ტაეკვონდო

ტაეკვონდო კორ. 태권도

თეკვონდოს პიქტოგრამა
უმაღლესი ორგანო World Taekwondo
მეტსახელი TKD, Tae Kwon Do, ტეკვანდო
ტიპი სპორტის სახეობა
ოლიმპიადა 2000 წლიდან (თეკვონდო მსოფლიო ფედერაციის მხარდაჭერით)
ქვეყანა/რეგიონი სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა

ტაეკვონდო, თეკვონდო (კორ. 태권도 [跆拳道]) — კორეული საბრძოლო ხელოვნება. თეკვონდოს განსაკუთრებული მახასიათებელი — ფეხების აქტიური მონაწილეობა ბრძოლაში, როგორც დარტყმისთვის ასევე ბლოკირებისთვის[1]. სიტყვა „თეკვონდო“ შედგება სამი სიტყვისგან: „თე“ — გათელვა, „კვონ“ — მუშტი (ხელი), „-დო“ — ხელოვნება, თეკვონდოს გზა, გეზი სრულყოფისკენ (ხელ-ფეხის გზა). ჩოი ჰონ ხის განმარტებით, „თეკვონდო ნიშნავს სულიერი სისტემის გავარჯიშებას, იარაღის გარეშე თავდაცვას, ჯამრთელობასთან ერთად და ასევე კვალიფიცირებული დარტყმებით, ბლოკირებითა და ხტუნვით განხორციელებული ცარიელი ხელ-ფეხით ერთი ან რამდენიმე მოწინააღმდეგეს დამარცხებას“.

ისტორია

თეკვონდოს განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული კორეის ისტორიასთან. თეკვონდოს დაბადების ისტორია შეიძლება დავყოთ ისტორიის ოთხ პერიოდად: კორეული საბრძოლო ხელოვნებების დაბადება და განვითარება სამი სახელმწიფოს პერიოდში, საბრძოლო ხელოვნება სახელმწიფო კორიოს დროს, ჩოსონის დინასტიის დროს და თეკვონდოს თანამედროვე ისტორია[2].

კორეული საბრძოლო ხელოვნებების დაბადება და განვითარება სამი სახელმწიფოს პერიოდში

ითვლება, რომ სამი სახელმწიფოს პერიოდში დაიწყო ისეთი ხელოვნების ჩამოყალიბება როგორიცაა „სუბაკი“ (수박) და „ტეიკიეონი“ (택견), რაც ტაიკვანდოს განვითარების საბაბიც გახდა. სამი სახელმწიფოს ისტორიის გვიან პერიოდში საბრძოლო ხელოვნება კორეის ნახევარკუნძულზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა, განსაკუთრებით მებრძოლეების მოსამზადებლად.

და , როგორც ამ პოპულარობის შედეგი, „სუბაკი“ (수박) და „ტეიკიეონი“ (택견) გახდნენ სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციების სწავლების საფუძველი , მაგალითად ისეთების როგორიცაა „ჰვარანდო“ (화랑도) სილაში და „ჯოვისონინი“ (조의손인) კოგურიოში[3].

საბრძოლო ხელოვნება სახელმწიფო კორიოს დროს

სახელმწიფო კორიოს პერიოდში „სუბაკმა“ (수박) და „ტეიკიეონმა“ (택견) უფრო სისტემატიური განვითარება დაიწყო და ახალ დონეზე გადავიდა. შესაძლებელია სამხედრო სამსახურის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა „ტეიკიეონის“ (택견) ათვისების დონეს. ჩვეულებრივ ჯარისკაცებს, რომლებსაც ჰქონდათ „ტეიკიეონი“ (택견) ათვისებული რაღაც დონემდე, წარადგენდნენ გენერალთან, რომელიც მათგან საუკეთესოებს ირჩევდა ოფიცრის წოდებამდე გასაზრდელად[4]. ამავე პერიოდში სამეფო ოჯახის დიდი ინტერესით სარგებლობდა „სუბაკის“ (수박) შეჯიბრებები[5].

