საბჭოთა კავშირმა (სსრკ) ოლიმპიურ თამაშებში პირველად 1952 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში იასპარეზა. საბჭოთა, და შემდეგ რუს სპორტსმენებს არასოდეს დაუტოვებიათ ოლიმპიადა საერთო მედლების რაოდენობით მეოთხე ადგილზე ქვემოთ. „სერიოზული დოპინგის სკანდალის გამო“, რუსეთის ნაკრებმა 2016 წლის რიოს ოლიმპიადასა და 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ვერ მიიღო..[4][5] სპორტსმენების გარკვეულმა ნაწილმა უფლება მიიღო 2018 წლის ოლიმპიადაში ნეიტრალური დროშის სახელით ეასპარეზა.
ფეხბურთი
ფეხბურთი ქვეყანაში ნომერ პირველი სპორტია.[6][7][8][9] კაცების გარკვეულ ნაწილს სპორტის ეს სახეობა ძალიან აინტერესებს; როცა საქმე ნაკრების თამაშებს ეხება, გულშემატკივრობაში ქალებიც ერთვებიან. რუსეთის ლიგას კონკურენტუნარიანობის საკმაოდ მაღალი ხარისხი აქვს. რუსეთის ლიგებში არაერთი შესანიშნავი ნიჭიერი უცხოელი მოთამაშე თამაშობდა და ახლაც თამაშობს; ასევე ქვეყნის საფეხბურთო ლიგებში თამაშობენ ადგილობრივი ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებსაც წამყვანი კლუბების ძირითად 11-ეულში ეკავათ ადგილი.[10][11][12]
2018 წელს, ამავე წლის ფიფას მსოფლიო თასს რუსეთმა პირველად უმასპინძლა. ტურნირი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე მიმდინარეობდა; რუსეთის ნაკრებმა აღნიშნულ ჩემპიონატში 1966 წლის ტურნირის შემდეგ საუკეთესო შედეგი აჩვენა: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მათ პირველად მიაღწიეს მეოთხედფინალს, სადაც ხორვატიის წინააღმდეგ დამარცხდნენ.
ყინულის ჰოკეი
კონტინენტური ჰოკეის ლიგა (KHL) ძირითადად რუსეთის გუნდებისგანაა შემდგარი და NHL-ის შემდეგ, მსოფლიოში ფართოდ მიიჩნევა მეორე საუკეთესო ლიგად. KHL-ს ყველა ჩემპიონატი რუსულ კლუბებს აქვთ მოგებული.
აღნიშნულ სპორტში რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატი რამდენჯერმე აქვს მოგებული.
↑Dzhusoity, Afsati; Kuznetsov, Petr (30 August 2013). „Russian soccer loses Abramovich's funding“. Russia Beyond the Headlines. Rossiyskaya Gazeta. ციტირების თარიღი: 19 November 2013.