სახლის ანგელოზი

სახლის ანგელოზიქართველურ ქრისტიანობამდელ რწმენაში სახლისა და ოჯახის მფარველი სულია, მას თავისი ოჯახისათვის ბარაქა და კეთილდღეობა მოაქვს, თუ ოჯახმა არ განარისხა იგი. მის შესახებ რწმენები სხვადასხვა კუთხეში არსებობს და მას ბევრი სხვადასხვა სახელითაც მოიხსენიებენ. ზოგ კუთხეში სახლის ანგელოზს ფუძის ანგელოზისა და მეზირის თვისებებიც აქვს შერწყმული და ფუძის ანგელოზის სახელსაც კი იზიარებს.

გარეგნობა

სახლის ანგელოზის ყველაზე გავრცელებული სახე მშვენიერი ახალგაზრდა ქალია, ხშირად თეთრადაა ჩაცმული. თუმცა, იშვიათი გამონაკლისების გარდა თავისი ნამდვილი სახით ადამიანებს არ ეჩვენება.

ეტიმოლოგია

სიტყვა ანგელოზი ბერძნულიდან მოდის და ქრისტიანობასთან ერთადაა შემოსული და მისი გავლენით დამკვიდრებული ძველ ქართველურ რწმენაში. ხშირად ეს ტერმინი მიესადაგება სულებს, უხორცო არსებებს. განსაკუთრებით, მათ, რომლებიც ვინმეს, ან რამეს იცავენ, მაგ.: დროშათმცავი ანგელოზი, კაცზე მდგომ-მავალი ანგელოზი და მრავალი სხვა. სხვადასხა კუთხეში სიტყვა სახლი შეიძლება ჩანაცვლდეს და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფუნქციები და ძალები მიეწერება სახლის მფარველ სულს იმ კუთხეში.

სახელები

  • ნერჩი პატჷნი (ნერჩი პატენი, ნერჩი პატონი) - თარგმ. ნერჩის ბატონი, ფუძის ბატონი
  • სახლის ანგელოზი
  • ფუძის ანგელოზი
  • ოჯახის ანგელოზი
  • მეკეზისწვრე ანგელოზი
  • სახლთანგელოზი
  • სახლის ბედ-ანგელოზი
  • კარის ანგელოზი
  • დედათაანგელოზი
  • ადგილის დედა

რწმენები და ჩვეულებები სხვადასხვა კუთხეებში

გორისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში ჩაწერილი თქმულებების მიხედვით, სახლსა და ოჯახს მფარველობს ფუძის ანგელოზი, რომელსაც ამ კუთხეში სახლის ანგელოზსაც, იშვიათ შემთხვევაში კი ოჯახის ანგელოზს უწოდებენ.

ქართლელები და მთიულები თვლიან, რომ იგი ახალგაზრდა, უბიწო ქალია. ის საკუთარი ნამდვილი სახით არავის ეჩვენება, თუმცა შეიძლება, ზოგჯერ კარის მეზობლის ქალიშვილის სახე მიიღოს და ასე დაელაპარაკოს თავისი ოჯახის წევრს.

რომ ფუძის ანგელოზის საცხოვრებლად განჯინა მიიჩნევა. აპოლონ ცანავას წიგნში "ქართული მითოლოგია" სოფ. შინდისის მკვიდრი იხსენებს, რომ ახალ გამომცხვარ პურს დედა განჯინაში ატანდა ანგელოზისთვის მისართმევად, რადგან ყველაფერი კარგი ჯერ ფუძის ანგელოზისთვის უნდა შეეთავაზებინათ. მას ოჯახის სადღეგრძელოშიც იხსენიებენ, ლოცავენ და ოჯახის ბოროტებისგან დაცვას შესთხოვენ.

საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის შემთხვევაში ოჯახის წევრები ფუძის ანგელოზის მიმართ ლოცულობენ, სანთლებს უნთებენ და ეხვეწებიან, თან წაჰყვეს. გზის სწავლება არ ჭირდება, თავად აგნებს მათ ახალ სახლს, თუმცა, ზოგჯერ შაქრის ნატეხებსაც უყრიან გზაში. ძველი რწმენის მიხედვით, ოჯახის გაყოფის შემთხვევაში, ანგელოზი თუ განაყოფს თან არ წაჰყვება, განრისხდება და ოჯახისათვის საშიში გახდება, ან შეიძლება, სულაც მიატოვოს ისინი. მის გაბრაზებას გაჭაბუკებასაც ეძახიან. ითვლება, რომ სახლში, სადაც მუდმივად არეულობა და ჩხუბია, სწორედ ფუძის ანგელოზი განარისხეს.

სახლის მფარველი ხევსურებისთვის მეკეზისწვრე ანგელოზია, რომელიც სახლის თავხეზე – კეზზე – ცხოვრობს. მეკეზისწვრე უშუალოდ ნაგებობას იცავს, ხევსურები მას საკლავს უკლავენ და სახლის ზიანისგან დაცვას ევედრებიან. ამით მეკეზისწვრე ანგელოზი მეზირის ფუნქციებს ასრულებს, თუმცა, მეზირისგან განსხვავებით იგი უსხეულო სულია და არა ხორციელი არსება.

ხევში მკვეთრადაა გამიჯნული კონკრეტული სახლის მაცხოვრებელი ოჯახის მფარველი, მათი გვარის მფარველი და მათი სახლის ფიზიკური სიმრთელის მცველი. ამგვარად გამოიყოფა სამი ზებუნებრივი არსება: სახლის ანგელოზი, ფუძის ანგელოზი და ფუძის გველი.

მოხევეთა ოჯახის მფარველს სახლის ანგელოზი ჰქვია. გარდა ამისა, მას ეწოდება სახლთანგელოზი, სახლის ბედანგელოზი, კარის ანგელოზი, დედათაანგელოზი და საკმაოდ ხშირად გამოიყენება სახელი ადგილის დედა.

ადგილის დედა სენაში ბუდობს და ოჯახს იფარავს. ქართლელ-მთიულთა მსგავსად მოხევენიც თვლიდნენ, რომ ეს ღვთაება მშვენიერი ქალია, და იშვიათი გამონაკლისების გარდა ადამიანის თვალისთვის უჩინარია. ვალერიან ითონიშვილის წიგნში "მოხევეების საოჯახო ყოფა", აღწერილია მოხევე ქალის მონათხრობი, რომელსაც ძროხების წველის დროს ადგილის დედა ეჩვენებოდა. ის მას ამ სიტყვებით აღწერს: "ადგილის დედა კელაპტარივით თეთრად მაკმაზული, საყურ ბეჭდიანი, როგორც ელვა".[1] სახლთანგელოზის თეთრ კაბაში გამოწყობა ანდრეზებშიცაა მოხსენეული. ერთ-ერთ მონათხრობში კი მისი ტანსაცმელი აღწერილია, როგორც მთლიანად ბუმბულისგან გაკეთებული.

ყოველ ხუთშაბათს მოხევე დიასახლისი ადგილის დედის სახელზე ქადას აცხობს პირველი ნადუღარი, ანუ ე.წ. თავთავაჲ ერბოთი. დიასახლისი სენაში განმარტოვდება, ჭრის ქადას, სანთლებს ანთებს და ადგილის დედას ოჯახისა და საქონლის დაცვას სთხოვს. ეს ქადა მხოლოდ დიასახლისმა უნდა შეჭამოს, რადგან სხვებისთვის განაწილება ადგილის დედას გაანაწყენებს. განსაკუთრებით ცუდია, თუ მას მამაკაცი შეჭამს.

ადგილის დედას ისიც აბრაზებს, თუ ოჯახის წევრები საცხოვრებელზე წუწუნებენ და ბუზღუნებენ, აქვთ კონფლიქტები. მათ უკმაყოფილებას თავის მიმართ სამდურავად აღიქვამს. მისი წყენისა და ბრაზის პირველი ნიშანი მის მიერ სახლში ატეხილი ხმაურია. ოჯახის წევრებს ესმით უცნაური ხმები – გმინვა, ბუტბუტი და ბრაგუნი. გამწყრალ ადგილის დედას საკლავს უკლავენ, ლოცულობენ, რომ როგორმე გული მოიბრუნოს.

