მიხეილ ჩიქოვანი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩიქოვანი.
მიხეილ ჩიქოვანი
დაბ. თარიღი 25 მარტი, 1909(1909-03-25)
გარდ. თარიღი 24 ოქტომბერი, 1983(1983-10-24) (74 წლის) ან 21 ოქტომბერი, 1983(1983-10-21)[1] (74 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა ლიტერატურული კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე[2] , ფოლკლორისტი[2] და man of letters[2]
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიხეილ იასონის ძე ჩიქოვანი (დ. 25 მარტი, 1909, სოფ. ცხუკუშერი (ცაგერის რაიონი) — გ. 24 ოქტომბერი, 1983, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი, ქართული ფოლკლორის პოპულარიზატორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1950), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987), ნარატიული ფოლკლორის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრი (1972).

ბიოგრაფია

მიხეილ ჩიქოვანმა 1932 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1933 წელს ნიკო მარის რეკომენდაციით ჩაირიცხა ასპირანტურაში და მივლინებული იქნა პეტერბურგში, ენისა და აზროვნების ინსტიტუტში. 1936-1983 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილებას და არქივს, ეწეოდა ინტენსიურ სამეცნიერო-კვლევით, საექსპედიციო-შემკრებლობით, საგამომცემლო და პედაგოგიურ საქმიანობას.

იკვლევდა ზოგადი და კერძო ფოლკლორისტიკისა და ლიტერატურულ-ფოლკლორულ ურთიერთობათა პრობლემებს („ხალხური ვეფხისტყაოსანი“, 1936-37; „საქართველოს სამეფო კარის მგოსნები“, 1949; „იაკობ გოგებაშვილი და ზეპირსიტყვიერება“, 1950; „დავით გურამიშვილი და ხალხური პოეზია“, 1955; „ვაჟა-ფშაველა და ხალხური პოეზია“, 1956; „აკაკი წერეთელი და ხალხური სიტყვიერება“, 1958; „სულხან-საბა ორბელიანი და ხალხური შემოქმედება“, 1959; „შოთა რუსთაველი და ქართული ფოლკლორი“, 1966; „ილია ჭავჭავაძე და ხალხური შემოქმედება“, 1989), ქართულ ეპოსს („მიჯაჭვული ამირანი“, 1947; „ეთერიანი“, 1954; „ქართული ეპოსი“, I-II, 1959-65; „ამირანის თქმულება“, 1961) და მითოლოგიას („ბერძნული და ქართული მითოლოგიის საკითხები“, 1971), ფოლკლორის თეორიის საკითხებს („ხალხური შემოქმედების ისტორიისა და თეორიის საკითხები“, 1986); ავტორია სახელმძღვანელოებისა („ქართული ფოლკლორი“,1946; „ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია“, 1952, 1956, 1975).

იგი არის „ქართული ხალხური პოეზიის“ (I-XII, 1972-84) კორპუსის გამოცემის ინიციატორი, შემდგენელი და მთავარი რედაქტორი. მისი რედაქტორობით გამოქვეყნდა „ქართული ფოლკლორის სერია“, (I-IV, 1936-40), პეტრე უმიკაშვილის „ხალხური სიტყვიერება“ (I-IV, 1964), თედო რაზიკაშვილის მიერ ფშავში და თუშეთში შეკრებილი ლექსები (1953), ქართლ-კახეთში და ფშავში შეკრებილი ზღაპრები (I-1951, II-1952), კათოლიკე მისიონერის ბერნარდო ნეაპოლიტანელის მიერ XVII საუკუნეში ჩაწერილი ქართული ზღაპრების კოლექცია (1961), „ხალხური სიტყვიერება“ ( I-V, 1950-1956), „ხალხური სიბრძნე“ ( I-V ,1963-65), „ქართული ფოლკლორი. მასალები და გამოკვლევები“ (I-XIII, 1964-83), „ქართული ფოლკლორის ლექსიკონი“ ( I-II, 1974-75), ვაჟა-ფშაველას (I-X, 1960-64) და ვასილ ბარნოვის (I-X,1961-64) თხზულებათა ტომეულები და სხვა. დაიწყო „ქართული ხალხური პროზის“ ოცტომიანი კორპუსის გამოსაცემად მომზადება, რომლის პირველი ხუთი ტომი თავად შედგინა.

მისი გამოკვლევები და შედგენილ-რედაქტირებული ქართული ფოლკლორის კრებულები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, უნგრულ, ჩეხურ და ბულგარულ ენებზე.

ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფოლკლორის საკოორდინაციო საბჭოს, იყო საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის სამეცნიერო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ბიბლიოგრაფია

  • ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია. წიგნი I. თბ.: თბილისის უნ-ტის გამ-ბა , 1975.
  • Грузинские народные сказки, Тб., 1939, 1954, 1956, 1971, 1986; Амираниани, Тб., 1960.
  • Сказания и легенды, Тб., 1963; Народный грузинский эпос о прикованном Амирани, М., 1966.
  • Народный юмор: притчи, сказки, Тб., 1967; Грузинские народные сказки и мифы, Тб., 1985.
  • Gruzinske Narodni Pohadky, Praha, 1949; Грузински народни приказки, София, 1957, 1975.
  • Die Zauberkappe: Georgische Marchen, Berlin, 1957, 1959, 1963.
  • The Theme of Youth Seeking Immortality in Ancient Folklore and Literature, M., 1963.
  • Rapports Entre le Mythe Prométhéen Grec et la Légende Ibero-Colchidinne D’Amirani, Enchaîné à un Sommet du Caucase, BKRK, vol.XXVII, Paris, 1970.
  • Coincidences Dans les Folklores Iberiques (Géorgien et Espagnol), BKRK, vol. XXIX-XXX, Paris, 1972.
  • Ancient Colchic and Iberian Mythological Characters in Georgian Poetic Folklore, IX International Congress of Anthropological and Ethnological Sciences, Chicago, 1973.
  • Tendency of Extention of Stracture in Fairy Tales, VI Congress of the International Society for Folk-Narrative Reserch, Helsinki, 1974.
  • Georgian Folk Tales, Tb.,1999, 2007.
  • Maximus the Confessor in Georgian Legends from the Seventh and Eighth Centuries, in Maximus the Confessor and Georgia, Iberica Caucasica, vol. III, London, 2009.
  • Die Georgische Folklore der Vorliterarischen Period, Georgica : Zeitschrift für Kultur, Sprache und Geschichte Georgiens und Kaukasiens, vol.IV, Jena-Tbilisi, 1981.
  • L’Épopée Populaire Géorgienne D’Amirani # Enchaîné (Éléments Non-Iranienes Dans la Culture Persane Antique), Bedi Karthlisa, Revue de Kartvélologie. Études Géorgiennes et Caucasiennes (BKRK), vol.XXIII-XXIV, Paris, 1967.
  • About the Problem of Typological Similarities between Three Mediaeval Novels - "Tristran and Isolde","Abessalom and Eteri" and "Vis and Ramin", VIII International Congress of Anthropological and Ethnological Sciences, Tokyo, 1968.
  • Das Buch von Helden Amirani, ein Altgeorgischer Sagenkreis, bearb. und mit einem Essay "Amirani u. Prometheus" von Micheil Tschikowani. Aus dem Georg. übers. Von Heinz Fähnrich, Gustav-Kiepenheuer-Bücherei, Leipzig and Weimar, 1978.

პერიოდიკა

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 142.
  • ქართული ფოლკლორი (მ. ჩიქოვანის დაბადების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული), III , თბ., 1969.
  • Amiraniani, A Georgian Epic, by Mikheil Chikovani, review by David Lang, Folklore, vol.73, The Folklore Society, Spring 1962, London, pp. 59-61.
  • Enzyklopadie des Marchens, Handworterbuch zur hisrorischen und vergleichenden Erzahlforschung, Band 3, Lieferung 1, Walter Gruyter, New York, 1978. pp. 35-39.
  • Краткая Литературная Энциклопедия, т.8, М.,1975, с. 510.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 382, თბ., 1994.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.
  2. 2.0 2.1 2.2 Czech National Authority Database

Read other articles:

Disambiguazione – Se stai cercando altri significati, vedi Volo (disambigua). Questa voce o sezione sugli argomenti aviazione e fisica non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. Segui i suggerimenti dei progetti di riferimento 1, 2. Il volo è il processo mediante il quale un animale o un oggetto si muove attraverso uno spazio senza entrare in con...

 

Artikel ini sudah memiliki referensi, tetapi tidak disertai kutipan yang cukup. Anda dapat membantu mengembangkan artikel ini dengan menambahkan lebih banyak kutipan pada teks artikel. (Desember 2023) (Pelajari cara dan kapan saatnya untuk menghapus pesan templat ini) Halim AmbiyaLahirAbdul Halim Ambiya12 Juli 1974 (umur 49)Indramayu, Jawa BaratKebangsaan IndonesiaPendidikanMadrasah Ibtidaiyyah Tarbiyah wa Ta'lim, Bugis, Anjatan, IndramayuMadrasah Tsanawiyah GUPPI, Bugis, Anjatan, Indram...

