სან-ფერნანდო (ოფიციალურად ქალაქი სან-ფერნანდო; ტაგ: Lungsod ng San Fernando) − მესამე კლასის შემადგენელი ქალაქი ლა-უნიონის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, სან-ფერნანდოს მოსახლეობა 121 812 ადამიანს შეადგენს.
სან-ფერნანდო ლა-უნიონის პროვინციის ფინანსური, სამრეწველო და პოლიტიკური ცენტრია და ილოკოსის რეგიონის (I რეგიონი) რეგიონული ცენტრის ფუნქციასაც ასრულებს.
გეოგრაფია
ქალაქს ჩრდილოეთიდან სან-ხუანი ესაზღვრება, სამხრთიდან - ბაუანგი, აღმოსავლეთიდან − ბაგულინი და ნაგუილანი, ხოლო დასავლეთიდან - სამხრეთ ჩინეთის ზღვა. ქალაქის ფართობი 10 272 ჰექტარია.
სან-ფერნანდო ეროვნული დედაქალაქის რეგიონიდან 269 კმ-თაა დაშორებული.
ბარანგაები
სან-ფერნანდო 59 ბარანგაიდ იყოფა.
ეკონომიკა
სან-ფერნანდოს ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა (ბრინჯი, ფოთლოვანი ბოსტნეული, ფესვეული კულტურები, სიმინდი, თამბაქო). სანაპირო ზოლში მოსახლეობა მეთევზეობას მისდევს. ქალაქის ადგილობრივი დელიკატესია პატოპატი, რომელიც აგდაპილისგან (შაქრის ლერწამი) მზადდება.[2]
დაძმობილებული ქალაქები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| მაღალურბანიზებული ქალაქები | | |
---|
| დამოუკიდებელი შემადგენელი ქალაქები | |
---|
| შემადგენელი ქალაქები | |
---|
|