ჟან კალვინი

ჟან კალვინი
ფრანგ. Jean Calvin[1]
დაბადების თარიღი 10 ივლისი, 1509[1] [2]
დაბადების ადგილი ნუაიონი, პიკარდია, საფრანგეთის სამეფო[3] [2]
გარდაცვალების თარიღი 27 მაისი, 1564[1] [2] (54 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჟენევა, ჟენევის რესპუბლიკა[3] [2]
დასაფლავებულია სამეფო სასაფლაო[4]
საქმიანობა pastor[1] , Protestant reformer[1] , თეოლოგი[5] , ადვოკატი და მწერალი[6]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა  საფრანგეთის სამეფო[7]
ჟენევის რესპუბლიკა
ალმა-მატერი Collège de la Marche, Collège de Montaigu, University of Bourges, ორლეანის ძველი უნივერსიტეტი და ორლეანის უნივერსიტეტი[8]
Magnum opus Institutes of the Christian Religion
მეუღლე იდელეტ კალვინი
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

ჟან კალვინი, ჟან კოვენი (ფრანგ. Jean Calvin, Jehan Cauvin, ლათ. Ioannes Calvinus; დ. 1509 ნუვაიონი, საფრანგეთი — გ. 1564, ჟენევა, შვეიცარია) — ფრანგი თეოლოგი, რეფორმატორი, კალვინიზმის დამფუძნებელი.

ბიოგრაფია

ჟან კოვენი დაიბადა 1509 წლის 10 ივლისს ქალაქ ნუაიონში, საფრანგეთი. 14 წლის ასაკში მამამისმა, ადვოკატმა ჟერარ კოვენმა, გაგზავნა პარიზის უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სასწავლად. 1532 წელს ორლეანში დაიცვა სადოქტორო ხარისხი.

1536 წელს გაემგზავრა შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, თუმცა გზად შეჩერდა და, საბოლოოდ, დასახლდა ჟენევაში. იმავე წელს ქალაქიდან გაქცევა მოუწია, ვინაიდან ძალაუფლება მისმა მოწინააღმდეგეებმა ჩაიგდეს ხელთ. 1538–1541 წლებში სტრასბურში მღვდლად მსახურობდა. 1541 წელს ჟენევის მაგისტრატმა სთხოვა ქალაქში დაბრუნება. კალვინი დაბრუნდა ჟენევაში, სადაც სიკვდილამდე იცხოვრა. კალვინის რეფორმატორული იდეები არა მარტო შვეიცარიაში გავრცელდა, არამედ მრავალ სხვა ქვეყანაში.

მიუხედავად იმისა, რომ კალვინს არ ჰქონდა საერო ძალაუფლება, ნელ-ნელა ქალაქში დამყარდა რეჟიმი, რომელიც თეოკრატიულ დიქტატურას წააგავდა. კალვინს „ჟენევის პაპსაც“ კი უწოდებდნენ, ხოლო კალვინისტურ ჟენევას - „პროტესტანტულ რომს“[10]. კალვინისტები სასტიკად უსწორდებოდნენ მოწინააღმდეგეებს: თავის შეურიგებელ მტრებს კოცონზე წვავდნენ. მიუხედავად ამისა, კალვინისტური ეკლესიის ორგანიზაციამ მაინც შეინარჩუნა შედარებით დემოკრატიული ხასიათი.

კალვინი გარდაიცვალა 1564 წლის 27 მაისს ქალაქ ჟენევაში.

