სომხეთიწყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანაა. აქ დაახლოებით 9480 მდინარეა, საიდანაც 379-ის სიგრძე 10 კილომეტრს აჭარბებს და 100-ზე მეტი ტბა, რომელთა ნაწილიც ზაფხულობით შრება; სომხეთს მთელი მისი არსებობის მანძილზე „მდინარეებისა და ტბების მიწას“ ეძახდნენ. სომხეთის ზედაპირული წყლების რაოდენობა 4,7 %-ს შეადგენს.
სომხეთისზედაპირული წყლების მარაგი 7.7 მილიარდი მ³-ით ფასდება, მათ შორის 940 მილიონი მ³ დამატებითი ტრანსსასაზღვრო წყლებია[1].
სომხეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 9480 მცირე და დიდი მდინარე არსებობს, რომელთა საერთო სიგრძე 23000 კილომეტრია, ხოლო 379 მათგანის სიგრძე 10 კილომეტრს აჭარბებს. სომხეთში მიწისქვეშა წყლებით მოსაზრდოვე მდინარეებს განეკუთვნებიან: მეწამორი, შაქი, ლიჩქი, ზედაპირული — დებედა, აღსთაფა, ახუმი, მეღრი, ვოღჯი.
სომხეთის ტერიტორიაზე 100-ზე მეტი მცირე ტბაა, რომელთა ნაწილიც მშრალ სეზონზე შრება. სიდიდითა და სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ტბებია სევანი და არფი. დანარჩენ ტბებს მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობა აქვთ. ფართობის მიხედვით სომხეთის უდიდესი ტბაა სევანი, მას მოჰყვენიან არფილიჭი, სევლიჭი და აკნალიჭი.[3] სომხეთის ტბების წყლის რესურსების საერთო მარაგი 39,3 მილიარდი მ³-ით ფასდება.
სომხეთის მიწისქვეშა წყლების მარაგი 4.017 მილიარდი მ³-ით ფასდება და არათანაბრად არის განაწილებული. დაახლოებით 70% არარატის ვაკისკენ მიედინება, რომელთა წყლის რესურსები 40-დან 300 მეტრ სიღრმეზე მდებარეობენ. სომხეთში მიწისქვეშა წყლები წყლის ბალანსის კუთხით მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სომხეთის სასმელი წყლის დაახლოებით 96 %, მიწისქვეშა წყაროების შედეგად წარმოიქმნება. ეს წყალი ძალიან სუფთა და მაღალი ხარისხით ხასიათდება. წლის განმავლობაში წარმოიქმნება დაახლოებით 3 მილიარდი მ³ მიწისქვეშა წყალი, საიდანაც დაახლოებით 1,6 მილიარდი მ³ წყაროების სახით წარმოიქმნება, 1,4 მილიარდი მ³ ტბებისა და მდინარეების სახით გამოიყენება[5].
მდინარე არაქსის ხეობაში ბევრი დაჭაობებული ტერიტორიაა. სომხურ მხარეს აღსანიშნავია ხორ-ვირაპის ჭაობი, რომელიც მდინარე არაქსის ისტორიულ კალაპოტში მდებარეობს, ასევე მეწამორის ჭაობიანი სისტემა, რომელშიც შედის აიგრლიჭის ტბა, მდინარე სევჯური და მისი მიმდებარე ჭაობიანი ადგილები[8].
1 აქვს მნიშვნელოვანი ტერიტორია აზიაში.
2 მთლიანად დასავლეთ აზიაშია, მაგრამ კულტურულად, პოლიტიკურად და ისტორიულად მოიაზრება ევროპულად.
3 აღიარებულია მხოლოდ თურქეთის მიერ.
4 ნაწილობრივ ან მთლიანად აზიაში, ევროპისა და აზიის საზღვრის განსაზღვრაზე დამოკიდებულებით.
1 აქვს მნიშვნელოვანი ტერიტორია აზიაში.
2 მთლიანად დასავლეთ აზიაშია, მაგრამ კულტურულად, პოლიტიკურად და ისტორიულად მოიაზრება ევროპულად.
3 აღიარებულია მხოლოდ თურქეთის მიერ.
4 ნაწილობრივ ან მთლიანად აზიაში, ევროპისა და აზიის საზღვრის განსაზღვრაზე დამოკიდებულებით.