ნუევა-ესპარტა (ესპ. Estado Nueva Esparta) — ვენესუელის შტატი. მოიცავს კუნძულებს: მარგარიტას, კოჩესა და კუბაგუას.
გარდა ამ კუნძულებისა რაიონი მოიცავს მრავალრიცხოვან სხვა პატარა კუნძულებსაც, რომლებიც მეტწილად დაუსახლებელია. ფართობი 1 150 კმ², რითაც ქმნის ვენესუელის ყველაზე პატარა შტატს. მდებარეობს კარიბის ზღვაში, ვენესუელის სანაპიროსთან.
ნუევა-ესპარტა ვენესუელის ერთადერთი კუნძულოვანი შტატია. ადმინისტრაციული ცენტრი ლა-ასუნსიონი (კუნძული მარგარიტა).
თუმცა შტატის მთავარი საქალაქო ცენტრია პორლამარი.
შტატის სახელწოდება უკავშირდება გმირობას, რომელიც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გამოიჩინეს ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის ომში. მათი სიმამაცე დაუკავშირდა ძველ საბერძნეთში არსებულ სპარტელ მეომართა გმირულ მოქმედებას.
მთავარი კუნძულია მარგარიტა, რომლის ფართობია 934 კმ².
შტატი ჩამოყალიბდა 1909 წელს, 1947 წელს შეუერთდა კუნძული კუბაგუა.
მუნიციპალიტეტები
ნუევა-ესპარტა მოიცავს 11 მუნიციპალიტეტს, ესენია:
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| შტატები | | |
---|
| სპეციალური სტატუსის მქონე ტერიტორიები | |
---|
|