ჰარალე — ქართულ მითოლოგიაში მოსავლისა და ნაყოფიერების ღმერთი. ამ სახელიდან მომდინარეობს სიმღერის ტექსტი „ჰარი, ჰარალე“.
წარმოშობა და გავლენა
ჰარალეს კულტი გავრცელებული იყო ქართველურ ხალხებში, სამხრეთი კავკასიისა და მცირე აზიის ფართო ტერიტორიებზე. მოგვიანებით, ჰარალე იბერიის სამეფოს მთავარ ღმერთთა პანთეონის გამორჩეულ წევრად იქცა. ამ სახელიდან მომდინარეობს ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი მისამღერი "ჰარი ჰარალე".[1]
კულტის გავრცელება
ჰარალეს კულტი გავრცელებული იყო როგორც უშუალოდ ქართველურ ხალხებში, ასევე კავკასიაში სომხების გამოჩენამდე არსებულ, ურარტუს მაღალგანვითარებულ სახელმწიფოში, რომელიც არსებობდა ძვ.წ. IX საუკუნიდან და მეტიც, შესაძლოა სწორედ ურარტუდან შემოვიდა იგი ქართველურ ხალხებში. ურარტუ დასახლებული იყო იბერო-კავკასიური, არაინდოევროპული ხალხით, რომელთა ენაც ახლოს იყო როგორც ნახურ-დაღესტნურ, ასევე ქართველურ ენებთან. ფრანსუა ლენორმანიც, ასირიოლოგი და არქეოლოგი[2], ამას აღნიშნავდა და ამბობდა: „ურარტუს ენის გაგება შეუძლებელია ქართულის გაუთვალისწინებლად“.
სქოლიო