ნიკოს ანასტასიადესი (ბერძ. Νίκος Αναστασιάδης; დ. 27 სექტემბერი, 1946) — ბერძენ-კვიპროსელი პოლიტიკოსი, მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის - დემოკრატიული გაერთიანება ლიდერი და კვიპროსის პრეზიდენტი 2013-2023 წლებში.
კვიპროსის 2011 წლის 22 მაისის საპარლამენტო არჩევნებში დემოკრატიულმა გაერთიანებამ მოიპოვა 20 მანდატი, აჯობა ყველა პარტიას, თუმცა კვიპროსის 56 წევრიან პარლამენტში ვერ მოიპოვა უმრავლესობა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოფიციალური კანდიდატი იყო[1][2].
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოიგო ხმათა 57,48 %-ით.
ბიოგრაფია
დაიბადა 1946 წლის 27 სექტემბერს, ქალაქ პერა-პედში, კვიპროსი. დაამთავრა ათენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასპირანტურა. სწავლის დროს საბერძნეთში, გეორგიოს პაპანდრეუს მიერ დაარსებული კოალიციის წევრი გახდა. არის იურიდიული ფირმის „ნიკოს ანასტასიადესი და პარტინიორების“ დამფუძნებელი[3].
პოლიტიკური მოღვაწეობა
ანასტასიადესი პარლამენტში პირველად 1981 წელს მოხვდა, ხოლო 1977 წლის 8 ივნისს გახდა თავისი პარტის ლიდერი[4].
2012 წლის მარტში, ნიკოს ანასტასიადესი საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული გაერთიანების ოფიციალური კანდიდატი გახდა. არჩევნების პირველ ტურში ანასტასიადესმა მიიღო ხმათა 45%, ხოლო მისმა კონკურენტებმა სტავროს მალასმა და გეორგიოს ლილიკასმა შესაბამისად 26,9% და 24,9%
[5]. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოიგო ხმათა 57,48%-ით[6].
პირადი ცხოვრება
1971 წელს დაქორწინდა ანდრი მუსტაკუდიზე. ჰყავს ორი ქალიშვილი, ელზა და ინო და ოთხი შვილიშვილი ენდი, ნიკოლი, გეორგიოსი და ნიკო [7].
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო