ნიკო კეცხოველი

ნიკო კეცხოველი
დაბ. თარიღი 26 დეკემბერი, 1897(1897-12-26)
დაბ. ადგილი ტყვიავი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 26 დეკემბერი, 1982(1982-12-26) (85 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ბოტანიკოსი და მწერალი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია და რუსთაველის პრემია

ნიკოლოზ (ნიკო) ნიკოლოზის ძე კეცხოველი (დ. 26 დეკემბერი, 1897, სოფ. ტყვიავი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი — გ. 26 დეკემბერი, 1982, თბილისი) — ქართველი ბოტანიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი საქართველოში. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1937), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1945), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

ბიოგრაფია

კეცხოველები სამხრეთ საქართველოდან — კეჩხობიდან არიან. ავტობიოგრაფიულ ნარკვევში ნიკო კეცხოველი წერს: „ჩვენი გვარის ბინადრობა დაკავშირებულია სამხრეთ საქართველოსთან, მესხეთთან, ბორჯომის ხეობასთან. გვიცხოვრია სოფელ კეჩხობში და სახლში ხშირად ამბობდნენ, რომ ჩვენი გვარიც სწორედ ამ სოფლიდან წარმოიშვა. ჩვენი გვარი მრავალ სიგელ-გუჯარში იხსენიება უკვე მეთხუთმეტე საუკუნიდან, მაგრამ ჩანს, რომ მაინცდამაინც ხალხმრავალი გვარი არ ყოფილა“.[1]

ნიკო კეცხოველის მამა ნიკოლოზ ზაქარიას ძე კეცხოველი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში და 1870-იანი წლების ხალხოსნური მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო. იგი კითხულობდა და ავრცელებდა მთავრობის საწინააღმდეგო აკრძალულ ლიტერატურას, რაც მეფის ჟანდარმერიას ყურადღების გარეშე არ დარჩენია. ამიტომაც იყო, რომ იგი მეოთხე კლასიდან გარიცხეს. ნიკოლოზი მასწავლებლად წავიდა სოფელ ნაფარეულში (ყოფ. თელავის მაზრა), მაგრამ იქ იგი დიდხანს არ დარჩა და კვლავ მამის ოჯახში ტყვიავში დაბრუნდა, სადაც ხალხოსნებთან კავშირი ისევ აღადგინა. ნიკოლოზ კეცხოველი დაინტერესდა სოფლის მეურნეობის, განსაკუთრებით კი მეხილეობის განვითარებით. მან განიზრახა გაევრცელებინა ევროპული ხილის ჯიშები, ამისათვის მოაწყო სანერგე და ამრავლებდა სასურველი ჯიშის ნერგებს. კვირტებისათვის ზოგჯერ შორეულ მხარეშიც კი მიემგზავრებოდა ხოლმე, იწერდა საჭირო მასალას ყირიმიდან, საფრანგეთიდან და სხვ.[1]

ამგვარად, ნიკოლოზ კეცხოველი ქართლში ევროპული მეხილეობის შემოღებისა და გავრცელების ერთ-ერთი პიონერთაგანი იყო.[1]

