ყოფილი იუგოსლავიის გეოგრაფიულ სივრცეში საბოლოო პოლიტიკური სეპარაციის პროცესი ჯერ კიდევ არაა დასრულებული.
სამხრეთსლავისტიკა, როგორც დარგი
სამხრეთსლავისტიკა არის სლავთმცოდნეობის ( სლავისტიკის ) ერთ–ერთი ქვედარგი, რომელიც სამხრეთსლავური ქვეყნების (უპირველეს ყოვლისა მათი ენებისა და კულტურების) შესწავლითაა დაკავებული.
სამხრეთსლავისტიკა თავის მხრივ ძირითადი სამხრეთსლავური ენების მიხედვით დაიყოფა ბულგარისტიკად, სლოვენისტიკად და სერბო-ხორვატისტიკად. თუმცა ამ უკანასკნელი დარგის, სერბო–ხორვატისტიკის პარტიკულარიზაცია პოლიტიკური მიზეზით მოხდა ; იუგოსლავიის სახელმწიფოს დაშლამ შედეგად თან ისიც მოიტანა, რომ ევროპის მრავალ უნივერსიტეტში ახლადგაჩენილი სახელმწიფოების მიხედვით სერბისტიკის, ხორვატისტიკის და ბოსნისტიკის კათედრები ჩამოყალიბდა.
სერბეთი და ბოსნია ერთდროულად ორივე ანბანს მოიხმარს, თუმცა სერბეთში უფრო კირილური ანბანი (ანუ ჩირილიცა განვრცობილია დამატებითი დიაკრიტიკული ნიშნებით) სჭარბობს, ხოლო ბოსნიაში უფრო — ლათინური დამწერლობა. (ისტორიულად ისლამის აღმსარებელ ბოსნიაში გამოიყენებდნენ არაბულ დამწერლობას დამატებითი დიაკრიტიკული ნიშნებით . არაბული ანბანის ბოსნიური ნაირ–სახეობას არებიცა ჰქვია.)
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვიკიპედიას აქვს 4, სერბულ-ხორვატული, სერბული, ხორვატული და ბოსნიური განყოფილება.
სერბულ-ხორვატული ვიკიპედიის ენათა ჩამონათვალში აღნიშნულია ორივე ანბანზე ჯერ ლათინურ, ხოლო მერე კი კირილურ ანბანზე ამ თანმიმდევრობით – Srpskohrvatski / Српскохрватски და აქვს კოდი (sh)
სერბული ვიკიპედიის ენათა ჩამონათვალში აღნიშნულია ორივე ანბანზე ჯერ კირილურ, ხოლო მერე კი ლათინურ ანბანზე ამ თანმიმდევრობით – Српски / Srpski და აქვს კოდი (sr)
ხორვატული ვიკიპედიის ენათა ჩამონათვალში აღნიშნულია ლათინურ ანბანზე ასე Hrvatski და აქვს კოდი (hr)
ბოსნიური ვიკიპედიის ენათა ჩამონათვალში აღნიშნულია ლათინურ ანბანზე ასე Bosanski და აქვს კოდი (bs)
გ. ჟუჟუნაშვილი: სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია, XX საუკუნე. გიორგი ჟუჟუნაშვილი, გურამ კუტალაძე, ზაირა გერგედავა-ჭელიძე, რამაზ ვაჟბედაშვილი ; [რედ.: მერაბ ვაჩნაძე] ; თსუ - თბილისი: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2005.
კ. მეშველიანი: სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია : ბულგარეთი XIX საუკუნიდან 1917 წლამდე ოქტომბერი. თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1977.
კ. მეშველიანი: სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია : სერბეთი XIX საუკუნიდან 1917 წლამდე. თბილისი: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1985.