სალხინო სუფრაზე უკანასკნელი სადღეგრძელოც სახლის ანგელოზს ეკუთვნის და ფეხზე დგომით ისმევა სტუმარ-მასპინძლის გამომშვიდობებისას.

სამეგრელოში შემონახულია სახლის მფარველი ღვთაების ქრისტიანობამდელი სახელი - აქ იგი ნერჩი პატენის (ნერჩის ბატონის, ფუძის ბატონის) სახელითაა ცნობილი. სიტყვა ნერჩი ძველ ქართულშიც არსებობდა და აღნიშნავდა ჭურჭლის, ან ნავის გარეგან ძირს, რომელიც მიწას ეხებოდა. ეს სიტყვა შემორჩენილია დასავლეთ საქართველოს დიალექტებსა თუ კილოკავებშიც.

აქაც, როგორც საქართველოს არაერთ სხვა კუთხეში, გვარის, კონკრეტული ოჯახისა და საცხოვრისის მფარველის თვისებები შერწყმული ჩანს ერთ ზებუნებრივ არსებაში. მას სთხოვენ შემწეობას სახლის აგებაში, ოჯახისთვის ბედნიერების მოტანას, გამრავლებასა და საქონლის რაოდენობის გაზრდასაც კი.

ნერჩისთვის საგანგებო რიტუალის ჩატარება სახლის აშენების აუცილებელი წინაპირობაა, რადგან მომავალ მოსახლეებს ლოცვა-კურთხევა სჭირდებათ ახალი საცხოვრისისთვის განკუთვნილი მიწის მფარველისგან. ამ რიტუალს “დიხაშ ხვამა” (მიწის დალოცვა), ან “ოხორიშ ხვამა” (სამოსახლოს დალოცვა) ეწოდება. ლოცვას ოჯახის უფროსი მამაკაცი ასრულებს ღვინით სავსე სასმისით ხელში და ოჯახის სხვა წევრების თანდასწრებით. საგანგებოდ აცხობენ მცირე ზომის პურებს, რომლებსაც დაგეგმარებული ნაგებობის ოთხივე კუთხეში ათავსებენ და ანთებენ სანთლებს.

სხვა კუთხეების მსგავსად, საცხოვრებელი ადგილის გამოცვლისას ოჯახი თავისი სახლის მფარველის ახალ სახლში მისაპატიჟებელ რიტუალს ატარებს.

ნერჩისთვის მფარველობისა და ბარაქის თხოვნის ლოცვას არა მხოლოდ სახლის აგებისას, არამედ შემდგომშიც მიმართავენ. “ნერჩიშ ხვამა» (ფუძის ლოცვა), იგივე ოჯუმაშხური (საოთხშაბათო), საარდგილო (საადგილო), ან ოტუტუცე (სატუტუცო) ყოველ დიდმარხვამდე 25 დღით ადრე, ოთხშაბათ დღეს აღევლინება.

მეგრელთა რწმენის მიხედვით, ნერჩის მფარველმა შეიძლება, უშვილობა მოუვლინოს ოჯახში შემოსულ რძალსაც და ოჯახიდან გათხოვებულ ქალსაც. თუ ახალმოსული რძალი ვერ ფეხმძიმდება, პირველად ქმრის ოჯახის ფუძეზე მიაქვთ ეჭვი, თვლიან, რომ ის გამწყრალია და ტარდება საგანგებო რიტუალი “ნერჩი გითოხვამა”, რომელშიც თავიანთ ფუძეს შესთხოვენ ახალ რძალზე გულის მობრუნებას. თუ ეს არ შველის, იტყვიან: "იქაურ ფუძეს ჰყავს შეპყრობილი"-ო [2], რძალი მშობლების სახლში მიჰყავთ და ახლა იქ ატარებენ მსგავს რიტუალს.

რადგან უშვილობის მიზეზად ნერჩი პატენი მიიჩნევა, შვილიერებაც მასთანაა დაკავშირებული. ამიტომ ქალის მშობიარობის შემდეგ სრულდება წეს-ჩვეულება "ჭაში ეფართხუა" (ჩალის აყრა), რომელშიც კვლავ ნერჩის მიმართავენ და დედისა და ბავშვის კეთილდღეობას სთხოვენ.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ა. ცანავა. ქართული მითოლოგია, გვ. 72-74 - თბილისი, გამომცემლობა "მერანი", 1992.
  • ნ. ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები, გვ. 248, 464, 471-472, 524-525 - თბილისი, გამომცემლობა "უნივერსალი" 2017. ISBN 078-0041-22-996-1
  • ვ. ითონიშვილი. მოხევეების საოჯახო ყოფა, გვ. 103-105 - თბილისი, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", 1970.
  • ზ. კიკნაძე. ანდრეზები (აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიურ-მითოლოგიური გადმოცემები), გვ. 346-347 - თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ითონიშვილი, ვალერიან (1970). მოხევეების საოჯახო ყოფა, გვ. 103. 
  2. ნუგზარ, ანთელავა (2017). კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები, გვ. 472. 

Read other articles:

Ronald Harry CoaseRonald CoaseLahir(1910-12-29)29 Desember 1910Willesden, InggrisMeninggal2 September 2013(2013-09-02) (umur 102)Chicago, Amerika SerikatTempat tinggalAmerika SerikatKebangsaanUnited KingdomAlmamaterLSEDikenal atasCoase Theoremanalisis biaya transaksi / transaction costPenghargaanPenghargaan Nobel bidang Ekonomi tahun 1991Karier ilmiahBidangEkonomiInstitusiUniversity of ChicagoPembimbing doktoralArnold Plant Ronald Harry Coase (29 Desember 1910 – 2 Septem...

 

Insiden USS LibertyLokasi{{{place}}}Pihak terlibat  Israel  United StatesTokoh dan pemimpin Commander William L. McGonagle Captain Iftach Spector Commander Moshe OrenKorban 34 tewas171 terluka 1 kapal rusak beratlbsPerang Enam Hari Periode Penantian Perang di Sinai Fokus Abu-Ageila Um Katef El Arish Perang di Yordania Bukit Amunisi Kota Tua Augusta Victoria Betlehem Perang di Laut Tengah Insiden USS Liberty Perang di Suriah Fokus Tel Faher Insiden USS Liberty adalah serang...

 

Dhea AngeliaLahirDhea Angelia18 Agustus 2001 (umur 22)Jakarta, IndonesiaKebangsaanIndonesiaNama lainDhea, DeyPekerjaanPenyanyiAktrisPenariPresenterModelTahun aktif2018–2023Karier musikGenrePopInstrumenVokalLabelIndonesia Musik Nusantara (2022-2023)Artis terkaitJKT48Mantan anggotaJKT48 (2018–2023)Situs webhttp://www.jkt48.com/ Dhea Angelia yang biasa akrab dipanggil Dey (juga dikenal sebagai Dey JKT48) adalah salah seorang penyanyi Indonesia dan mantan anggota JKT48 yang be...

Dalam nama Korean ini, nama keluarganya adalah Jung. Jeong Ye-inJeong Ye-in pada Mei 2019LahirJeong Ye-in04 Juni 1998 (umur 25)Incheon, Korea SelatanPekerjaanPenyanyiaktrisKarier musikGenreK-popInstrumenVokalTahun aktif2014–sekarangLabelWoollimSUBLIMEArtis terkaitLovelyzNama KoreaHangul정예인 Hanja鄭叡仁 Alih AksaraJeong Ye-inMcCune–ReischauerChŏng Ye-in Jeong Ye-in (정예인)[1] (lahir 4 Juni 1998) atau lebih dikenal dengan nama panggung Yein, adalah seorang penyanyi...

