მირზა ქუჩეკ ხანის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. ახალგაზრდობაში სწავლობდ გრამატიკა-თეოლოგიას ჯერ მშობლიურ რეშთში, შემდეგ თეირანში; საკონსტიტუციო რევოლუციის დროს, როდესაც ის 25 წლის იყო, მიატოვა სწავლა და შეუერთდა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მოძრაობას. 1914 წელს წამოიწყო აჯანყება გილანის ტყეებში ქვეყნის ჩრდილოეთით (კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროსთან), მაგრამ ის დიდწილად ჩაახშეს რუსული ჯარების დახმარებით; მიუხედავად ამისა, მირზამ თავიდან აიცილა პატიმრობა. ჯენგელიელთა ცალკეული ნაწილების წინააღმდეგობა გაგრძელდა. გილანში დაბრუნება მირზა ქუჩეკ ხანმა მხოლოდ 1919 წელს მოახერხა, როცა რუსეთის ჯარებმა ტერიტორია დატოვეს, რის შემდეგაც აქ აჯანყებამ განახლებული ენერგიით იფეთქა.[2]
როდესაც 1920 წლის მაისში საბჭოთა ჯარებმა და ფლოტმა ენზელის ოპერაციის შედეგად, ქალაქი ენზელი დაიკავეს, ადგილობრივი ხელისუფლება და ბრიტანელები ქალაქიდან გაიქცნენ. ქუჩეკ ხანი იქ ჩავიდა თავისი რაზმით და საბჭოთა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყო. სთავაზობდა მათ თანამშრომლობას დამოუკიდებელი გილანის რესპუბლიკის აღიარების და რსფსრ-ის მხრიდან შიდა საქმეებში ჩაურევლობის პირობით, რაზეც თავდაპირველად თანხმობა მიიღო.
1920 წლის ივნისიდან ივლისამდე და 1921 წლის მაისიდან სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა ამ სახელმწიფო ფორმირების დროებით მთავრობას; უკვე 1920 წელს დაიწყო უთანხმოება ქუჩეკ ხანს, რომელიც ცდილობდა შეენარჩუნებინა ფეოდალიზმის ელემენტები გილანში და სპარსელ კომუნისტებს შორის, რომლებიც მასიურად მონაწილეობდნენ გილანის სახალხო მოძრაობაში. 1921 წლისთვის განსხვავებები გადაულახავი გახდა და რსფსრ-მ იმ დროისთვის, დიდ ბრიტანეთთან შეთანხმებით, შეწყვიტა მოძრაობის მხარდაჭერა; 1921 წლის 4 აგვისტოს ქუჩეკმა მოაწყო გადატრიალება გილანის რესპუბლიკაში, ხოლო 29 სექტემბერს — თავდასხმა გილანში კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებზე კომუნისტური აჯანყების ჩახშობის და გილანის ავტონომიის მიღწევის მიზნით სპარსეთის სახელმწიფოს ფარგლებში ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, რომლის ძალები აჯანყებულ რეგიონს უახლოვდებოდნენ. აჯანყება ჩაახშეს, მაგრამ რეზა შაჰმა, რომელიც ხელმძღვანელობდა სპარსეთის ჯარებს, მოლაპარაკება არ გამართა ქუჩეკთან და დაამარცხა ჯანგალიელთა ძალები. კუჩეკი გაიქცა თალიშის მთებში. იქ ძლიერი მოყინვა მიიღო. ქუჩეკი ბოლოს უკვე მომაკვდავი აღმოაჩინეს ერთ-ერთი ადგილობრივი მიწის მესაკუთრის მსახურებმა, რომლებმაც მესაკუთრის ბრძანებით მას თავი მოჰკვეთეს. ქუჩეკის თავი რეშთში გაგზავნეს და გამოიტანეს საჯაროდ ქალაქის ყაზარმებთან.[3][4][5]
ლიტერატურა
Nasrollah Fatemi. Diplomatic History of Persia, Russell F. Moore, 1952 г. LCCN 52011977, ASIN B0007DXLE2
Ebrahim Fakhrayi. Sardar-e Jangal (The Commander of the Jungle), Tehran: Javidan, 1983 г.
Gregor Yaghikiyan. Shooravi and jonbesh-e jangal (The Soviet Union and the Jungle Movement), Editor: Borzouyeh Dehgan, Tehran: Novin, 1984 г.
სქოლიო
↑Ebrahim Fakhrayi. «Sardar-e Jangal (The Commander of the Jangalis)», Tehran: Javidan, (1983), p. 13
↑Reza Shabani. «The Book of Iran: A Selection of the History of Iran», translated by Mahmoud Farrokhpey (Alhoda: Organization for Islamic Culture and Communications, 2005), first edition, p. 265.
↑Cahon, Ben. "Iran – Gilan". World Statesmen. Retrieved 2 February 2018.
↑Atabaki, Touraj (2009). Iran in the 20th Century: Historiography and Political Culture. I.B.Tauris. p. 63. ISBN978-0857731876. Leaders of regional movements like Ra'is Ali Dilvari, Mirza Kuchik Khan, Muhammad Khiyabani and others or revered politically active intellectuals such as Mirza Hassan Khan Pir Nia Mushir al-Dawlah or Hassan Mudarris have become unquestioned national heroes (...)