ფარსმან III — ქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის დასაწყისში. ლეონტი მროველის მიხედვით მეფე ღადამის ძე. მამის გარდაცვალებისას იგი 1 წლის იყო და, ფაქტობრივად, ქვეყნის გამგებელი გახდა მისი დედა ღადანა. სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ფარსმანი გამეფდა და ეყოლა ძე ამაზასპი.[5]
↑ვახუშტი „საქართველოს ისტორია“, გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885. გვ. გ.