 

1928 film by Louis J. Gasnier Fashion MadnessDirected byLouis J. GasnierWritten byVictoria MooreOlga PrintzlauStarringClaire WindsorReed HowesLaska WinterCinematographyJ.O. TaylorEdited byArthur RobertsProductioncompanyColumbia PicturesDistributed byColumbia PicturesRelease dateFebruary 13, 1928Running time57 minutesCountryUnited StatesLanguagesSilent English intertitles Fashion Madness is a lost[1] 1928 American silent drama film directed by Louis J. Gasnier and starring Claire Winds...

2020 US science fiction thriller film by Adam Mason SongbirdTheatrical release posterDirected byAdam MasonWritten by Adam Mason Simon Boyes Produced by Michael Bay Marcei A. Brown Jason Clark Jeanette Volturno Adam Goodman Andrew Sugerman Eben Davidson Starring KJ Apa Sofia Carson Craig Robinson Bradley Whitford Peter Stormare Alexandra Daddario Paul Walter Hauser Demi Moore CinematographyJacques JouffretEdited byGeoffrey O'BrienMusic byLorne BalfeProductioncompanies Invisible Narratives Plat...

 

Masjid Katedral Sankt-PeterburgСанкт-Пе́те́рбургская соборная ме́че́тьTampak depan dari Masjid Sankt-PeterburgAgamaAfiliasiIslam – SunniProvinsi Oblast LeningradLokasiLokasiSankt-PeterburgNegara RusiaArsitekturArsitekNikolai VasilyevTipeMasjidRampung1921SpesifikasiKapasitas5,000Kubah1Tinggi luar kubah39 meterMenara2Tinggi menara49 meter Masjid Katedral Sankt-Peterburg (bahasa Rusia: Санкт-Пе́те́рбургская соборная ...

 

2008 song by Rodolfo Chikilicuatre Baila el Chiki-chikiSingle by Rodolfo ChikilicuatreLanguageSpanish, EnglishGenreReggaetonLength2:52Songwriter(s)Rodolfo Chikilicuatre and FriendsEurovision Song Contest 2008 entryCountrySpainArtist(s)David Fernández OrtizAsRodolfo ChikilicuatreWithDisco, GráficaLanguagesSpanish, EnglishComposer(s)Rodolfo Chikilicuatre and Friends[1]Lyricist(s)Rodolfo Chikilicuatre and FriendsFinals performanceFinal result16thFinal points55Entry chronology◄ I Love...

Overview of the production, consumption, import and export of energy and electricity in FinlandThis article needs to be updated. Please help update this article to reflect recent events or newly available information. (March 2024) Energy production in Finland Development of carbon dioxide emissions Energy in Finland describes energy and electricity production, consumption and import in Finland. Energy policy of Finland describes the politics of Finland related to energy. Electricity sector in...

 

American gay male advocacy group Mattachine SocietyThe May 1959 issue of the Mattachine Review, an American LGBT magazineFormation1950PurposeCivil and political rights for homosexual menHeadquartersLos Angeles, California, United StatesOfficial language EnglishKey peopleHarry Hay The Mattachine Society (/ˈmætəʃiːn/), founded in 1950, was an early national gay rights organization in the United States,[1] preceded by several covert and open organizations, such as Chicago's Society ...

 

This article's lead section may be too short to adequately summarize the key points. Please consider expanding the lead to provide an accessible overview of all important aspects of the article. (April 2023)Abusive supervision is most commonly studied in the context of the workplace, although it can arise in other areas such as in the household and at school. Abusive supervision has been investigated as an antecedent to negative subordinate workplace outcome.[1][2][weasel&...

Rotasi Bumi dari barat ke timur Panjang hari antara tahun 1974 hingga tahun 2005 Rotasi Bumi merujuk pada gerakan berputar planet Bumi pada sumbunya. Bumi berputar ke arah timur, atau jika dilihat dari utara, melawan arah jarum jam. Akibat pergerakan pada sumbunya, setiap daerah di Bumi mengalami siang dan malam, walaupun dengan panjang siang dan malam yang bisa berbeda-beda. Masa rotasi Bumi pada sumbunya dalam hubungannya dengan bintang ialah 23 jam, 56 menit dan 4.091 detik. Masa rotasi da...

 

Meteorological tool Ceiling projector exterior Interior of a ceiling projector Alidade for use with a ceiling projector The ceiling projector or cloud searchlight is used to measure the height of the base of clouds (called the ceiling) above the ground. It is used in conjunction with an alidade, usually positioned 1000 ft (300 m) away and wherever possible set at the same level. The projector is normally set at 90°, although 71° 31' may be used, in relation to the terrain. The pro...

 

Sway Tipemanajer jendela menyusun, Wayland compositor dan perangkat lunak bebas Berdasarkai3 Versi pertama24 Maret 2016; 8 tahun lalu (2016-03-24)[1]Versi stabil 1.9 (24 Februari 2024) GenreManajer jendelaLisensiLisensi MITKarakteristik teknisSistem operasiGNU/Linux, BSD dan mirip Unix Ukuran5.3 MiBBahasa pemrogramanC Informasi pengembangPembuatDrew DeVault (SirCmpwn)ProgrammerDrew DeVault Sumber kode Kode sumberPranala Arch Linuxsway Ubuntusway Gentoogui-wm/sway Fedorasway Infor...

This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Brussels tram route 4 – news · newspapers · books · scholar · JSTOR (August 2023) (Learn how and when to re...

 

Table du Grand MaitrePrésentationType MonumentFondation 1723Propriétaire État françaisPatrimonialité Inscrit MH (1926)LocalisationLocalisation Fontainebleau, Seine-et-Marne FranceEmplacement Forêt de FontainebleauCoordonnées 48° 27′ 11″ N, 2° 40′ 17″ Emodifier - modifier le code - modifier Wikidata La table du Grand Maître est un monument situé dans la forêt de Fontainebleau, sur le territoire de Fontainebleau, en France. Elle est in...

 

1856 novel by Charles Reade It Is Never Too Late to Mend (sometimes written as It's Never Too Late to Mend) is an 1856 novel by the British writer Charles Reade. It was later turned into a play. A ruthless squire becomes obsessed with a younger woman and conspires to have her lover framed and sent to jail. The book was partly based on an earlier play of Reade's Gold!.[1] The book is mentioned in Jack Black's 1926 book You Can't Win as an inspiration to Black while in prison. The Ven. ...

Web-based presentation software Microsoft SwayType of sitePresentation programAvailable in39 languagesList of languages Basque Bulgarian Catalan Chinese (Simplified) Chinese (Traditional) Croatian Czech Danish Dutch English Estonian Finnish French Galician German Greek Hungarian Indonesian Italian Japanese Kazakh Korean Latvian Lithuanian Malay(Malaysia) Norwegian (Bokmal) Polish Portuguese Portuguese (Brazil) Romanian Russian Serbian (Cyrillic, Serbia) Serbian (Latin, Serbia) Slovak Slo...

 

Area bombardment technique The first carpet bombing from air in history was the Bombing of Barcelona. 1,300 people were killed in 3 days, March 16–18, 1938 On 14 May 1940 at 1:22 pm, in the Rotterdam Blitz, German bombers set the entire inner city on fire with incendiary bombs, killing 814 inhabitants Wesel was 97% destroyed before it was finally taken by Allied troops in 1945 Carpet bombing, also known as saturation bombing, is a large area bombardment done in a progressive manner to ...

 

British Labour politician (born 1981) For other people named Jess Phillips, see Jess Phillips (disambiguation).This article's subject is standing for re-election to the UK's House of Commons on 4 July, and has not been an MP since Parliament's dissolution on 30 May. The article may be out of date during this period. Please improve it (updates without reliable references will be removed) or discuss changes on the talk page. Jess PhillipsOfficial portrait, 2019Member of Parliamentfor ...

القوات العسكريةللمملكة العربية السعودية القوات العسكرية السعودية الشعار القائد الأعلى لكافة القوات العسكرية خادم الحرمين الشريفين الملك سلمان بن عبدالعزيز آل سعود الدولة  السعودية التأسيس 1744[1][2] النموذج الحالي 15 يناير 1902[3][4] الاسم الأصلي القوات العس...

 

Canoeing at the1996 Summer OlympicsSlalomC-1menC-2menK-1menwomenSprintC-1 500 mmenC-1 1000 mmenC-2 500 mmenC-2 1000 mmenK-1 500 mmenwomenK-1 1000 mmenK-2 500 mmenwomenK-2 1000 mmenK-4 500 mwomenK-4 1000 mmenvte The men's C-1 1000 metres event was an open-style, individual canoeing event conducted as part of the Canoeing at the 1996 Summer Olympics program. Medallists Gold Silver Bronze  Martin Doktor (CZE)  Ivans Klementyev (LAT)  György Zala (HUN) Results Heat...