ტობოლი |
---|
|
|
ქვეყანა |
ყაზახეთი რუსეთი |
---|
ტერიტორიული ერთეულები |
კოსტანაის ოლქი
კურგანის ოლქი, ტიუმენის ოლქი |
---|
ქალაქები |
ლისაკოვსკი, რუდნი, კოსტანაი, კურგანი, იალუტოროვსკი, ტობოლსკი |
---|
|
მარჯვენა შენაკადები |
უბაგანი, სუერი, ტაპი |
---|
მარცხენა შენაკადები |
აიატი, ტუი, ისეტი, ტურა, ტავდა |
---|
|
სათავე |
ქოქფექთისაისა და ბოზბიეს შეერთება 51°28′00″ ჩ. გ. 61°00′31″ ა. გ. / 51.46667° ჩ. გ. 61.00861° ა. გ. / 51.46667; 61.00861 |
---|
შესართავი |
ირტიში 58°09′14″ ჩ. გ. 68°12′55″ ა. გ. / 58.15389° ჩ. გ. 68.21528° ა. გ. / 58.15389; 68.21528 |
---|
|
სიგრძე |
1591 კმ |
---|
აუზის ფართობი |
426 000 კმ² |
---|
მდინარის სისტემა |
ირტიში → ობი → კარის ზღვა |
---|
— სათავე, — შესართავი |
ტობოლი ვიკისაწყობში |
ტობოლი (ყაზახ. Тобыл, რუს. Тобол) — მდინარე ყაზახეთსა და რუსეთში; ირტიშის (ობის აუზი) მარცხენა შენაკადი. სიგრძე 1591 კმ, აუზის ფართობი 426 ათასი კმ². ყაზახეთში ტობოლის აუზში მდებარეობს ვრცელი გაუდინარი არე (62 000 კმ²). სათავეს იღებს მდინარეების ქოქფექთისაისა და ბოზბიეს შეერთების შედეგად. ზემო წელზე მიედინება თურღაის პლატოზე და აქვს მთის მდინარის ხასიათი, შუა და ქვემო წელზე — დასავლეთ ციმბირის ვაკეზე, ფართო ტერასულ ხეობაში, სადაც 5 კმ-მდე სიგანის ჭალები და მრავალი ნამდინარევი ტბაა. ქალაქ ტობოლსკთან ერთვის ირტიშს. ტობოლის აუზში დაახლოებით 20 000 ტბაა საერთო ფართობით 9000 კმ². დიდი შენაკადებია: უბაგანი, სუერი, ტაპი (მარჯვენა); აიატი, ტუი, ისეტი, ტურა, ტავდა (მარცხენა). უპირატესად იკვებება თოვლის წყლით (წლიური ჩამონადენის 60%), ქვემო წელზე იზრდება წვიმის წყლის წილი. ყველაზე ჭარბწყლიანი პერიოდია მაისიდან და ივნისამდე, მცირეწყლიანი — აგვისტოდან მარტამდე. ქვემოთში წყლის საშუალო მრავალწლოვანი ხარჯი 810 მ³/წმ-ია (ჩამონადენის წლიური მოცულობა — 25,6 კმ³),[1] შესართავში — 805 მ³/წმ (მაქს. 6350 მ³/წმ), ზემოთში — 26,2 მ³/წმ (მაქს. 348 მ³/წმ). საშუალო სიმღვრივე — 260 გ/მ³. წელიწადში ჩამოაქვს 1600 ტონა ნატანი.[2] იყინება ნოემბერში, ლღვება აპრილში. მდინარის და მის შენაკადთა წყალი გამოიყენება წყალმომარაგებისა მიზნით და სარწყავად. ყაზახეთის ტერიტორიაზე მასზე მდებარეობს მრავალწლოვანი რეგულირების ზემო ტობოლისა და ყარათომარის წყალსაცავები; რუსეთის ტერიტორიაზე — სეზონური რეგულირების კურგანის წყალსაცავი. სანაოსნოა შესართავიდან მდინარე ისეტის შერთვამდა (437 კმ). მის ნაპირებზეა ქალაქები: ლისაკოვსკი, რუდნი, კოსტანაი (ყაზახეთი), კურგანი, იალუტოროვსკი, ტობოლსკი (რუსეთი).[1]
სქოლიო