ნიკო კეცხოველმა 1916 წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, ხოლო1926 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პედაგოგიური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1923 წლიდან იყო თსუ-ის ბოტანიკის კათედრის პრეპარატორი, 1926-იდან ამავე კათედრის პედაგოგი, ხოლო 1929-იდან დოცენტი. 1933 წელს ირჩევენ ამ კათედრის გამგედ. კათედრას განაგებდა გარდაცვალებამდე. 1937 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების თავმჯდომარე (1942–1957), ბიოლოგიის განყოფილების თავმჯდომარე (1957–1963), ვიცე-პრეზიდენტი (1943–1945), თსუ-ის რექტორი (1945–1952). 1963 წლიდან გარდაცვალებამდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი (დღეს ეს ინსტიტუტი მის სახელს ატარებს). საქართველოს ბოტანიკოსთა საზოგადოების დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი (1958) და უცვლელი თავმჯდომარე. ქსე-ის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. ძირითადი შრომები ეხება საქართველოს მცენარეული საფარის გეობოტანიკურ, ბოტანიკურ-გეოგრაფიულ და სისტემატურ გამოკვლევას, მის თანამედროვე მდგომარეობას, აღდგენისა და დაცვის პრობლემებს. აქვს მრავალი ლიტერატურული ნარკვევი, ნოველა და მოთხრობა („თოვლიან მთებში“, 1927; „ცხრათვალა მზის ქვეშ“, 1968; „მორბის არაგვი არაგვიანი“, 1971; „არსიანიდან მოვდივარ, მომიხარია“, 1974, რუსთაველის სახელობის პრემია, 1975; „მეცხრე მთაც გადავიარე“, 1976; „კიდევაც დაიზრდებიან“, 1978). თავის მხატვრულ ნაწარმოებებში კეკელიძე გვევლინება როგორც ბიოლოგი და მეცნიერების პოპულარიზატორი, ბუნების სიმდიდრეთა და მშობლიური მხარის ღირსშესანიშნაობათა დამცველი. მიღებული აქვს საკავშირო საზოგადოება „ცოდნის“ პრემია (1975), თსუ-ის პრემია (1975) და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1979). საქართველოს I-III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ი. გოგებაშვილის სახელობის (1960) და ი. ჯავახიშვილის სახელობის (1970) მედლებით, არაერთი სახელმწიფო ჯილდოთი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ნიკო კეცხოველის დამსახურება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინაშე. ჯერ კიდევ 1921 წლის თებერვალში იგი, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი, აქტიურად მონაწილეობდა კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელი საოკუპაციო არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1919 წელს გამოჩენილი მხედრული მამაცობისათვის იგი დაჯილდოვდა „თეთრი გიორგის“ ჯვრით. 1917 წელს ესწრებოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელ ყრილობას და 1924 წლის სექტემბრამდე იყო ამ პარტიის წევრი: შედიოდა მის მთავარ კომიტეტში და იყო პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. 1919 წელს საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით, იყო სიის 94-ე ნომერი, თუმცა ვერ გახდა დამფუძნებელი კრების წევრი.[2]1922–1924 წლებში შედიოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის შემადგენლობაში. 1924 წელს, აგვისტოს აჯანყებამდე მცირე ხნით ადრე, დაპატიმრებულ იქნა საქართველოს სსრ ე.წ. „საგანგებო კომისიის“ (ე.წ. „ჩეკა“) მიერ. 1941–1942 წლებში, სხვა ცნობილ მოღვაწეებთან (ნ. მუსხელიშვილი, მ. ზანდუკელი, შ. ნუცუბიძე, დ. უზნაძე, გ. წერეთელი და სხვანი), თანაუგრძნობდა ფარულ პატრიოტულ ორგანიზაციას „სამანი“.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ჯილდოები და აღიარება

ლიტერატურა

ბიბლიოგრაფია

სტატიები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Read other articles:

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada November 2022. Javier CamuñasInformasi pribadiNama lengkap Javier Camuñas GallegoTanggal lahir 17 Juli 1980 (umur 43)Tempat lahir Madrid, SpanyolTinggi 1,75 m (5 ft 9 in)Posisi bermain Gelandang, penyerangKarier junior Real Madrid LeganésKarie...

 

Venezuelan politician and writer (1903–1959) Manuel Felipe Rugeles Manuel Felipe Rugeles was a poet, journalist and Venezuelan politician who was born in San Cristóbal, Venezuela in 1903 and died in Caracas in 1959 Career As a poet he belonged to the so-called Generation of 1918. As a result of criticisms made to the regime of General Juan Vicente Gomez, he was imprisoned in the castle San Carlos of Zulia and later exiled to Colombia in 1929. In 1936, after the death of Gomez, Rugeles retu...

 

En France, l’administration centrale (ou les administrations publiques centrales), aussi désignée par le sigle APUC, regroupe l’ensemble formé par[1] : l’État au sens strict : le pouvoir exécutif (Gouvernement), le pouvoir législatif (Parlement) et l’autorité judiciaire (Magistrature) ; les organismes divers d'administration centrale (ODAC). Pour désigner cet ensemble, on emploie parfois le terme d’administration centrale. L'autorité centrale de l'État est c...

