4 - 25 სექტემბერი 1954 ამსტერდამი, ნიდერლანდები
ფიდეს 1952 წლის ჰელსინკიში გამართულმა კონგრესმა, დააკმაყოფილა რა არგენტინის საჭადრაკო ფედერაციის თხოვნა, გადაწყვიტა მომდევნო, XI ოლიმპიადა ბუენოს-აირესში ჩატარებულიყო. თავდაპირველად ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ შეჯიბრების დაწყებამდე ერთი თვით ადრე არგენტინიდან მოვიდა შეტყობინება რომ, უსახსრობის გამო არგენტინელები უარს ამბობდნენ ოლიმპიადის ჩატარებაზე. ამ სიტუაციაში ფიდე ჰოლანდიის საჭადრაკო ფედრაციამ იხსნა, რომელმაც უმოკლეს დროში შეძლო მომზადება ოლიმპიადის მისაღებად. ამსტერდამში ყველა ფავორიტი ჩამოვიდა. არ იყვნენ მხოლოდ ამერიკელები, რომლებმაც თავისი არყოფნა უსახსრობით ახსნეს.
ტურნირი ისევ ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე ყველაფერი ისე დამთვრდა, როგორც მოსალოდნელი იყო. ფავორიტები უპრობლემოდ გავიდნენ მთავარ ფინალში. საბჭოთა კავშირის გუნდი რაღა თქმა უნდა უპირველესი ფავორიტი იყო. მხოლოდ პირველი ოთხი ტური მიყვნენ იუგოსლავიელები საბჭოელებს, მერე და მერე კი სხვაობა ყოველ ტურში იზრდებოდა და პრაქტიკულად მეშვიდე ტურის შემდეგ გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი იყო. სამაგიეროდ დიდი ბრძოლა გაჩაღდა მეორე ადგილისათვის. იუგოსლავიის და არგენტინის გუნდები მონაცველეობით იკავებდნენ ადგილს სატურნირო ცხრილში საბჭოთა გუნდის შემდეგ. საბოლოოდ მეორე ადგილი სამხრეთამერიკელებს დარჩათ, რომლებმაც მხოლოდ ბოლო ტურში აჯობეს მეტოქეს ნახევარი ქულით.
ტექნიკური შედეგები
მონაწილეობდა 25 ქვეყნის 26 ნაკრები გუნდი (კვლავ ცალკე გუნდად თამაშობდა საარის ნაკრები). ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები ოთხ ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მესამე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I-IX ადგილები). დანარჩენები B ფინალურ ტურნირში იბრძოდნენ XIII-XVI ადგილებისათვის. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.
პირველი ეტაპი
- I ჯგუფი: 1. სსრკ - 16,5 2. ნიდერლანდები - 13 3. ისლანდია - 11 4. ავსტრია - 9,5 5. ფინეთი- 5,5 6. საბერძნეთი - 4,5
- II ჯგუფი: 1. არგენტინა - 14 2. ბულგარეთი- 13,5 3. ჩეხოსლოვაკია - 13,5 4. კანადა- 10 5. იტალია- 7,5 6. ირლანდია - 1,5
- III ჯგუფი: 1. ისრაელი - 16 2. იუგოსლავია - 14 3. შვედეთი - 14 4. დანია - 11,5 5. ნორვეგია- 11 6. გერმანია (საარი) - 8
- IV ჯგუფი: 1. უნგრეთი - 18 2. გერმანია - 16,5 3. ინგლისი - 13,5 4. შვეიცარია - 13,5 5. კოლუმბია- 12,5 6. ბელგია - 9 7. ლუქსემბურგი - 1
მეორე ეტაპი
13. შვეიცარია - 37 14. კანადა - 36 15. ავსტრია - 36 16. დანია - 34,5 17. იტალია - 28,5 18. კოლუმბია - 27,5 19. ბელგია - 27 20. ფინეთი - 26,5 21. საფრანგეთი - 26 22. გერმანია (საარი) - 24 23. ნორვეგია - 22 24. საბერძნეთი - 21 25. ირლანდია - 11 26. ლუქსემბურგი - 7
I-XII ადგილები
ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები
მიხეილ ბოტვინიკი 8,5 (+6=5-0), ვასილი სმისლოვი 9 (+8=6-0), დავიდ ბრონშტეინი 10,5 (+7=7-0), პაულ კერესი 13,5 (+13=1-0), ეფიმ გელერი 5 (+4=2-1), ალექსანდრე კოტოვი 4 (+4=0-2)
მიგელ ნაიდორფი 10,5 (+7=7-1), ხულიო ბოლბოჩანი 11,5 (+8=7-0), ოსკარ პანო 6,5 (+3=7-3), კარლოს ენრიკე გიმარი 4 (+3=2-1), ნესტორ დეკიუ როსეტო 4,5 (+3=3-2), ჰერმან პილნიკი 4 (+3=2-2)
ვასია პირცი 7,5 (+3=9-1), სვეტოზარ გლიგორიჩი 8 (+4=8-2), პეტარ ტრიფუნოვიჩი 7 (+3=8-1), ბრასლავ რაბარი 3 (+1=4-3), ანდრია ფუდერერი 8,5 (+6=5-1), ალექსანდრ მატანოვიჩი 6,5 (+5=3-1)
საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით
ლიტერატურა
- Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
- Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
- Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
- Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006
რესურსები ინტერნეტში