შვედეთის მოსახლეობა — 2020 წლის ნოემბრის მონაცემებით შვედეთის მთლიანი მოსახლეობა 10,380,245 ადამიანის ტოლია. 10 მილიონს მოსახლეობამ პირველად 2017 წლის 20 იანვარს გადაააჭარბა.[1][2] ქვეყნის ყოველი მეოთხე მოქალაქე (24,9%) არის იმიგრანტი, ხოლო ყოველ მესამე მოქალაქეს (32,3%) მინიმუმ ერთი მშობელი ჰყავს დაბადებული საზღვარგარეთ.
მოსახლეობის სიმჭიდროვე არის 25 ადამიანი კმ²-ზე; აღნიშნული მაჩვენებელი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ბევრად მაღალია, ვიდრე ჩრდილოეთში. მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 85% ქალაქებში ცხოვრობს.[3] ქვეყნის დედაქალაქ სტოკჰოლმის მოსახლეობა დაახლოებით 950 000 ადამიანია, ხოლო სტოკჰოლმის მეტროპოლია 2,3 მილიონ ადამიანს მოიცავს. მოსახლეობის სიდიდით მეორე და მესამე ქალაქებია არის გეტებორგი და მალმე. გეტებორგის მეტროპოლიის მოსახლეობა დაახლოებით 1 მილიონია. სკონეს დასავლეთ ნაწილში, ერესუნის სრუტის გასწვრივ მოსახლეობა დაახლოებით 4 მილიონს შეადგენს. დიდი ქალაქების გარდა, მოსახლეობის მაღალ სიმჭიდროვეს ვხვდებით ესტერგეტლენდის სასოფლო-სამეოურნეო ნაწილში, დასავლეთ სანაპიროზე, მალარენის ტბის გარშემო და უფსალას გარშემო მდებარე სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე.
სტატისტიკა
აქ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები Statistiska centralbyrån-ს ეყრდნობა 2010 წლის მდგომარეობით.
მოსახლეობის წლიური ნამატი: 0,158 %
მოსახლეობის სიმჭიდროვე: 25 კაცი კმ²-ზე.
მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდა: საშუალოდ 1 ადამიანი იბადება ყოველ 15 წუთში.
მიუხედავად შვედების ტრადიციული რაოდენობრივი უპირატესობისა დღევანდელ შვედეთში საკმაოდ მრავალფეროვანია არა მხოლოდ ეროვნებათა, არამედ რასათა საერთო სურათიც, რაც განვითარებადი ქვეყნებიდან პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზეზების გამო იმიგრირებული მოსახლეობის ზრდის შედეგია. ქვეყნის მოსახლეობა ფაქტობრივად ორ ძირითად ჯგუფად: ავტოქთონებად და იმიგრანტებად იყოფა. ავტოქთონებს შორის შვედები და ფინო-უგრული წარმოშობის ძირძველი მოსახლეობა ჭარბობს. ეთნიკურ შვედებს გერმანიკული წარმომავლობა აქვთ და ერთანი მოსახლეობიდან 7,5 მლნ კაცს შეადგენენ. შვედების გარდა ქვეყნის ჩრდილოეთში 17 000 საამი ცხოვრობს. ფინეთის საზღვართან კი, რომელიც ოდესღაც შვედეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, 50 000 ეთნიკური ფინელი სახლობს, ხოლო ქვეყნის ცენტრალურ რაიონებში 450 ათასზე მეტი ფინელია, რომლებიც XX საუკუნეში გადასახლდნენ სამშობლოდან. ამასთანავე თავად ფინეთში შვედური მრავალსაუკუნოვანი უმცირესობა ბინადრობს 300 000 კაციანი შემადგენლობით, რაც ფინეთის მოსახლეობის 6%-ია. შვედური ენა ფინეთში მეორე ენად მიიჩნევა, აი, ფინური ენა კი შვედეთში საკმაოდ შეზღუდულია და სახელმწიფო დონეზე არანაირი სტატუსი არ გააჩნია.
რელიგია
შვედეთის მოსახლეობის 82% შვედური ეკლესიის მრევლია. შვედური ეკლესია ლუთერანულია და სახელმწიფოს 2000 წელს გამოეყო. გარდა ამისა, შეინიშნებიან კათოლიკები, მართლმადიდებლები და ბაპტისტები. საამების ნაწილი ანიმიზმის მიმდევარია. ქვეყანაში ემიგრაციის გამო ბოლო ხანებში მუსულმანთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი მიმდევრები გაჩნდნენ.
მოსახლეობის რაოდენობის ცვალებადობის დინამიკა
წელი
მოსახლეობა
1000
400 000
1100
400 000
1200
400 000
1250
500 000
1300
500 000
1350
400 000
1400
500 000
1450
600 000
1500
650 000
1550
750 000
1600
900 000
1650
1 100 000
1700
1 363 000
1725
1 400 000
1750
1 780 700
1760
1 925 200
1770
2 042 600
1780
2 118 300
1790
2 187 700
1800
2 347 300
1810
2 377 900
1820
2 584 700
1830
2 888 100
1840
3 138 900
1850
3 482 500
1860
3 859 700
1870
4 168 500
1880
4 565 700
1890
4 785 000
1900
5 136 400
1910
5 522 400
1914
5 679 600
1920
5 904 500
1930
6 142 200
1939
6 341 300
1940
6 371 400
1950
7 041 800
1960
7 498 000
1970
8 081 200
1980
8 317 900
1990
8 590 600
2000
8 873 100
2010
9 354 426
მიგრაცია
იმიგრაცია
ევროსტატის მიხედვით შვედეთში ცხოვრობს 1.33 მილიონი საზღვარგარეთ დაბადებული ადამიაანი, რაც მთლიანი მოსახლეობის 14.3%-ს შეადგენს. აქედან 859 000 (9.2%) ევროპის კავშირის გარეთ, ხოლო 477 000 (5.1%) ევროპის კავშირის ქვეყნებშია დაბადებული.[4][5] ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფები არიან: