ბიატლონი, ბიათლონი (ლათ. bi- < bis „ორჯერ“ და ბერძნ. athlon „შეჯიბრება“) — სპორტის ზამთრის სახეობა. ბიატლონი ორი სპორტის ნაზავია. იგი შედგება თხილამურებით რბოლისა და შაშხანის სროლისაგან. მიზანი მდებარეობს 50 მ-ში. წოლითი რეჟიმის დროს მიზნის დიამეტრი 45 მმ-ია, ხოლო დგომისას 115 მმ-ია.
დისციპლინები
ინდივიდუალური რბოლა
ბიატლონი შედგება რამდენიმე დისციპლინისგან, რომელთაგანაც ყველაზე ძველი ინდივიდუალური რბოლაა. კაცები გადიან 20 კმ-ს, 5 წრე 4 კმ. ხოლო ქალები 15 კმ-ს, 5 წრე 3 კმ. პირველ და მესამე წრეზე სპორტსმენები ისვრიან წოლით რეჟიმში, ხოლო მეორე და მეოთხე წრეზე დგომით რეჟიმში. სპორტსმენები 4-ჯერ მიდიან მიზანთან და 5-5-ჯერ ისვრიან. ყოველი აცდენა ჯარიმდება 1 წთ-ის დამატებით სპორტსმენის მიერ ნაჩვენებ დროზე.
სპრინტი
სპრინტში კაცები გადიან 10 კმ-ს, ხოლო ქალები 7,5 კმ-ს. დისტანციის მანძილზე სპორტსმენები ისვრიან 2-ჯერ, წოლით და დგომით რეჟიმებში. სპორტსმენები სამიზნესთან მიდიან 2-ჯერ და 5-5-ჯერ ისვრიან. ყოველი აცდენისთვის სპორტსმენი გადის დამატებით 150 მ-ს.
დადევნების რბოლა
დადევნების რბოლაში კაცები გადიან 12,5 კმ-ს, ხოლო ქალები 10 კმ-ს. რბოლაში მონაწილეობს ის 60 სპორტსმენი, რომლებმაც სპრინტში დაიკავა 60 საუკეთესო ადგილი. არაზუსტი სროლისთვის ჯარიმა დამატებით 150 მ-ის გავლა.
მას-სტარტი
მას-სტარტი ბიატლონის ახალი სახეობაა. მასში მონაწილეობს ჩემპიონატის 30 საუკეთესო სპორტსმენი.
გუნდური ესტაფეტა
ყოველი გუნდიდან ესტაფეტაში მონაწილეობს 4-4 სპორტსმენი. იგი სპრინტის წესებს ეფუძნება. თითოეული კაცი სპორტსმენი გადის 10 კმ და ისვრის ორჯერ, წოლით და დგომით რეჟიმებში, ხოლო ქალები დაგიან 7,5-7,5 კმ ასევე შესაბამისად 2-2 სროლით იგივე მდგომარეობაში.სპრინტისგან ისაა განსხვავება რომ სპორტსმენებს აქვთ 3 დამატებითი ტყვია. თუ სპორტსმენი 8 სროლითაც ვერ დახურავს 5 ნიშნულს მაშინ იგი გადის 150 მეტრის საჯარიმო წრეს, ყოველი აცდენისთვის
მიქსი (შერეული ესტაფეტა)
ყოველი გუნდიდან მონაწილეობს ორი ქალი და ორი მამაკაცი სპორტსმენი. სტარტს იღებენ ქალები და ასრულებენ მამაკაცები. სხვა მხრივ ყველა წესი ისევეა როგორც გუნდურ ესტაფეტაში.