საბრძოლო ხელოვნება ჩოსონის დინასტიის დროს

XIV საუკუნეში, ჩოსონის სახელმწიფოს დაარსების შემდეგ „სუბაკი“ (수박) და „ტეიკიეონი“ (택견) იწყებენ თავიანთი პოპულარობის დაკარგვას. ეს ტენდენცია უფრო გამწვავდა XVI საუკუნის მიწურულს იაპონიის მიერ განხორციელებული შეტაკებებით. ამავე დროს, მთავრობა იღებს მკვეთრ გადაწყვეტილებებს საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად და საბრძოლო ხელოვნებების გასავითარებლად. ამ ზომების შედეგი გახდა წიგნის გამოშვება — „მუიედობოტონჯი“ (무예도보통지), რომელშიც აღწერილია იმ დროის საბრძოლო ხელოვნება. ამ წიგნის მეოთხე ტომის მთავარი თემაა „საბრძოლო ტექნიკა“, შეიცავდა 38 სურათს, რომელიც გვახსენებს დღევანდელი ტაიკვანდოს მოძრაობებს.

მაგრამ, მიუხედავად ამისა ამ ზომებმა ვერ ააცილეს ისინი იაპონელების თავდასხმას, რომლებსაც სურდათ ტრადიციული კორეული საბრძოლო ხელოვნების აღმოფხვრა. ასეთ პირობებში „სუბაკის“ (수박) და „ტეიკიეონის“ ვარჯიში მხოლოდ საიდუმლოდ იყო შესაძლებელი, მით უმეტეს კორეული საბრძლო ხელოვნების მცოდნეებს უმრავლესობა წაყვანილი ჰყავდათ იაპონიაში, ოსტატების ნახევარი კი ჩინეთში გაიქცა. ყველა ამ ფაქტორმა იმოქმედა ტაიკვანდოს განვითარებაზე ჩვენს დღეებში.

ტაიკვანდოს თანამედროვე ისტორია 1966 წელი

1945 წლის 15 აგვისტოს, ყვეყნის განთავისუფლებისას, კორეული საბრძოლო ხელოვნება განვითარების ახალ ფაზაში გადადის. სწორედ ამ პერიოდში ჩნდება სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების სკოლები. თავიდან ამ სკოლების ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა დანსუდო, თანაც ამ სკოლების დამაარსებლებზე დიდად მოქმედებდა ჩინური და იაპონური ხელოვნება. იმ დროის ყველა ოსტატს აერთიანებდა მხოლოდ ერთი — იმის გააზრება, რომ ყოველი კორეული საბრძოლო ხელოვნების ტრადიცია უნდა გაერთიანებულიყო (სუბაკი, ტეიკიეონი და ა.შ).

კორეულმა ომმა შეიტანა თავისი შესწორებები კორეული საბრძოლო ხელოვნებების გაერთიანების გეგმებში, მიუხედავად ამისა შექმნილი იყო კორეის ასოციაცია კონგსუდო (공수도). აზრთა სხვადასხვაობის გამო ამ ასოციაციის ზოგიერთმა წევრმა დატოვა იგი და შექმნა საკუთარი ასოციაცია — კორეის დანგსუდო (당수도), რომელიც შემდგომ ოფიციალურად იყო შესული კორეის სპორტის მოყვარულთა ასოციაციაში.

ამ დროს, ერთ-ერთი დანგსუდო (당수도) სკოლის დამაარსებელი ჩოი ჰონ ხი, სამხრეთ კორეის გენერლად მყოფი კორეის პრეზიდენტის ლი სინ მანის მხარდაჭერით სარგებლობს, და 1955 წელს ჯარისკაცთა გადამზადების პროგრამაში რთავს საბრძოლო ხელოვნების თავისებურ სტილს. ასევე იგი ხვდებოდა, რომ არ შეიძლებოდა ჩინური ან იაპონური საბრძოლო ხელოვნებების სახელწოდებათა გამოყენება (დანგსუდო — ტაივანური ან ჩინური მუშტი, კონგსუდო — კარატეს კორეული სახელწოდება), ამიტომ მის მიერ ჯარისკაცებისთვის წარდგენილ საბრძოლო ხელოვნებას მან ტაიკვანდო უწოდა. და 1959 წელს ტაიკვანდოს ასოციაციის შექმნან შეცვალა დანსუდოს (당수도) ასოციაცია. თუმცა ასეთი სახით არსებობა დიდხანს ვერ შეძლო. გენერალმა ჩოიმ პრეზიდენტის მხარდაჭერა 1960 წელს დაკარგა. ამით ისარგებლეს სკოლის ლიდერებმა, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ სახელწოდება ტაიკვანდოს. მაგრამ, მიუხედავად ამისა მათ გამოიყენეს ჩოი ჰონ ხის იდეა იგვარად, რომ სახელწოდებას უნდა გამოეხატა კორეული ტრადიციები. დაფუძნებული იქნა ასოციაცია კორეის სუბაკდო.

