მითრიდატე VI, მირდატ ვარაზ-ბაქარის ძე — ქართლის მეფე V საუკუნის 10-იან წლებში – ლეონტი მროველის თანახმად, დედით რევიანი, მამით ბაქარიანი. აწარმოებდა ბრძოლებს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. მირდატი იყო „კაცი ქველი, მხედარი შემმართებელი“, „ლაღი და ამპარტავანი“. ებრძოდა ბიზანტიას კლარჯეთისათვის, ხოლო სპარსელებს ხარკიც კი შეუწყვიტა. შეეწირა თავისუფლებისათვის ბრძოლას. ირანის შაჰმა, იეზდიგერდ I-მა (399-421) ქართლში დიდძალი ჯარი გამოგზავნა. ბრძოლა მოხდა გარდაბანთან. ქართველები დამარცხდნენ. მირდატი დაატყვევეს. იგი ტყვეობაში გარდაიცვალა.
მირდატ მეფე ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ხსენების დღეთ დადგენილია 8(21) ივლისი.
„მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით – „წარიყვანა პიტიახშმან ვარაშ ბაღდადს და მუნ მოკუდა“.
ბუზმიჰრი[ა] – ქართლის მეფე იოანე რუფუსის „პეტრე იბერის ცხოვრების“ ცნობით. აქ იგი მოხსენიებულია პეტრე იბერის მამად (ივ. ჯავახიშვილი ამ ცნობას იზიარებს).
(მირდატის მეფობის დათარიღება: ვახუშტი ბატონიშვილი 408–410 წ. გ. მელიქიშვილი V ს. 10-20 წ.[3] ვ. გოილაძე 398–399 წ.)[4]
შენიშვნები
- ↑ გ. მელიქიშვილი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ბუზმიჰრი ან ბიზანტიელთა მყოფი კლარჯეთის ხელისუფალი იყო, ან იდენტური პირია მეფე მირდატისა. ლ. ნ. ჯანაშიას ვარაუდით ბუზმიჰრი ქართლის სამეფო-საგვარეულოს წარჩინებული პირია.
ლიტერატურა
- ვახუშტი, მითითებული გამოცემა.
- გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, საქ. მეც. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. IV, ნაკ. I. თბ. 1958.
- ვ. გოილაძე, ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია. თბ. 1990.
- ლ. ჯანაშია, აღმოსავლეთ საქართველო (ქართლი) IV-V ს. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II. თბ. 1973.
სქოლიო
|
---|
| ორმეფობამდე | |
---|
| ორმეფობა | |
---|
| ორმეფობის შემდეგ | |
---|
|