სერვეტის გასამართლება

იმ დროის ცნობილი მეცნიერი, ექიმი, თეოლოგი და ენათმეცნიერი მიგელ სერვეტი, რომელიც წერდა ნაშრომებს სამების დოგმატის წინააღმდეგ, ჩაება კალვინთან მიმოწერაში. კალვინმა რამდენიმე მიმოწერის შემდეგ, თავის მეგობარს მისწერა: „თუ სერვეტი ხელში ჩავიგდე, არ ვაცოცხლებ“. მართლაც, ცოტა ხანში პირველი მცდელობა კალვინის მხრიდან ვენაში მოხდა, სადაც სერვეტი გამოიჭირა და ბრალი დასდო. სერვეტი ციხეში ჩასვეს, თუმცა იგი გაიქცა ციხიდან, სანამ განაჩენს გამოუტანდნენ. ცოტა ხნის შემდეგ, სერვეტი ჟენევაში გამოჩნდა, სადაც კალვინმა თავისი ქადაგებისას მსმენელებში ამოიცნო და დააპატიმრებინა. ჟენევის კანონებით სხვა ქვეყნის მოქალაქის გასამართლება არ შეიძლებოდა, თუ იგი კრიმინალს არ ჩაიდენდა ქალაქში. თუმცა კალვინმა მთელი თავისი გავლენა გამოიყენა არა მარტო თავის ქვეყანაში, არამედ წერილები დააგზავნა სხვა ქალაქებში და სთხოვა იქ მყოფთ, რომ სერვეტის მოკვლაში დახმარებოდნენ.

საბოლოოდ, კალვინმა თავისი გაიტანა და განაჩენი 26 ოქტომბერს დამტკიცდა — 41 წლის სერვეტის ცეცხლზე დაწვა მიესაჯა. თავისი წიგნები მიაყარეს და ცეცხლი წაუკიდეს, მისი ბოლო სიტყვები იყო: „უფალო იესო ქრისტე, ძეო მარადიული ღვთისა, შემიწყალე მე“. კალვინი ამის შემდგომ წერდა: „უნდა განადგურდნენ ესენი (ანაბაპტისტები) ისე, როგორც ესპანელი სერვეტი გავანადგურე...“

1903 წელს კალვინისტებმა სერვეტის მკვლელობის ადგილას დაფა გააკეთეს წარწერით: „ვაღიარებთ და ვწუხვართ კალვინის შეცდომის გამო, რომელიც იყო მისი დროის შეცდომა.“[11]

გალერეა

თხზულებანი

  • „დარიგებები ქრისტიანულ რწმენაში“ (1536)

ბიბლიოგრაფია

  • „მოკლა კალვინმა სერვეტი?“ — სტენფორდ რივესი, 2008.
  • „ერეტიკოსი, რომელზეც ნადირობდნენ“ — ბაინტონი.
  • „ცივილიზაციის ისტორია — რეფორმაცია“ — ვილიან დურანტი.
  • „ჟან კალვინის ცხოვრება, წერილები და ნაშრომები.“ — რეიბურნი და ჰიუ იანგი (1914).

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Cohen S. G. John Calvin (1509-1564) French churchman and religious reformer // Allergy proceedings : the official journal of regional and state allergy societies.Providence: OceanSide, 1995. — Vol. 16, Iss. 5. — P. 276–278. — ISSN 1046-9354
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Historische Lexikon der Schweiz, Dictionnaire historique de la Suisse, Dizionario storico della SvizzeraBern: 1998.
  3. 3.0 3.1 Кальвин Жан // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  4. Kathari S., Riliet N. Histoire et Guide des cimetières genevoisGenève: Éditions Slatkine, 2009. — P. 502. — ISBN 978-2-8321-0372-2
  5. Deutsche Nationalbibliothek Record #118518534 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  6. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  7. Bibliothèque nationale de France Record #11894896k // BnF catalogue généralParis: BnF.
  8. Mathematics Genealogy Project — 1997.
  9. 9.0 9.1 Augustinian Calvinism
  10. ,,ისტორია - სრული კურსი აბიტურიენტთათვის, ნუგზარ მოლაშვილი, თბილისი, 2010, ,,ცის ნამი,, გვ. 152, ISBN 978-9941-419-01-0
  11. Rue Michel Servet, Genéve, Switzerland at Google maps
  12. ჟან კალვინის ფილიპ მელანხტონისადმი მიწერილი წერილი
  13. ჟან კალვინის კალვინისტური სინოდისადმი მიწერილი წერილი