სხეულის პირსინგი — არის სხეულის მოდიფიკაციის ერთ-ერთი სახე, რომელიც კანის გახვრეტით ან გაჭრით და სამკაულის ჩასმით კეთდება. სიტყვა „პირსინგი“ უკავშირდება ინგლისურ ზმნას, to pierce (გახვრეტა).
ყველაზე გავრცელებული პირსინგის ზონებია ცხვირი და ყური, რომლებსაც ზოგიერთი ქვეყნის ისტორიაში კულტურული დანიშნულებითაც შევხვდებით. ყურის პირსინგს უძველეს მუმიფიცირებულ სხეულებზეც ვხვდებით, რომლებიც 5000 წელზე მეტს ითვლის. უძველესი ცხვირის პირსინგი კი ძველი წელთაღრიცხვით1500 წელს ითვლის. რაც შეეხება სხვა ზონებს, რომლებიც ასევე მოიძებნება როგორც აფრიკულ, ასევე ცენტრალური აზიის კულტურებში, ესენია ტუჩის და ენის პირსინგები.
მკერდის და გენიტალიური ზონის პირსინგებიც შემჩნეულია ამა თუ იმ კულტურაშიც. მკერდის პირსინგი მომდინარეობს უძველესი რომის ეპოქიდან, ხოლო გენიტალიური პირსინგი-უძველესი ინდოეთიდან.
პირსინგების გავრცელება დაიწყო შორეულ დასავლურ კულტურაში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის და მის შემდგომ პერიოდში გლობალურად დაიწყო გავრცელება (1970-1990 წწ.)
პირსინგის გაკეთების მიზეზები მრავალგვარია. კეთდება როგორც რელიგიური მიზნებით, ასევე საკუთარი თავის გამოხატვის, ესთეტიური ღირებულებების, კულტურული ან წინააღმდეგობრივი მიზეზებით. პირსინგის ზოგიერთი ფორმა კონტროვერსიულია, განსაკუთრებით როდესაც საქმე ახალგაზრდობას ეხება. პირსინგი ხშირად შეზღუდულია სკოლის, დამსაქმებლის, რელიგიური ჯგუფების მიერ, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ისეთ ადამიანებს, რომლებიც პირსინგის ექსტრემალურ ფორმებს მიმართავენ, ათობით, ასობით და ათასობით სამკაულის ტარებისას.