Sporting event delegationNorth Korea at the2017 World Aquatics ChampionshipsFlag of North KoreaFINA codePRKNational federationNorth Korean Aquatics Federationin Budapest, HungaryCompetitors17 in 3 sportsMedalsRanked 21st Gold 0 Silver 1 Bronze 1 Total 2 World Aquatics Championships appearances197319751978198219861991199419982001200320052007200920112013201520172019202220232024 North Korea competed at the 2017 World Aquatics Championships in Budapest, Hungary. Medalists Medal Name Sport Event ...

 

Maëva Coucke (lahir 28 June 1994) adalah model Prancis dan pemegang kontes kecantikan yang dinobatkan sebagai Miss France 2018. Dia mewakili Prancis di Miss World 2018, di mana dia ditempatkan di dua belas besar, dan juga mewakili Prancis di Miss Universe 2019, di mana dia ditempatkan di sepuluh besar. Coucke adalah pemenang Miss France ketiga dari Nord-Pas-de-Calais dalam kurun waktu empat tahun, setelah Iris Mittenaere (2016) dan Camille Cerf (2015).[1][2][3][4&...

 

For the district, see Betafo District. For the village in Arivonimamo,Itasy, see Betafo, Arivonimamo. Betafoladang dekat BetafoBetafoLetak di MadagaskarKoordinat: 19°50′24″S 46°51′18″E / 19.84000°S 46.85500°E / -19.84000; 46.85500Koordinat: 19°50′24″S 46°51′18″E / 19.84000°S 46.85500°E / -19.84000; 46.85500Negara MadagaskarKawasanVakinankaratraDistrikDistrik BetafoKetinggian1.410 m (4,630 ft)Populasi (...

American department store in Michigan Herpolsheimer'sIllustration of the downtown Grand Rapids store from a 1921 adCompany typeDepartment storePredecessorVoight Herpolshiemer & Co.Founded1865; 159 years ago (1865) in Michigan City, Indiana, United StatesFoundersWilliam G. HerpolsheimerCharles G. A. VoigtDefunct1987 (1987)FatePurchased by Federated Department StoresHeadquartersGrand Rapids, Michigan, United StatesAreas servedGrand Rapids, Muskegon and Battle Creek He...

 

Chief law enforcement official in a U.S. state or territory Party affiliation of current United States attorneys general:   Democratic (26)   Republican (28)   Independent (1)   New Progressive (1) This article is part of a series on theState governments of the United States State constitution Comparison Statehouse Executive State executives Governor (List) Other common officials: Attorney general Auditor/Comptroller Lieutenant governor Secretary of sta...

 

2016年美國總統選舉 ← 2012 2016年11月8日 2020 → 538個選舉人團席位獲勝需270票民意調查投票率55.7%[1][2] ▲ 0.8 %   获提名人 唐納·川普 希拉莉·克林頓 政党 共和黨 民主党 家鄉州 紐約州 紐約州 竞选搭档 迈克·彭斯 蒂姆·凱恩 选举人票 304[3][4][註 1] 227[5] 胜出州/省 30 + 緬-2 20 + DC 民選得票 62,984,828[6] 65,853,514[6]...

Questa voce o sezione sull'argomento centri abitati del Veneto non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. VeronettaIl quartiere, a sinistra del fiume, visto da Castel San Pietro Stato Italia Regione Veneto Provincia Verona Città Verona Circoscrizione1 Abitanti10 235 ab. (2002) Veronetta è un quartiere di Verona, collocato sulla riva...

 

The Long Revolution First editionAuthorRaymond WilliamsLanguageEnglishGenreCultural studiesPublisherChatto & WindusPublication date1961Media typePrint (book)ISBN0-14-020762-7OCLC12448133 The Long Revolution is a 1961 book by Raymond Williams. The long revolution of the title is a revolution in culture, which Williams sees as having unfolded alongside the democratic revolution and the industrial revolution. It followed on from Culture and Society, which was his first widely read work....

 

Управління державної охорони України     Загальна інформація: Тип: служба охорони членів уряду Юрисдикція:  Україна Дата заснування: 15 січня 1992 Відомство-попередник: 9 управління КДБ СРСР Структура: Голова: Морозов Олексій Володимирович Заступник голови: Шаран Ол�...

