ფრანკლინ დელანო რუზველტი Franklin Delano Roosevelt |
ფრანკლინ რუზველტი, 1933 წ. |
აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი |
---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო |
---|
4 მარტი, 1933 – 12 აპრილი, 1945 |
ვიცე-პრეზიდენტი | ჯონ გარნერი (1933–1941), ჰენრი უოლესი (1941–1945), ჰარი ტრუმენი (1945) |
---|
წინამორბედი | ჰერბერტ ჰუვერი |
---|
მემკვიდრე | ჰარი ტრუმენი |
---|
|
---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო |
---|
1 იანვარი, 1929 – 31 დეკემბერი, 1932 |
წინამორბედი | ალფრედ სმითი |
---|
მემკვიდრე | ჰერბერტ ლემანი |
---|
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო მდივნის მოადგილე |
---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო |
---|
1913 – 1920 |
პრეზიდენტი | ვუდრო უილსონი |
---|
ნიუ-იორკის შტატის სენატის წევრი |
---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო |
---|
1911 – 1913 |
|
დაბადებული | 30 იანვარი, 1882 ჰაიდ პარკი, ნიუ-იორკი |
---|
გარდაცვლილი | 12 აპრილი, 1945 უორმ სპრინგსი, ჯორჯია |
---|
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
---|
მეუღლე | ელეონორა რუზველტი |
---|
საქმიანობა | ადვოკატი |
---|
ხელმოწერა | |
ფრანკლინ დელანო რუზველტი (ინგლ. Franklin Delano Roosevelt; დ. 30 იანვარი, 1882 — გ. 12 აპრილი, 1945) — აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიიდან. ოთხჯერ იქნა არჩეული, მსახურობდა 1933-45 წლებში და აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც ორ ვადაზე მეტჯერ იკავებდა ამ პოსტს. მე-20 საუკუნის ცენტრალური ფიგურა, მას ხშირად აშშ-ის სამ უდიდეს პრეზიდენტთა რიგში მოიხსენიებენ.
დიდი დეპრესიის პერიოდში 1930-იან წლებში, რუზველტმა ჩამოაყალიბა ახალი გარიგება, რომლის მიზანი უმუშევართა დასაქმება, ეკონომიკის აღდგენა და ეკონომიკური სისტემის რეფორმა იყო. მისი ყველაზე განთქმული მემკვიდრეობა სოციალური უსაფრთხოების სისტემა და უოლ სტრიტის რეგულაციაა. აქტიური ფედერალური მთავრობის მისეულმა აგრესიულმა გამოყენებამ ენერგია შეჰმატა დემოკრატიულ პარტიას. რუზველტის მიერ შექმნილი ახალი გარიგების კოალიცია პოლიტიკაში დომინირებდა 1960-იან წლებამდე. ის და მისი მეუღლე ელეონორა რუზველტი თანამედროვე ამერიკული ლიბერალიზმის ქვაკუთხედად მოიაზრებიან.
როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წელს რუზველტი ფორმალურ ნეიტრალიტეტს იცავდა. იგი ლენდ-ლიზის პროგრამით დახმარებას უწევდა ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყნებს, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთს. 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონია, ამერიკულ სამხედრო-საზღვაო ბაზას პერლ-ჰარბორს თავს დაესხა, რასაც რუზველტმა მეორე დღესვე იაპონიისთვის ომის გამოცხადებით უპასუხა. ამას 1941 წლის 11 დეკემბერს გერმანიის მიერ შეერთებული შტატებისთვის ომის გამოცხადება მოყვა. აშშ-ის ეკონომიკის თითქმის სრულმა მობილიზაციამ საომარი მოქმედების მხარდასაჭერად, ეკონომიკის გამოცოცხლება გამოიწვია. რუზველტი შეერთებულ შტატებს თითქმის მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და მცირე ხნით ადრე, ვიდრე ომი დასრულდებოდა ინსულტით გარდაიცვალა. ამის შემდეგ პრეზიდენტის პოსტი ვიცე-პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა დაიკავა.
რესურსები ინტერნეტში