ყაზახეთში 85 022 მდინარეა, რომელთაგან 84 694-ის სიგრძე 100 კმ-მდეა, 305-ისა — 500 კმ-მდე, ხოლო 23-ისა 500-დან 1000 კმ-მდე. ყაზახეთის მდინარების უმეტესობა მიეკუთვნება კასპიისა და არალის ზღვების, ბალხაშისა დ თენგიზის ტბების ჩაკეტილ აუზს. მხოლოდ ირტიშს, იშიმსა და ტობოლს მიაქვთ თავისი რესურსები კარის ზღვამდე.