადგილობრივმა მოსახლეობამ ვერ განსაზღვრა მისი გამოყენების სპეციფიკა. საჩიბუხე მცენარე მოშენებულ იქნა შუახმელეთის ჩრდილოეთ ტერიტორიებზეც. იგი განსაკუთრებით უხვად იზრდებოდა სოფელ სერის მიდამოებში. პირველად საჩიბუხე მცენარის მოწევა დაიწყეს ამ სოფლის მოსახლე ჰობიტებმა და ამრიგად, „ყალყზე შემდგარი პონი“, სერის მთავარი ფუნდუკი, იქცა საჩიბუხე მცენარის მოწევის კულტურის ცენტრად.

პირველი ნამდვილი საჩიბუხე მცენარის პლანტაცია გააშენა ტობოლდ მებუკემ, რომელმაც 2670 წელს სერში პირველი თესლი შეიძინა. ეს მცენარე ყვავობდა თბილი კლიმატის პირობებში, მაზრის სამხრეთითა და ლონგბოტომის მიდამოებში. ყველაზე გავრცელებული ჯიშებიდან გამოირჩევა: ბებერი ტობი (ტობოლდის პატივსაცემად შერქმეული), ლონგბოტომის ფოთოლი და სამხრეთის ვარსკვლავი; სამხრეთგორის კი ძირითადად მოშენებულია სერში.

ბეჭდის საძმოს წევრები თავისი ხანგრძლივი მოგზაურობის განმავლობაში ხშირად ეწეოდნენ ჩიბუხს. მოხეტიალე ეწეოდა, როდესაც იგი პირველად დაინახა ფროდო ბეგინსმა. განდალფი ეწეოდა მაშინ, როდესაც იხსენებდა მორიაში შესასვლელის მდებარეობას. სემმა ბარგში ჩადო ცოტაოდენი საჩიბუხე მცენარე მაშინ, როდესაც საძმო შუაველს ტოვებდა. მოგვიანებით, უკვე მორდორის მიდამოებში, მას ესიზმრა რომ ეძებდა საჩიბუხე მცენარეს, მაგრამ მალე მიხვდა, რომ მარაგი შემოელია. მას შემდეგ, რაც მერი და პიპინმა იზენგარდის დამალულ საცავში იპოვეს ლონგბოტომის ფოთლის დიდი მარაგი, გადაწყვიტეს მისი თავის საცავებში გადატანა. როდესაც მერი როჰანის მეფე თეოდენს შეხვდა პირველად, დაპირდა რომ მოუყვებოდა მოწევის ისტორიის შესახებ, თუმცა ამის შანსი საბოლოო ჯამში აღარც გამოუჩნდა. პელენორის მინდვრებზე ბრძოლის შემდეგ, სადაც თეოდენი გარდაიცვალა, მერი ფიქრობდა რომ უკვე აღარასოდეს მოწევდა, მაგრამ არაგორნმა უთხრა რომ ჩიბუხი უნდა ატაროს მეფის ხსოვნის პატივსაცემად.

საჩიბუხე მცენარის გაუჩინარების საიდუმლო გამოაშკარავდა მას შემდეგ, რაც ჰობიტები სამშობლოში დაბრუნდნენ. ბილბოს ნათესავი ლოტო სექვილ-ბეგინსი სარუმანს ყიდიდა საჩიბუხე მცენარეს. გარდა ამისა მომრავლდნენ ადამიანებიც, რომლებიც სიამოვნებით იძენდნენ მას და ამგვარად მთელს მაზრაში არ დარჩა მხარე, სადაც საჩიბუხე მცენარის მცირე პლანტაციაც კი შემორჩენილიყო. თუმცა მას შემდეგ, რაც ჰობიტები დაბრუნდნენ და გაყარეს როგორც დიდი ხალხი, ასევე სარუმანსაც და მის მხლებლებს მოუღეს ბოლო, ყველაფერი თავ-თავის ადგილზე დადგა და საჩიბუხე მცენარე კვლავ ხარობდა მაზრის ოთხივე მხარეს.

საჩიბუხე მცენარეს აგრეთვე უწოდებდნენ უბრალოდ ფოთოლს, ან მცენარეს. ჰობიტები მას მოიხსენიებდნენ, როგორც”ნახევარკაცას ფოთოლს” (ნახევარკაცას ჰობიტებს ეძახდნენ ადამიანები).

გონდორში მისი სახელწოდება იყო ”დასავლეთხალხისსარეველა”, თუმცა ყველაზე ხშირად მას უწოდებდნენ გალენასს, ან ტკბილ გალენასს. ფუძე ”გალენ” წამოსულია სინდარულიდან და ნიშნავ მწვანეს.

სიმბელმინე

სიმბელმინე (Simbelmynë) — პატარა თეთრი ყვავილი, რომელიც ხარობს მთელი წლის განმავლობაში. იგი იზრდება იქ, სადაც განისვენებენ გარდაცვლილი გმირები. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ამოდის როჰანის გარდაცვლილი მეფეების ყორღანებზე.

„დაუსრულებელ მოთხრობებში“ გვხვდება ყვავილები, რომელნიც თავისი აღწერილობით, მეტ-ნაკლებად წააგვანან სიმბელმინეს. ტუორმა შენიშნა ასეთი ყვავილი - უილოსი (მარადსახსენებელი ყვავილი/Evermind) გონდოლინში, რომელიც ზამთარ-ზაფხულ ყვავილობდა. როდესაც სირიონმა და ეორლმა მიაღწიეს ჰალიფირიენს, შიშის გორას, ელენდილისაკლდამაზე ამოზრდილი პატარა თეთრი ყვავილი - ალფირინი შენიშნეს.

მეფის დაბრუნებაში ლეგოლასი ახსენებს ალფირინს, თუმცა აღწერილობით ეს ყვავილი სულ არ ჰგავს სიმბელმინეს.

ტოლკინმა ახსნა, რომ ეს ყვავილი იყო ფრინტას ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომელიც იზრდებოდა კორდზე - მედგარა ფრინტას (ბაიასებრთა ოჯახის წარმომადგენელი) მსგავსად. იგი უფრო პატარა და უფრო თეთრი იყო, როგორიც არის ხის ფრინტა.

საერთო ენაზე მას უწოდებენ მარადსახსენებელ ყვავილს. ძველ ინგლისურად symbel ან symel ნიშნავს მარად, მუდამ-ს, ხოლო myne ხსოვნას, მეხსიერებას. უილოსი - სინდარულად არის მარად-ქათქათა ან მარად აყვავებული.

ქუენიურზე oi-ს მნიშვნელობაა მარადი , აგრეთვე olosse-ს მნიშვნელობაა - თოვლივით-თეთრი, ქათქათა, ასევე losse ნიშნავს ყვავილობას. ალფირინი ნიშნავს უკვდავს.

სქოლიო

  1. The Fellowship of the Ring, I 12 "Flight to the Ford".

Read other articles:

William O'Bryen DruryWilliam O'Bryen DruryMeninggal6 Maret 1811Pengabdian Kerajaan InggrisDinas/cabang Angkatan Laut KerajaanPangkatLaksamana MudaKomandanHMS PowerfulPangkalan Laut India TimurPerang/pertempuranPerang Revolusi Prancis• Pertempuran CamperdownPerang Napoleon• Invasi Île de France Laksamana Muda William O'Bryen Drury (meninggal 6 Maret 1811) adalah perwira tinggi Angkatan Laut Kerajaan Inggris selama Perang Napoleon. Karier Drury menjadi komandan kapal HMS ''Powerful'' selam...

 

Joseph LongworthPosthumous portrait of Longworth by Thomas Satterwhite Noble, 1884Born2 October 1813Cincinnati, Ohio, USDied29 December 1883(1883-12-29) (aged 70)Cincinnati, Ohio, USOccupation(s)Art collector, philanthropist Joseph Longworth (2 October 1813 – 29 December 1883) was an American lawyer, real-estate magnate, art collector, and philanthropist. A member of the wealthy Longworth family, he helped shape cultural life in Cincinnati for a generation. Longworth sold the parce...

