ტაჯიკური ვიკიპედია (ტაჯ.ВикипедиА, Энсиклопедияи озод; Wikipedia, Ensiqlopediyai āzād — „ვიკიპედია, თავისუფალი ენციკლოპედია“) — ვიკიპედიის განყოფილება ტაჯიკურ ენაზე. თავისუფალი ენციკლოპედია. გაეშვა 2004 წელს. 2012 წლის 19 მაისისთვის მოიცავდა 10,000 სტატიას. 2013 წლისთებერვლის მდგომარეობით ტაჯიკურ ვიკიპედიაში არსებობს დაახლოებით 10,661 სტატია. 2016 წლის აპრილის მდგომარეობით მოიცავს დაახლოებით 45 ათას სტატიას. აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი 80-მდეა. ჰყავს 6 ადმინისტრატორი.