კორეის სპორტის მოყვარულთა ასოციაციას ერთი სახის სპორტისთვის მხოლოდ ერთი ასოციაციის აკრედიტაცია შეეძლო მოეხდინა, ამიტომ კორეის განათლების სამინისტრომ და ასოციაციამ ერთობლივი კრება ჩაატარეს, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება ასოციაციები გააერთიანებინათ. და რაღქმაუნდა მთავარ საკამათო თემას ასოციაციის სახელი წარმოადგენდა. მათ გადაწყვიტეს შეეერთებინათ ორი სახელწოდება, რის შედეგადაც მიიღეს ახალი ასოციაცია ტაისუდო (태수도).

კორეის საბრძოლო ხელოვნების და სპორტის განვითარებაში დიდი წვლილისთვის გენერალი ჩოი ჰონ ხი დანიშნეს ასოციაცია ტაისუდოს (태수도) მესამე პრეზიდენტად. გენერალი მთელი თავისი ძალით ცდილობდა დაებდრუნებინა ასოციაციისთის პირვანდელი სახელი ტაიკვანდო, და 1965 წელს მან ეს შეძლო. სახელის დაბრუნების შემდეგ გენერალმა შესწირა თავისი ადგილი ასოციაციაში (KTA — Korea Taekwondo Association). უახლოეს მომავალში 1966 წელს მის მიერ დაფუძნებული იყო ტაიკვანდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITF — International Taekwondo Federation). იმ მომენტიდან ტაიკვანდოს განვითარებაზე ზრუნავს ურთიერთდამოუკიდებელი ორი ასოციაცია: ტაიკვანდოს საერთაშორისო ფედერაცია და კორეის ტაიკვანდოს ასოციაცია (რომლის მუშაობითაც იყო შექმნილი ტაიკვანდოს მსოფლიო ფედერაცია).

ტაიკვანდოს ისტორია

კორეის ტაიკვანდოს ასოციაციის შემდეგ, მიღებული იყო გადაწყვეტილება ტაიკვანდოს ცენტრის აშენებასთან დაკავშირებით, რომელმაც მიიღო სახელწოდება „გუგკივონ“ (국기원) და აშებენებული იყო 1972 წელს. და უკვე 1973 წელს „გუგკივონმა“ (국기원) მიიღო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, მანდვე კორეის გარეთ შექმნილი იყო ტაიკვანდოს მსოფლიო ფედერაცია (WTF — World Taekwondo Federation)[6].

ტაიკვანდოს მსოფლიო ფედერაციამ თავისი არსებობის მოკლე ვადაში შეძლო საკმაოდ კარგი შედეგისთვის მიეღწია.[7].

ტაიკვანდოს ისტორია (ტსფ)

ტაიკვონდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITF) დაარსდა 22 მარტს 1966 წელს ქალაქ სეულში (სამხრეთი კორეა).

ტაიკვანდოს ისტორია (ტგფ)

ტაიკვანდოს გლობალური ფედერაცია (GTF) დაარსდა გრანდ მასტერ Jung Tae Park-ის მიერ 1990 წელს.

ტაიკვანდო (ტმფ)

ტაიკვანდოს მსოფლიო ფედერაცია

ტაიკვანდოს მსოფლიო ფედერაცია, ტმფ (ინგლ. World Taekwondo Federation, WTF) დაარსდა 28 მაისი 1973 წელი, ჩეონ ჯონგვონი — მისი მოქმედი პრეზიდენტი. ტაიკვანდოს მსოფლიო ფედერაცია სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული ასოციაციების წევრია, ისეთების როგორიცაა საუნივერსიტეტო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია (FISU), სამხედრო სპორტის საერთაშორისო საბჭო (CISM) და სხვ.

