ალექსანდრე კვიტაშვილი

ალექსანდრე კვიტაშვილი
ალექსანდრე კვიტაშვილი
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 დეკემბერი 2014 – 14 აპრილი, 2016
პრეზიდენტი  პეტრო პოროშენკო
პრემიერ-მინისტრი  არსენი იაცენიუკი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
31 იანვარი, 2008 – 31 აგვისტო, 2010
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრივლადიმერ გურგენიძე, გრიგოლ მგალობლიშვილი, ნიკა გილაური

დაბადებული15 ნოემბერი, 1970
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობაუკრაინა
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ალექსანდრე კვიტაშვილი (დ. 15 ნოემბერი, 1970, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი 2008-2010 წლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 2010—2013 წლებში, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი 2014-2016 წლებში.

ბიოგრაფია

განათლებით ისტორიკოსი, ევროპისა და აშშ-ს უახლესი ისტორიის სპეციალობით, სახელმწიფო მართვის სპეციალისტი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის რობერტ ფ. ვაგნერის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლა.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: ატლანტის გრეიდის სამედიცინო ცენტრის ფინანსურ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტში; გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს წარმომადგენლობაში; გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის დახმარების კომიტეტის (ამქორ) საქართველოს მისიაში; ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „კურაციოს“ საერთაშორისო ფონდში; სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტანტად აზერბაიჯანში, ლიეტუვაში, უკრაინაში, სომხეთსა და სერბეთში; ნიუ-იორკში აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის (East-West Institute) ადმინისტრაციის დირექტორად.

2008 წლის 31 იანვარს ალექსანდრე კვიტაშვილი დაინიშნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად. 2010 წლის 31 აგვისტოს არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად და იმავე დღეს გადადგა მინისტრის თანანმდებობიდან[1], ხოლო 27 დეკემბერს არჩეულ იქნა უნივერსიტეტის რექტორად[2]. 2014 წლის 2 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ალექსანდრე კვიტაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა; ამავე დღეს, უკრაინის უმაღლესმა რადამ კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დაამტკიცა.[3]რამდენიმე თვეში კვიტაშვილმა მისი საქმიანობის კრიტიკის შემდეგ თანამდებობა დატოვა.[4]

სქოლიო

  1. „ალექსანდრე კვიტაშვილი თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს“. ნიუსი. საინფორმაციო პორტალი „ამბები.ge“, „ინტერპრესნიუსზე“ დაყრდნობით. 2010-08-31. ციტირების თარიღი: 2011-01-08. |publisher=-ში არის გარე ბმული (დახმარება)
  2. „თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი გახდა“. ნიუსი. უახლესი ამბების პორტალი onlinenews.ge. 2010-12-27. ციტირების თარიღი: 2011-01-08. |publisher=-ში არის გარე ბმული (დახმარება)[მკვდარი ბმული]
  3. რადამ ალექსანდრე კვიტაშვილს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ნდობა გამოუცხადა
  4. Ukraine’s ‘Georgian’ minister resigns