მუმია — ბალზამირებით შენახული სხეული. მუმიას უწოდებენ არა მარტო ადამიანის, არამედ ნებისმიერი სხვა ცოცხალი ორგანიზმის სხეულს, რომელსაც სპეციალური ქიმიური დამუშავება უტარდება, რის შედეგადაც წყდება, ან ნელდება ქსოვილების დაშლის პროცესი. განასხვავებენ ხელოვნურად და ბუნებრივად მუმიფიცირებულ სხეულებს.