ტაიკვანდოს ქამრების სისტემა

ტაიკვანდოს ქამრები პირობითად „ფერადებზეა“ დაყოფილი (რომელთაც განეკუთვნება თეთრიც) და „შავზე“. ფერადებს განეკუთვნება 10 „გეუბი“ (კორეულიდან 급 — დონე) 1-დან 10-მდე. რეგიონულ ფედერაციაზეა დამოკიდებული შესაძლებელია ქამრის ფერი და მისი შესაბამისი დონე განსხვავდებოდეს, მაგრამ ზოგადად დაფუძნებულია შემდეგ კლასიფიკაციაზე:

  • 10 გეუბ — თეთრი ქამარი
  • 9  — თეთრ-ყვითელი ქამარი (ან თეთრი ქამარი ყვითელი ხაზით)
  • 8  — ყვითელი ქამარი
  • 7  — ყვითელ-მწვანე ქამარი (ან ყვითელი ქამარი მწვანე ხაზით)
  • 6  — მწვანე ქამარი
  • 5  — ლურჯ-მწვანე ქამარი (ან მწვანე ქამარი ლურჯი ხაზით)
  • 4  — ლურჯი ქამარი
  • 3 — წითელ-ლურჯი ქამარი (ან ლურჯი ქამარი წითელი ხაზით)
  • 2  — წითელი ქამარი
  • 1  — წითელი ქამარი (ან ყავისფერი ქამარი, არ უნდა შეგეშალოთ წითელ-შავ ქამარში „ფჰუმ“, რომელიც ტმფ-ში შეესაბამება შავ ქამარს და გამოიყენება 15 წელს არ მიღწეული მებრძოლით)

ფერადი ქამრების შემდეგ მოდის შავები, მაგრამ 15 წელს მიღწეულ ტაიკვონდისტებს არ აქვთ მისი ტარების უფლება, ამიტომ ისინი ატარებენ „ფჰუმს“ — წითელ-შავი ქამარი, 15 წელს მისულის ფჰუმი უტოლდება დანს. შავ ქამრებს საკუთარი დონეები გააჩნია — დანები. ტაიკვანდოში 9 დანია.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. «Энциклопедия Таеквондо», Чхве Хон Хи 1988 г., перевод на русский язык 1993
  2. 태권도 역사 (История тхэквондо). 국기원: 세계태권도 본부. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-08. ციტირების თარიღი: 2016-11-15.
  3. 31 신라의 화랑도 VS 고구려의 조의선인.
  4. 28 고려시대 맨손무예. 국기원: 세계태권도 본부. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-27. ციტირების თარიღი: 2016-11-15.
  5. Taekwondo in the Middle Ages. WTF World Taekwondo Federation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-30. ციტირების თარიღი: 2016-11-15.
  6. 태권도의 역사와 미래 국기원 중심입니다. 국기원: 세계태권도 본부. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-11. ციტირების თარიღი: 2016-11-15.
  7. Members of The World Taekwondo Federation. World Taekwondo Federation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-14. ციტირების თარიღი: 2016-11-15.

Read other articles:

Dengeki G's ComicGambar sampul edisi bulan Juni 2014 dari Dengeki G's Comic menampilkan Honoka Kōsaka dari Love Live!.KategoriManga seinenFrekuensiBulananPenerbitASCII Media WorksTerbitan pertama9 Agustus 2012 (digital)30 April 2014 (cetak)NegaraJepangBahasaJepangSitus webDengeki G's Comic Dengeki G's Comic (電撃G'sコミックcode: ja is deprecated , Dengeki Jīzu Komikku) adalah sebuah majalah manga seinen yang diterbitkan oleh ASCII Media Works. Majalah ini pertama kali diterbitkan ...

 

PterygotusRentang fosil: Pertengahan Silur - akhir devon, 428–372.2 jtyl PreЄ Є O S D C P T J K Pg N Fosil Pterygotus anglicus Klasifikasi ilmiah Domain: Eukaryota Kerajaan: Animalia Filum: Arthropoda Subfilum: Chelicerata Kelas: Incertae sedis Ordo: Eurypterida (punah) Superfamili: Pterygotioidea (punah) Famili: Pterygotidae (punah) Genus: Pterygotus (punah)Agassiz, 1849 Spesies tipe Pterygotus anglicusAgassiz, 1849 Spesies 17 spesies valid P. anglicus Agassiz, 1849 P. arcuatus Sal...

 

Basilika Nama Manis Yesus dari Nazaret Damai dan Santa Maria PengharapanBasilika Minor Nama Manis Yesus dari Nazaret Damai dan Santa Maria PengharapanSpanyol: Basílica de la Dulce Nombre de Jesús Nazareno del Paso y Maria Santísima de la EsperanzaBasilika Nama Manis Yesus dari Nazaret Damai dan Santa Maria PengharapanLokasiMálagaNegara SpanyolDenominasiGereja Katolik RomaArsitekturStatusBasilika minorStatus fungsionalAktifAdministrasiKeuskupanKeuskupan Málaga Basilika Nama Manis...

Norwegian speed skater Peder ØstlundPersonal informationBorn(1872-05-07)7 May 1872Trondheim, NorwayDied22 January 1939(1939-01-22) (aged 66)SportCountryNorwaySportMen's speed skatingClubTrondhjems Skøiteklub Medal record Representing  Norway Men's speed skating World Championships 1898 Davos Allround 1899 Berlin Allround European Championships 1899 Davos Allround 1900 Štrbské Pleso Allround Peder Østlund (7 May 1872 – 22 January 1939) was a Norwegian speed skater. Peder Østl...

 

У этого термина существуют и другие значения, см. Китайская Республика. Историческое государствоКитайская республика中華民國 Zhōnghuá Minguó Флаги Эмблемы Карта Китайской Республики. Тёмно-зелёным обозначены территории, контролируемые на 1946 год. Светло-зелёным обозначены за�...

 

ХристианствоБиблия Ветхий Завет Новый Завет Евангелие Десять заповедей Нагорная проповедь Апокрифы Бог, Троица Бог Отец Иисус Христос Святой Дух История христианства Апостолы Хронология христианства Раннее христианство Гностическое христианство Вселенские соборы Н...

Bombardement de Fort Stevens Des militaires américains inspectant un cratère d'obus après l'attaque japonaise sur Fort Stevens. Informations générales Date 21 juin 1942 Lieu Fort Stevens, Oregon (États-Unis) Issue Indécise Retraite japonaise réussie Belligérants États-Unis Japon Commandants Inconnu Meiji Tagami Forces en présence Terre :2 pièces d'artillerie1 fortAir :1 avion 1 sous-marin Pertes Dommages mineurs Aucune Théâtre américain de la Seconde Guerre mondiale ...

 

Polish-language newspaper in Lithuania Kurier WileńskiTypeDaily newspaperFormatA4Owner(s)VšĮ Kurier WilenskiPublisherUAB KlionEditorRobert MickiewiczStaff writers24Founded1796LanguagePolish languageHeadquartersVilnius, LithuaniaCirculation2,500 daily3,500 SaturdayISSN1392-0405Websitekurierwilenski.lt Kurier Wileński (literally: Vilnian Courier) is the main Polish-language newspaper in Lithuania. Printed in Vilnius, it is the only Polish-language daily newspaper published east of Poland. A...

 

2021 video game 2021 video gameForza Horizon 5Cover art featuring a 2021 Mercedes-AMG One (foreground) and two 2021 Ford Bronco Badlands (background)[1][2]Developer(s)Playground Games[b]Publisher(s)Xbox Game StudiosDirector(s)Mike BrownProducer(s)Andy WardDesigner(s)Ryan GreeneBen Thaker-FellProgrammer(s)Matt CravenArtist(s)Don ArcetaSeriesForzaPlatform(s)WindowsXbox OneXbox Series X/SRelease9 November 2021[a]Genre(s)RacingMode(s)Single-player, multiplayer Forz...

Хип-хоп Направление популярная музыка Истоки фанкдискоэлектронная музыкадабритм-энд-блюзреггидэнсхоллджаз[1]чтение нараспев[англ.]исполнение поэзииустная поэзияозначиваниедюжины[англ.]гриотыскэтразговорный блюз Время и место возникновения Начало 1970-х, Бронкс, Н...

 

City in Quebec, CanadaLa PrairieCityOld La Prairie Coat of armsMotto(s): Victor Hostium et Sui(Latin for Master of our Enemies and Oneself)Location within Roussillon RCMLa PrairieLocation in southern QuebecCoordinates: 45°25′N 73°30′W / 45.42°N 73.5°W / 45.42; -73.5[1]Country CanadaProvince QuebecRegionMontérégieRCMRoussillonConstitutedMarch 30, 1846Government[2][3] • MayorFrédéric Galantai • F...

 

Italian occultist (1743–1795) Not to be confused with Cogliostro. Cagliostro redirects here. For the films, see Cagliostro (1929 film) and Cagliostro (1975 film). Count Cagliostro redirects here. For the fictional character, see The Castle of Cagliostro. This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This article includes a list of general references, but it lacks sufficient correspond...

Dinamarca9.º lugar Asociación Unión Danesa de Fútbol Confederación UEFA Participación 1a Entrenador Josef Piontek Capitán Morten Olsen Goleador Preben Elkjær Larsen 4 La Selección de Dinamarca fue una de las 24 participantes en el Mundial de Fútbol de 1986 realizado en México y el que sería su debut en la Copa Mundial de Fútbol. Dinamarca había llegado a semifinales en la Eurocopa 1984, cayendo por penales ante España y contaba en sus filas, con jugadores como Elkjær Larsen y...

 

Japanese actor (1933–2023) Shōzō Iizuka飯塚 昭三Born(1933-05-23)May 23, 1933Fukushima Prefecture, Empire of JapanDiedFebruary 15, 2023(2023-02-15) (aged 89)Occupations Actor voice actor narrator Years active1950–2023AgentSigma Seven Shōzō Iizuka (飯塚 昭三, Iizuka Shōzō, May 23, 1933 – February 15, 2023)[1] was a Japanese actor, voice actor and narrator from Fukushima Prefecture. He graduated from the fine arts department of Nihon University. He is most k...

 

German field marshal For the community in Canada, see Waldersee, Manitoba. GeneralfeldmarschallCount Alfred von WalderseeChief of the German General StaffIn office10 August 1888 – 7 February 1891MonarchWilhelm IIChancellor Otto von Bismarck Leo von Caprivi Preceded byHelmuth von MoltkeSucceeded byAlfred von Schlieffen Personal detailsBorn(1832-04-08)8 April 1832Potsdam, Province of Brandenburg, Kingdom of Prussia in the German ConfederationDied5 March 1904(1904-03-05) (aged 71...

Human right to own property Property rights redirects here. For the concept in economics, see Property rights (economics). Rights Theoretical distinctions Claim rights and liberty rights Individual and group rights Natural rights and legal rights Negative and positive rights Human rights Civil and political Economic, social and cultural Three generations Rights by beneficiary Accused Animals Children Consumers Creditors Deaf Disabled Elders Family Farmers Fetuses Humans Indigenous Intersex K...

 

Wills Creek near its mouth in Cumberland in 2007 Wills Creek is a 38.6-mile-long (62.1 km)[1] tributary of the North Branch Potomac River in Pennsylvania and Maryland in the United States. Course Wills Creek and Town Creek Watersheds in Pennsylvania and Maryland Wills Creek drops off the Allegheny Mountains of southeastern Somerset County, Pennsylvania, beginning on the western slope of Savage Mountain[2] in Larimer Township. It flows into Northampton Township, passing th...

 

First Siege of CorbiePart of the Thirty Years' War and the Franco-Spanish War (1635–59)Illustration showing the Spanish sieging CorbieDate7–15 August 1636LocationCorbie, FranceResult Imperial-Spanish victoryBelligerents  France  Spain Holy Roman EmpireCommanders and leaders Louis, Count of Soissons Cardinal-Infante Ferdinand Prince of Carignano Ottavio PiccolominiStrength 14,000[1][a] 18,000[2]–25,000[3]Casualties and losses Unknown Unk...

このページの一部を「京都簡易保険会館」に分割することが提案されています。議論は「このページのノート」を参照してください。なお、分割を行う際には履歴不継承にならないように注意してください。(2024年9月) ゆうぽうとU-Port 建物全景(2008年3月) 情報旧名称 東京簡易保険会館開館 1982年4月1日閉館 2015年9月30日最終公演 ウエスタンカーニバル収容人員 2,007�...

 

Head of government of Russia For a list of Russian prime ministers, see List of heads of government of Russia. Chairman of the Government of the Russian FederationПредседатель Правительства Российской Федерации (Russian)Logo of the Government of RussiaFlag of RussiaIncumbentMikhail Mishustinsince 16 January 2020Council of Ministers of RussiaGovernment of RussiaStyleHis Excellency[1] (diplomatic)Mr. Chairman (informal)AbbreviationPM...