ძორაგეტი (სომხ.Ձորագետ) — მდინარე ჩრდილოეთ სომხეთში, ლორეს პროვინციაში, მდინარე დებედის ჰიდროლოგიურ რეგიონში. სათავეს იღებს ბაზუმის ქედზე და მიედინება დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, სტეფანავანის გარშემო არსებულ მომხიბლავ ხეობებში. ბოლოს ის ერწყმის მდინარე დებედას, სოფელ ძორაგიუღის სიახლოვეს, რომელიც თავის მხრივ შემდეგ მტკვარს უერთდება.
სახელი ძორაგეტი სომხური სიტყვებისგან წარმოსგდება და „ხეობის მდინარეს“ ნიშნავს (ձոր - ხეობა, գետ - მდინარე).
უმეტეს ადგილებში, ძორაგეტის ხეობა 200 მეტრის სიღრმისაა.
ჯომარდობა
სომხეთის მოგზაურობის სამსახური ძორაგეტს ერთადერთ მდინარედ მიიჩნევს ქვეყანაში, რომელზეც შესაძლებელია ჯომარდობა. საჯომარდო გზები ძირითადად ქალაქ სტეფანავანის სიახლოვეს, ძორაგეტის ხიდთან იწყება. ძირითადი საჯომარდო არეალები თავმოყრილია ძორაგეტის კანიონში, რომლის სიღრმე ზოგიერთ ადგილებში 300 მეტრია.[1]