ჰერბერტ კლარკ ჰუვერი (ინგლ. Herbert Clark Hoover; დ. 10 აგვისტო, 1874, უესტბრანჩი, აიოვის შტატი — გ. 20 ოქტომბერი, 1964, ნიუ-იორკი) — აშშ-ის 31-ე პრეზიდენტი (1929 - 1933), რესპუბლიკელი.
ბიოგრაფია
ჰუვერი პროფესიით სამთო ინჟინერი იყო. უორენ გამალიელ ჰარდინგის და კალვინ კულიჯის პრეზიდენტობის დროს აშშ-ის ვაჭრობის მდივანის პოსტი ეკავა. ვაჭრობის მდივნობისას მან ბევრი გააკეთა მთავრობასა და კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებისთვის, საერთაშორისო ვაჭრობის გაზრდისთვის და ახალი ტექნოლოგიების განვითარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მას არჩევით თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა, მან 1928 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ადვილად გაიმარჯვა. იგი კაბინეტის ბოლო მდივანი იყო, ვინც პრეზიდენტად აირჩიეს.
ჰუვერის პრეზიდენტობა ხასიათდებოდა მძიმე ეკონომიკური კრიზისით – დიდი დეპრესია. სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩაურევლობის პოლიტიკამ კრახი განიცადა. მის მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავებიდან რვა თვე არ იყო გასული, როდესაც 1929 წლის საფონდო ბაზრის კრახი მოხდა. ჰუვერის არცერთმა მცდელობამ ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებისთვის შედეგი არ გამოიღო. 1932 წლის არჩევნებში მან გამანადგურებელი მარცხი იწვნია. ისტორიკოსების აზრით მისი ასეთი მარცხი, მთავარ მიზეზ ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, მშრალი კანონის არაპოპულარულობამ, ქარიზმის და პოლიტიკოსებთან მუშაობის უნარის ნაკლებობამ გამოიწვია.
ლიტერატურა