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Oktober 2022. Hindu Senaहिंदू सेनाTanggal pendirian10 Agustus 2011Kantor pusatHindu Mahasabha Bhawan,New Delhi, IndiaPresiden NasionalVishnu GuptaAfiliasiHindutvaNasionalisme HinduSitus webhindusena.co.in Hindu Sena (IAST: Hindu Sēnā) (terjemahan...

 

artikel ini tidak memiliki pranala ke artikel lain. Tidak ada alasan yang diberikan. Bantu kami untuk mengembangkannya dengan memberikan pranala ke artikel lain secukupnya. (Pelajari cara dan kapan saatnya untuk menghapus pesan templat ini) Berkas:AutomatixLogo.agr.png Automatix Inc, didirikan pada Januari 1980, merupakan sebuah perusahaan pertama yang memasarkan robot industri dengan built-in mesin visi. Para pendirinya adalah Victor Scheinman, penemu lengan Stanford, Phillippe Villers, Mich...

Perhimpunan Bangsa-Bangsa Asia Tenggara Burmaအရှေ့တောင်အာရှနိုင်ငံများအသင်းFilipino:Samahán ng mga Bansâ sa Timog Silangang Asya[1]Indonesia:Perhimpunan Bangsa-bangsa Asia Tenggara[2]Khmer:សមាគមប្រជាជាតិអាស៊ីអាគ្នេយ៍Lao:ສະມາຄົມປະຊາຊາດແຫ່ງອາຊີຕະເວັນອອກສຽງໃຕ້Melayu:Persatuan Negara-negara As...

 

British politician (1910–1992) By Godfrey Argent 1969 Derek Colclough Walker-Smith, Baron Broxbourne, TD, PC, QC (13 April 1910 – 22 January 1992), known as Sir Derek Walker-Smith, Bt, from 1960 to 1983, was a British Conservative Party politician. The son of Sir Jonah Walker-Smith (1874–1964) and his wife Maud, daughter of Coulton Walker Hunter,[1] Walker-Smith was educated at Rossall School and Christ Church, Oxford. He became a barrister, called to the bar by ...

 

Cet article est une ébauche concernant les neurosciences. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. Le connectome est un plan complet des connexions neuronales d'un cerveau. La production et l'étude des connectomes est la connectomique. À l'échelle microscopique, elle décrit la disposition des neurones et des synapses dans tout ou partie du système nerveux d'un organisme. À l'échelle macroscopique,...

VlistBekas munisipalitas / kota BenderaNegaraBelandaProvinsiHolland SelatanLuas(2006) • Total56,52 km2 (2,182 sq mi) • Luas daratan53,79 km2 (2,077 sq mi) • Luas perairan2,73 km2 (105 sq mi)Populasi (1 January 2007) • Total9.817 • Kepadatan183/km2 (470/sq mi) Source: CBS, Statline.Zona waktuUTC+1 (CET) • Musim panas (DST)UTC+2 (CEST) Vlist (pengucapanⓘ) adalah ...

 

Local government area in the Wheatbelt region in Western Australia Shire of NarroginWestern AustraliaThe state heritage listed Narrogin Town Hall, 2018Location in Western AustraliaPopulation4,779 (LGA 2021)[1]Established1892Area1,618.8 km2 (625.0 sq mi)Shire presidentLeigh BallardCouncil seatNarroginRegionWheatbeltState electorate(s)RoeFederal division(s)O'ConnorWebsiteShire of Narrogin LGAs around Shire of Narrogin: Williams Cuballing Wickepin Williams Shire of Narrogi...

 

Émile Gentil Émile Gentil (Volmunster, 4 aprile 1866 – Bordeaux, 30 marzo 1914) è stato un ufficiale ed esploratore francese. Nacque a Volmunster nel dipartimento della Mosella e si diplomò all'École Navale, la scuola di formazione degli ufficiali di marina francesi. Dal 1890 al 1892, con il grado di guardiamarina (enseigne), fu incaricato di svolgere sondaggi idrografici lungo la costa del Gabon. Nel 1892 entrò nell'amministrazione coloniale in Gabon. Gentil è noto soprattutto per a...

