მცირე მურტალა[1] (ლათ.Tachybaptus ruficollis) — ფრინველიმურტალასებრთაოჯახისა. მურტალებს შორის ყველაზე პატარაა, მისი სხეულის სიგრძეა 25–29 სმ, ფრთის შლილი 40–45 სმ,[2][3] ფრთის სიგრძეა 9—11 სმ, ნისკარტისა — 1,6–2,6 სმ, მასა — 150–250 გ. სიდიდესა და შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი არ გამოიხატება. ზრდასრული ფრინველი გაზაფხულზე ზურგის მხარეს, ნაწილობრივ ლოყებზეც, მურა-შავია. შავი ფერის ნიკაპის შუა ნაწილში ხშირად მოთეთრო ბუმბულები ურევია. თავის გვერდები თითქმის თვალებამდე, კისერი წინიდან და გვერდებიდან მოწაბლისფრო-ჟღალია. ჩი6ახვი, ფრთების ზემო მფარავები და პირველი რიგის მომქნევები მოშავომურაა. სხეულის მუცლის მხარე ან თეთრია, მუქი ლაქებით, ან მუქია, თეთრის მცირე ნარევით. რუდიმენტულ საჭის ბუმბულებს შორის თეთრიც ურევია. მეორე რიგის მომქნევების უმრავლესობა თეთრია. ზამთარში სხეულის ზედა მხარე მურაა, ნიკაპი და ყელი — მოთეთრო, კისერი წინიდან და გვერდებიდან, ჩიჩახვი და სხეულის გვერდები ჟანგმიწისფერ-ქარცია. ქვემო მხარე მოთეთროა, მუცლის უკანა ნაწილი — მურა-კვამლისფერი. ნისკარტი შავია, რომლის წვერო და ძირი მოყვითალოა. ფეხები მომწვანო-წენგოსფერია, თვალები — მურა ფერის.[4] ახასიათებს მოყვითალო-მწვანე ლაქა ნისკარტთან.[2] გამოარჩევს აგრეთვე ფუმფულა უკანა ნაწილი.[3] თითოეული თითი შემოვლებულია ფართო ლაპოტით. ხმა — მაღალი მელოდიური „უიტ-უიტ“,[5] რომელიც ფლეიტისებრ რაკრაკში გადადის.[6]
წყლის მცენარეებისაგან მცურავ ბუდეს აკეთებს მაისში, ჩვეულებრივ ნაპირიდან მოშორებით.[4] დებს 4–5 მოთეთრო კვერცხს.[5] კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 19–20 დღე-ღამე გრძელდება. ძირითადად იკვებება მწერებითა და მათი მატლებით, ჭიებით, წვრილი მოლუსკებითა და კიბოსნაირებით. რაიმე პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.[4]ირანში სპორტული და კომერციული ნადირობის ობიექტია.[9]
ქვესახეობები
T. r. ruficollis – ევროპული მცირე მურტალა[1] (Pallas, 1764): ნომინალური სახეობა, გვხვდება ევროპიდან და დასავლეთ რუსეთიდან სამხრეთით, ჩრდილოეთ აფრიკამდე;[10]
T. r. iraquensis – (Ticehurst, 1923): გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ერაყში და ჩრდილოეთ ირანში;[10]
T. r. capensis – ფრთათეთრი მცირე მურტალა[1] (Salvadori, 1884): გვხვდება სუბსაჰარულ აფრიკაში, მადაგასკარზე, შრი-ლანკაში და ინდოეთის სუბკონტინენტზე, აღმოსავლეთით ბირმამდე;[10]
T. r. poggei – (Reichenow, 1902): გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში, ხაინანზე, ტაივანზე, იაპონიაში და სამხრეთ კურილის კუნძულებზე;[10]
T. r. philippensis – (Bonnaterre, 1790): გვხვდება ჩრდილოეთ ფილიპინებში;[10]
↑ 6.06.1Бёме Р. Л., Динец В. Л., Флинт В. Е., Черенков А. Е. Птицы. Энциклопедия природы России / Под общ. ред. В. Е. Флинта. — М.: ABF, 1996. — стр. 34–35, 432 c.