გაუდინარი არე, შიგა ჩამონადენის არე — არე, სადაც ჰავის სიმშრალის გამო ზედაპირული წყლები ვერ აღწევენ ვერც შიგა ზღვებამდე და ვერც მსოფლიო ოკეანემდე. ამ ტიპის ტერიტორიებით დაკავშირებულია არიდულ — მშრალ ზონებთან, აგრეთვე ბრტყელზედაპირიან ადგილებთან სუსტად გამოხატული რელიეფით. უკავია ხმელეთის ზედაპირის დაახლოებით 20 %.[1]
მდინარის წყლის ჩამონადენის ჯამური სიდიდე გაუდინარ არეში შეადგენს წელიწადში დაახლოებით 1,0 ათ. კმ³-ს. გაუდანარი არის გადალახვა შეუძლია მხოლოდ დიდ წყალუხვ მდინარეს, რომელიც ნოტიო მხარიდან მოედინება. გაუდინარი არის ფარგლებში ასეთი მდინარეები კარგავენ თავიანთ წყლიანობას და არ იერთებენ მუდმივ შენაკადებს. გაუდინარი არე ჩვეულებრივ, დაკავშირებულია არიდულ ტერიტორიებთან, იშვიათად გვხვდება ზომიერი კლიმატისა და ბრტყელი რელიეფის პირობებში.[1]
გაუდინარი არეების მდინარეები ერთვიან გაუდინარ ტბებს, ან შრებიან აორთქლების, წყლის ხარჯის ინფილტრაციის, სამეურნეო მიზნებში წყლის გადარჩევის შედეგად და ბოლოვდებიან მშრალი დელტებითა და მყარი ნატანის გამოზიდვის კონუსებით.[1]
გაუდინარი არე გადაჭიმულია შორს ჩრდილოეთით 55°-იდან დაახლოებით 57°-მდე, რაც კონტინენტური კლიმატის პირდაპირ ეფექტზე მიანიშნებს. მასზე მოდის ხმელეთის ფართობის 50 %-ზე მეტი (ტერიტორია ჩ. 14° 33° და ს. 20° 32° შორის).[3]
გაუდინარი არის ფარგლებში არსებულ წყალსატევს გაუდინარი ტბა ეწოდება.[4] აღსანიშნავია, რომ შავი ზღვა როგორც ჩანს, ოდესღაც დამოუკიდებელ ჰიდროლოგიურ სისტემას წარმოადგენდა.[5]