ჟუან VI (პორტ. João VI; დ. 13 მაისი, 1767, ლისაბონი, პორტუგალია — გ. 10 მარტი, 1826, იქვე) — პორტუგალიის მეფე 1816–1826 წლებში. ბრაგანსის დინასტიიდან. 1799–1816 წლებში რეგენტი (სახელმწიფოს ფაქტობრივად მართავდა დედის მარიამ I-ის ავადმყოფობის გამო). აბსოლუტური მონარქიის მომხრე, მაგრამ იძულებული იყო ლიბერალებსა და აბსოლუტისტებს შორის მოქნილი პოლიტიკა გაეტარებინა. 1793 წელს შეუერთდა პირველ ანტიფრანგულ კოლაიციას. ნაპოლეონ I-ის ჯარების პორტუგალიაში შეჭრის (1807) შემდეგ ბრაზილიაში წავიდა. 1821 წელს დაბრუნდა ლისაბონში. იძულებული იყო ეცნო პორტუგალიის ლიბერალური კონსტიტუცია, ხოლო 1825 წელს - ბრაზილიის დამოუკიდებლობა.
რესურსები ინტერნეტში