ახურიანის წყალსაცავი (სომხ. Ախուրյանի ջրամբար; თურქ. Arpaçay Barajı) — წყალსაცავი სომხეთისა და თურქეთის ტერიტორიებზე. მდებარეობს მდინარე ახურიანზე[2][3]. წყალსაცავის ზედაპირის ფართობი 54 კმ²-ია, ხოლო მოცულობა 525 მილიონი მ³[2][3]. ის ერთ-ერთი უდიდესი წყალსაცავია კავკასიის რეგიონში და ფართობით მხოლოდ მინგეჩაურისა და შამქორის წყალსაცავებს ჩამორჩება.
სომხეთში წყალსაცავის წყალს სარწყავად იყენებს არაგაწოტნის, არმავირისა და შირაკის პროვინციები[3]. ასევე სარწყავად გამოიყენება წყალი თურქეთშიც. ყარსისა და არტაანის პროვინციებში ყოველწლიურად 70 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწები ირწყვება[4].
შექმნა
1963 წლის 25 აპრილს, თურქეთსა და საბჭოთა კავშირს (ვისი ნაწილიც იმ დროს იყო სომხეთი) შორის ხელი მოეწერა მდინარე ახურიანზე კაშხლის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც წყალსაცავში ოთხი მდინარის ჩამონადენი უნდა დაერეგულირებინა[2][5]. მისი მშენებლობა 1975 წელს დაიწყო და 1980 წელს დასრულდა[6], ექსპლუატაციაში გაეშვა ამავე წელს[2].
დაბინძურება
სომეხი მკვლევარების აზრით „წყლის სისტემა მძიმე მეტალებითა და სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებებით არის დაბინძურებული“[2].
სქოლიო
|
---|
| ტბები | | |
---|
| მდინარეები | |
---|
| წყალსაცავები | |
---|
|