სერბული ვიკიპედია სამხრეთ სლავურ ენებზე არსებულ ვიკიპედიებს შორის უდიდესია. შეიქმნა ხორვატულ ვიკიპედიასთან ერთად. სერბული ენა იყენებს ორ ანბანს: კირილიცას და ლათინურს. გარდა ამისა, გამოიყოფა ორი ოფიციალური მახვილი: ეკავური და იეკავური. ერთობლივად ქმნიან მახვილების კომბინაციას, 4 დამწერლობით ვარიანტს. როდესაც სერბული ვიკიპედია დაფუძნდა იგი მხოლოდ კირილიცას და 2 სტანდარტულ დიალექტს იყენებდა, თუმცა მოგვიანებით შეიქმნა ცდები ორი დამწერლობის — კირილიცას და ლათინურის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამისათვის თითოეული სტატიის დინამიკური ტრანსლიტერაციის მიზნით იყო მცდელობა ბოტის გამოყენების შესახებ, რომელმაც დაახლოებით 1000-მდე სტატიის ტრანსლიტერირება მოახდინა, თუმცა შემდეგ ტექნიკური პრობლემების გამო მოქმედება შეწყდა. რამდენიმე თვის შემდეგ, პროგრამული უზრუნველყოფა დასრულებული იქნა და დღეისათვის სერბული ვიკიპედიის მომხარებლებს არსებული სტატიების წასაკითხავად აქვთ საშუალება ამოირჩიონ ორი ანბანიდან ერთ-ერთი, მაგ., სერბული ვიკიპედიაში არსებული სტატია საქართველოზე; ჩანართზე ჩნდება ორი დამწერლობა: კირილიცა და ლათინური.
ამჟამად სერბულ ვიკიპედიაში არსებობს დაახლოებით 242 ათ. სტატია.