 

Bello, onesto, emigrato Australia sposerebbe compaesana illibataClaudia Cardinale e Alberto Sordi in una scena del filmLingua originaleitaliano Paese di produzioneItalia Anno1971 Durata107 min Rapporto1,85:1 Generecommedia, drammatico, sentimentale RegiaLuigi Zampa SoggettoRodolfo Sonego SceneggiaturaRodolfo Sonego, Luigi Zampa (collaborazione al trattamento[1]) ProduttoreGianni Hecht Lucari FotografiaAldo Tonti MontaggioMario Morra MusichePiero Piccioni ScenografiaFlavio Mogh...

artikel ini perlu dirapikan agar memenuhi standar Wikipedia. Tidak ada alasan yang diberikan. Silakan kembangkan artikel ini semampu Anda. Merapikan artikel dapat dilakukan dengan wikifikasi atau membagi artikel ke paragraf-paragraf. Jika sudah dirapikan, silakan hapus templat ini. (Pelajari cara dan kapan saatnya untuk menghapus pesan templat ini) Kurdiکورد, KurdSharaf Han BidlisiNizamiQazi MuhammadIhsan NuriSimko ShikakMustafa YamulkiHusni al-Za'imAhmed XanîOstad ElahiMustafa BarzaniJa...

 

Article principal : Pontchâteau. Maire de Pontchâteau Titulaire actuelDanielle Cornetdepuis le 4 avril 2014(9 ans, 11 mois et 25 jours) Création 1790 Mandant Conseil municipal de Pontchâteau Durée du mandat 6 ans Premier titulaire Jean-Baptiste Pellé de Quéral Site internet pontchateau.fr modifier  La liste des maires de Pontchâteau présente la liste des maires de la commune française de Pontchâteau, située dans le département de la Loire-Atlantique en r�...

 

Football clubEdinburgh SouthFull nameEdinburgh South Community Football ClubFounded1969GroundInch ParkThe Inch, EdinburghFirst team playing atPaties Road Park, CraiglockhartManagerAinslie HunterLeagueEast of Scotland League Second Division2022–23East of Scotland League Second Division, 10th of 17WebsiteClub website Home colours Away colours Edinburgh South Community Football Club is a Scottish football club based in the Inch district of south-eastern Edinburgh.[1] Formed as a youth...

Polusi air yang terjadi akibat peternakan sapi perah di daerah Wairarapa, Selandia Baru Polusi pertanian merupakan pencemaran yang diakibatkan oleh produk sampingan yang berasal dari biotik ataupun abiotik dari praktik pertanian, sehingga lingkungan dan ekosistem di sekitarnya terkena imbasnya.[1][2] Penggunaan pestisida, pupuk dan bahan-bahan kimia merupakan contoh dari penyebab terjadinya polusi pertanian. Polusi pertanian dapat memberikan dampak buruk bagi lingkungan sekita...

 

Canadian politician The HonourableSir Malachy Bowes DalyKCMG, KC7th Lieutenant Governor of Nova ScotiaIn officeJuly 11, 1890 – July 26, 1900MonarchVictoriaGovernors GeneralThe Lord Stanley of PrestonThe Earl of AberdeenThe Earl of MintoPremierWilliam S. FieldingGeorge Henry MurrayPreceded byArchibald McLelanSucceeded byAlfred Gilpin JonesMember of the Canadian Parliamentfor HalifaxIn office1878–1883Serving with Matthew Henry RicheyPreceded byAlfred Gilpin JonesPatrick Pow...

 

American actress (born 1984) This article is about the actress. For the comedian, see Lizz Winstead. Mary Elizabeth WinsteadWinstead in 2010Born (1984-11-28) November 28, 1984 (age 39)Rocky Mount, North Carolina, U.S.OccupationActressYears active1997–presentSpouses Riley Stearns ​ ​(m. 2010; div. 2017)​ Ewan McGregor ​(m. 2022)​ Children1Signature Mary Elizabeth Winstead (born November 28, 1984) is an Ame...

Opera by Frederick Delius A Village Romeo and JulietOpera by Frederick DeliusLibrettistJelka and Frederick DeliusLanguageEnglishPremiere21 February 1907 (1907-02-21)Royal Opera House A Village Romeo and Juliet is an opera by Frederick Delius, the fourth of his six operas. The composer himself, with his wife Jelka, wrote the English-language libretto based on the short story Romeo und Julia auf dem Dorfe by the Swiss author Gottfried Keller. The first performance was at the Komi...

 

Minor league baseball teamJersey Shore BlueClawsFounded in 2001 Lakewood, New Jersey Team logo Cap insignia Minor league affiliationsClassHigh-A (2021–present)Previous classesClass A (2001–2020)LeagueSouth Atlantic League (2022–present)DivisionNorth DivisionPrevious leagues High-A East (2021) South Atlantic League (2001–2020) Major league affiliationsTeamPhiladelphia Phillies (2001–present)Minor league titlesLeague titles (3)200620092010Division titles (5)20062009201020162018Second...

