1961 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი.[2] იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი (1947–1955) და მისი კაპიტანი (1953–1955). 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი,[3] ევროპის სამგზის ჩემპიონი (1947, 1951, 1953) და მესამე პრიზიორი (1955), საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1950, 1953, 1954), მეორე (1947) და ორგზის მესამე (1948, 1952) პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1949, 1950), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე (1952), სტუდენტთა მსოფლიო თამაშების ორგზის (1949, 1951), ახალგაზრდობის I საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების (1953) ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების (1958-1962), თბილისის „დინამოს“ (1962–1967), კამბოჯის ქალთა და კაცთა ეროვნული გუნდების (1968-1970) მთავარი მწვრთნელი.[4] თამაში დაიწყო ქუთაისის „დინამოში“, (1943), 1946 წლიდან გადავიდა თბილისის „დინამოში“. 1962 წელს ოთარ ქორქიას ხელმძღვნაელობით თბილისის „დინამო“ გახდა ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი. ითვლებოდა საბჭოთა კავშირისა და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელად. წლების მანძილზე საბჭოთა კავშირის ნაკრების ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო.