სან-კარლოსი (ოფიციალურად ქალაქი სან-კარლოსი; ტაგ: Lungsod ng San Carlos) ― მესამე კლასის ქალაქი პანგასინანის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 188 571 ადამიანს შეადგენს. სან-კარლოსი პანგასინანისა და მთელი ილოკოსის რეგიონის მასშტაბით პირველ ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.
ისტორია
წინაკოლონიურ ხანაში სან-კარლოსში მდიდარი თემი ცხოვრობდა. თავდაპირველად მას ბინალატონგანი ეწოდებოდა, რომელიც ლუიაგ-ნა-კაბოლოანის, ანტიკური სამეფოს დედაქალაქი იყო (მის შემადგენლობაში დღევანდელი ტარლაკის, სამბალესის, ნუევა-ესიხას, ლა-უნიონის, პანგასინანისა და ბენგეტის პროვინციებიც შედიოდა). ამ პერიოდში პანგასინანი იაპონიასთან, ჩინეთთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებთან დამოუკიდებლად ვაჭრობდა.
1960-იან წლებში სან-კარლოსის მუნიციპალიტეტი ორ უბნად გაიყო. 1965 წელს მცირე უბანი ბაისტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შევიდა.[2] 1966 წელს, 4487-ე რესპუბლიკური აქტის მიღების შემდეგ დიდი უბანი ქალაქ სან-კარლოსად გამოცხადდა.[3]
2007 წლის 28 აპრილს სან-კარლოსის ყოფილი მერი, ხულიან ვ. რესუელო ქალაქის მთავარ მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე მოკლეს.[4]
ბარანგაები
სან-კარლოსი 86 ბარანგაიდ იყოფა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| მაღალურბანიზებული ქალაქები | | |
---|
| დამოუკიდებელი შემადგენელი ქალაქები | |
---|
| შემადგენელი ქალაქები | |
---|
|