Dewan Perwakilan Rakyat Kabupaten Gayo LuesDewan Perwakilan Rakyat Kabupaten Gayo Lues 2019-2024JenisJenisUnikameral Jangka waktu5 tahunSejarahSesi baru dimulai2 September 2019PimpinanKetuaH. Ali Husin, S.H. (Golkar) sejak 14 Oktober 2019 Wakil Ketua IH. Ibnu Hasyim, S.Sos., M.M. (Demokrat) sejak 14 Oktober 2019 Wakil Ketua IIH. Abdul Rauh (PKB) sejak 14 Oktober 2019 KomposisiAnggota20Partai & kursi   PDI-P (1)   NasDem (2)   PKB (2)   H...

 

Physical, legal, and cultural separation of people according to their biological sex Sex separation is common for public toilets and is often indicated by stick-figure gender symbols on the toilet doors. Sex segregation, sex separation, sex partition, gender segregation, gender separation, or gender partition is the physical, legal, or cultural separation of people according to their biological sex at any age. Sex segregation can refer simply to the physical and spatial separation by sex with...

 

American politician James G. ScrughamUnited States Senatorfrom NevadaIn officeDecember 7, 1942 – June 23, 1945Preceded byBerkeley L. BunkerSucceeded byEdward P. CarvilleMember of the U.S. House of Representativesfrom Nevada's At-Large districtIn officeMarch 4, 1933 – December 7, 1942Preceded bySamuel S. ArentzSucceeded byMaurice J. Sullivan14th Governor of NevadaIn officeJanuary 1, 1923 – January 3, 1927LieutenantMaurice J. SullivanPreceded byE...

Первая страница письма В. И. Ленина Д. И. Ульянову о шахматной задаче. 17 февраля 1910 Ле́нин и ша́хматы — тема, неоднократно становившаяся предметом анализа не только историков, но и профессиональных шахматистов. Она отражена в записях самого Ленина, широко пре...

 

Species of bird Black-throated magpie-jay In the Jacksonville Zoo and Gardens, Florida Conservation status Least Concern  (IUCN 3.1)[1] Scientific classification Domain: Eukaryota Kingdom: Animalia Phylum: Chordata Class: Aves Order: Passeriformes Family: Corvidae Genus: Calocitta Species: C. colliei Binomial name Calocitta colliei(Vigors, 1829) Synonyms Calocitta elegans Finsch, 1871 Corvus bellockii Cyanocorax colliei The black-throated magpie-jay (Calocitta colliei) is a ...

 

AlfiereAlfiere, disegnato da Carlos Pacheco e Cam Smith UniversoUniverso Marvel Nome orig.Lucas Bishop AutoriJohn Byrne Whilce Portacio EditoreMarvel Comics 1ª app. inThe Uncanny X-Men n. 282 (novembre 1991) Editore it.Marvel Italia 1ª app. it. inGli incredibili X-Men n. 52 (ottobre 1994) Caratteristiche immaginariePoteriCapacità di assorbire energia, immagazzinarla e riemetterla in varie forme Lucas Bishop, noto in italiano anche come Alfiere, è un personaggio dei fumetti s...

معاهدة باطوميمعلومات عامةالنوع معاهدة سلامالتوقيع 4 يونيو 1918المكان باطومي، جورجياشروط النفاذ مُصدق عليهاالموقعون الدولة العثمانية جمهورية أرمينيا الأولى جمهورية أذربيجان الديمقراطية جمهورية جورجيا الديموقراطيةتعديل - تعديل مصدري - تعديل ويكي بياناتمعاهدة باطومي وُقع...

 

المحور الوطائي النخامي الغدي التناسلي يشير المحور الوطائي النخامي التناسلي[1] (بالإنجليزية اختصارًا: HPG axis) إلى اجتماع الوطاء (تحت المهاد) والغدة النخامية والغدد التناسلية كما لو كانت هذه الغدد الصماء الفردية كيانًا واحدًا. إذ تعمل هذه الغدد غالبًا بتناسق فيما بينها، و�...