 

Japanese manga series Hi Score GirlCover of the first tankōbon volume of Hi Score Girl, featuring Haruo Yaguchi (left) and Akira Ono (right)ハイスコアガール(Hai Sukoa Gāru)GenreRomantic comedy MangaWritten byRensuke OshikiriPublished bySquare EnixEnglish publisherNA: Square Enix Manga & Books (via Penguin Random House Publisher Services)[1]MagazineMonthly Big GanganDemographicSeinenOriginal runOctober 25, 2010 – September 25, 2018Volumes10 Anime television se...

سراوق Sarawak ولاية   علم سراوق Sarawakعلمشعار سراوق Sarawakشعار اللقب Bumi Kenyalang[1]Land of the Hornbills الشعار: Bersatu, Berusaha, BerbaktiUnited, Striving, Serving نشيد وطني: Ibu Pertiwikuوطني الأم[2] الاسم الرسمي (بالملايوية: Sarawak)‏(بالإنجليزية: Sarawak)‏     سراوق في    ماليزيا الإحداثيات 2°48′N 113°53′E࿯...

 

American homebuilt aircraft This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Bowers Fly Baby – news · newspapers · books · scholar · JSTOR (September 2013) (Learn how and when to remove this message) Bowers Fly Baby Role Sport and personal aircraftType of aircraft Manufacturer homebuilt aircraft Designer Pete...

 

Hospital in Ontario, CanadaHennick Bridgepoint HospitalSinai HealthGeographyLocation1 Bridgepoint Drive, Toronto, Ontario, CanadaCoordinates43°39′59″N 79°21′16″W / 43.66639°N 79.35444°W / 43.66639; -79.35444OrganizationTypeSpecialistAffiliated universityUniversity of Toronto Faculty of MedicineServicesEmergency departmentNoBeds464[1]SpecialityRehabilitation hospital and complex careHistoryOpened1875LinksWebsitewww.hennickbridgepointhospital.caListsH...

Planar graphs have straight drawings For other uses, see Fáry–Milnor theorem. In the mathematical field of graph theory, Fáry's theorem states that any simple, planar graph can be drawn without crossings so that its edges are straight line segments. That is, the ability to draw graph edges as curves instead of as straight line segments does not allow a larger class of graphs to be drawn. The theorem is named after István Fáry, although it was proved independently by Klaus Wagner...

 

1843 book by Margaret Fuller Woman in the Nineteenth Century, 1845 Woman in the Nineteenth Century is a book by American journalist, editor, and women's rights advocate Margaret Fuller. Originally published in July 1843 in The Dial magazine as The Great Lawsuit. Man versus Men. Woman versus Women, it was later expanded and republished in book form in 1845. Summary The basis for Fuller's essay is the idea that man will rightfully inherit the earth when he becomes an elevated being, understandi...

 

Business process A diagram illustrating horizontal integration and contrasting it with vertical integration Marketing Management Key concepts Distribution Pricing Retail Service Activation Brand licensing Brand management Co-creation Communications Consumer behaviour Consumer culture Dominance Effectiveness Ethics Promotion Segmentation Strategy Account-based marketing Digital marketing Product marketing Social marketing Influencer marketing Attribution Annoyance factor Horizontal integration...

American basketball player and coach Michael HugerHuger in 2016Current positionTitleAssociate Head CoachTeamTempleConferenceThe AmericanBiographical detailsBorn (1970-06-27) June 27, 1970 (age 54)New York City, New York, U.S.Playing career1989–1993Bowling Green1993–1994Turku1994–1995GOBA Gorinchem1995–1996Rotterdam1996–1998Maes Pils Mechelen1998–2000Antwerpen2000–2001FLV Athlon Ieper2001–2002Telindus BC Oostende2002–2005Euphony Liège Position(s)GuardCoaching career (HC...

 

У этого термина существуют и другие значения, см. Трал. БТЩ-402 Минреп Служба Класс и тип судна Базовый тральщик типа «Фугас» Порт приписки Севастополь Организация Черноморский флот СССР Изготовитель Севастопольский морской заводСевастополь Строительство начато 05.11.1933 С...