1947–49 anti-French revolt in Madagascar Malagasy UprisingPart of the wars of national liberation and decolonisation of AfricaThe Malagasy Uprising against French colonial rule, which began on 29 March 1947, is commemorated by a national monument in Moramanga.Date29 March 1947 – February 1949LocationMadagascarResult Uprising crushed by French forces, various Malagasy participants tried and executed.Belligerents  France French colonial empire PADESM (limited involvement) Malagasy secr...

 

Italian association of artists in Rome Accademia di San LucaSt. Luke Displaying a Painting of the Virgin by GuercinoNamed afterSt. LukeFormation1577Founded atRomeTypeAssociation of artistsCoordinates41°54′6″N 12°29′1″E / 41.90167°N 12.48361°E / 41.90167; 12.48361LeaderFederico ZuccariSecessionsAccademia Nazionale di San LucaWebsiteaccademiasanluca.euFormerly calledCompagnia di San Luca The Accademia di San Luca (English: Academy of Saint Luke) is an Italian...

 

The literature of Sardinia is the literary production of Sardinian authors, as well as the literary production generally referring to Sardinia as an argument, written in various languages. Grazia Deledda Nobel Prize in Literature in 1926 Pedra de Nuras (Nora Stone) The beginnings Grotta della Vipera, Cagliari (Viper grotto) The existence and understanding of direct statements of the proto-Sardinian (pre-punic and pre-Latin) language or languages[1] being hotly debated, the first writ...

この記事には参考文献や外部リンクの一覧が含まれていますが、脚注による参照が不十分であるため、情報源が依然不明確です。 適切な位置に脚注を追加して、記事の信頼性向上にご協力ください。(2016年9月) この記事の項目名には以下のような表記揺れがあります。 渡辺竜聖 渡辺龍聖 渡邊龍聖 渡辺 龍聖 誕生 (1865-10-17) 1865年10月17日(慶応元年8月28日)越後国古志...

 

Politics of Kiribati Constitution Human rights LGBT rights Executive President Taneti Maamau Vice-President Teuea Toatu Cabinet Legislative House of Assembly Speaker: Tangariki Reete Members Judiciary Court of Appeal President: Sir Peter Blanchard High Court Chief Justice: Bill Hastings (suspended) Elections Recent elections Presidential: 20162020 Parliamentary: 2015–162020 Political parties Subdivisions Foreign relations Ministry of Foreign Affairs and Immigration Minister: Taneti Maamau ...

 

1821 seminal textbook Title page Cours d'Analyse de l’École Royale Polytechnique; I.re Partie. Analyse algébrique (Analysis Course in English) is a seminal textbook in infinitesimal calculus published by Augustin-Louis Cauchy in 1821. The article follows the translation by Bradley and Sandifer in describing its contents. Introduction On page 1 of the Introduction, Cauchy writes: In speaking of the continuity of functions, I could not dispense with a treatment of the principal properties o...

1999 single by Marilyn MansonI Don't Like the Drugs (But the Drugs Like Me)Single by Marilyn Mansonfrom the album Mechanical Animals ReleasedFebruary 17, 1999GenreGlam rockLength5:03LabelNothingInterscopeSongwriter(s)Marilyn MansonTwiggy RamirezZim ZumProducer(s)MansonMichael BeinhornMarilyn Manson singles chronology The Dope Show (1998) I Don't Like the Drugs (But the Drugs Like Me) (1999) Rock Is Dead (1999) I Don't Like the Drugs (But the Drugs Like Me) is a song by American rock band Mar...

 

تاريخ ساحل العاجمعلومات عامةالمنطقة ساحل العاج التأثيراتأحد جوانب ساحل العاج تعديل - تعديل مصدري - تعديل ويكي بيانات يصعب تحديد تاريخ أول وجود بشري في ساحل العاج (تسمى رسميًا كوت ديفوار) لأن البقايا البشرية لم تُحفظ جيدًا في مناخ البلاد الرطب.[1] ومع ذلك، يُعدّ وجود أجزا...